„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-01
ბიუროს ნომერი 337
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. 82-ე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი
შემოსავალი 10 000 ლარამდე;’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
დასაქმების, ინტეგრაციის და თვითრეალიზაციის პრობლემები. სახელმწიფო ეკონომიკური
პროგრამა, რომელიც მიმართულია ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების,
აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების ხელშეწყობისათვის, არ არის სათანადოდ ეფექტიანი, მათი ღირსეული საცხოვრებლის
უზრუნველსაყოფად და ოჯახის კეთილდღეობის დასაცავად, რაც
სახელმწიფოს მიერ
კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებაა. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს, რომლებსაც ისედაც უჭირთ ადაპტაცია რთულ ცხოვრებისეულ პირობებთან, დასაქმების
შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწვებათ საშემოსავლო გადასახადი, რომლითაც ისინი იბეგრებიან
იმ შემთხვევაში, თუ მათი ყოველთვიური ხელფასი გადააჭარბებს 500 ლარს. ვინაიდან ასეთ
პირებს ჯანმრთელი ადამიანებისგან განსხვავებით, უჭირთ კონკრეტული სამუშაოების
შესრულება, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს ადეკვატური შეღავათების ამოქმედება
მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის განხორციელებისათვის სოციუმში და ყოველდღიურ
ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს პროპორციულ და
სამართლიან საგადასახადო შეღავათებს ,,შშმ’’ პირების მიმართ, რითიც უნდა მოხდეს მათთვის
ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის რეალიზაცია.
აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის,
აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის საშემოსავლო
გადასახადისგან განთავისუფლების კრიტერიუმების შესაბამისობაში მოყვანა ქვეყანაში
არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ასეთი პირების მიერ კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება
მხოლოდ წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულ 6 000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, რაც
უდრის ყოველთვიურ 500 ლარის ტოლფას შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ ეს ნორმა
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან. 2023 წელს 2014
წელთან შედარებით, ფასები გაიზარდა 60 პროცენტით. შესაბამისად, აუცილებელია
პროპორციულად გაიზარდოს ,,შშმ’’ პირების წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი
შემოსავლის დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები, რომლებსაც ეხება კანონპროექტი, მიეკუთვნება ,,საქართველოს საგადასახადო
კოდექსით’’ გათვალისწინებულ რეგულირების სფეროს, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის
მოსაწესრიგებლად აუცილებელია ამ კოდექსში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით არსებული ინფლაციის
პროპორციულად გაიზრდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის,
აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის საშემოსავლო
გადასახადისგან განთავისუფლების ზედა ზღვარი და ის გაუტოლდება 10 000 ლარს. ამით
საქართველოს
საგადასახადო
კანონმდებლობა
,,შშმ’’
პირებთან
დაკავშირებული
სამართლებრივი და ფინანსური მოწესრიგების მხრივ გახდება უფრო შესაბამისი ქვეყნის
დღევანდელ მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან, ხოლო ასეთი პირები აღარ დაიბეგრებიან
საშემოსავლო გადასახადით, ამ ოდენობის წლიური შემოსავლის ფარგლებში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 82-ე მუხლში (გადასახადისგან გათავისუფლება). კერძოდ: აღნიშნული კოდექსის 82ე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,ბავშვობიდან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 10 000 ლარამდე.’’ ამ ნორმის საფუძველზე,
შესაბამისი პირების საშემოსავლო გადასახადისგან დაუბეგრავი მინიმუმი 6 000 ლარიდან
გაიზრდება 10 000 ლარამდე, რაც გულისხმობს წლიურ ჯამურ დასაბეგრ შემოსავალს, რომლის
ქვემოთ არსებული თანხის ფარგლებში პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში -- აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ეს კანონი უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას, ხოლო ახალი
საბიუჯეტო წელი იწყება 2025 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, აგრეთვე მკვეთრად და
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საშემოსავლო
გადასახადისგან გათავისუფლების ზედა ზღვარის ზრდას გავლენა ექნება სახელმწიფო
ბიუჯეტის და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტების საშემოსავლო
ნაწილის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების კუთხით.
2013 წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტში „საგადასახადო
კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-2/77/8), რომელიც ითვალისწინებდა 2014 წლის
1 იანვრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საშემოსავლო გადასახადის
შეღავათის ზრდას 3000 ლარიდან 6000 ლარამდე, აღნიშნული იყო, რომ ამ ცვლილების
ფისკალური ეფექტი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის და ავტონომიური რესპუბლიკების
რესპუბლიკურ ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის 6 მლნ. ლარით შემცირება.
აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შეღავათის 6 000 ათასი ლარიდან 10 000
ლარამდე ზრდა გამოიწვევს სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას
დაახლოებით 8 მლნ. ლარით.
შენიშვნა;
გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს არანაირი სტატისტიკური, მონაცემები ბავშვობიდან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების თაობაზე, რომ
პრაქტიკულად შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ რა შეიცვალა 2014 წელს არსებული მონაცემებიდან დღევანდელ მონაცემებთან შედარებით; ამ კუთხით შეგვიძლია მხოლოდ მოვიყვანოთ
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია რა რაოდენობის შშმ პირები იღებდნენ სოციალურ
პაკეტს 2014 წელს და რა რაოდენობა შშმ პირი იღებს სოციალურ პაკეტს დღეს, 2023 წლის
მონაცემებით;
2014 (დეკემბრის
მონაცემი)
არ გვაქვს
ჩაშლილი
მონაცემი
კაცი
კაცი
ქალი
ჯამი
0-18 წლამდე შშმ პირი
9,819
5,615
15,434
მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე შშმ პირი
18,794
11,284
30,078
მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის მქონე შშმ პირი
44,519
28,491
73,010
ზომიერად გამოხატული ხარისხის მქონე შშმ პირი
6,692
3,399
10,091
79 824
48 789
ჯამი
ჯამი
73,172
ქალი
2023 (დეკემბრის მონაცემი)
50,550
123722
128 613
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს,
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგანაც ისინი დაუბეგრავად
შეძლებენ ხელფასის მიღებას წლის განმავლობაში ყოველთვიური 833 ლარის ფარგლებში,
ნაცვლად დღეს მოქმედი 500 ლარისა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ბაჩუკი ქარდავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ბაჩუკი ქარდავა.