საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მომართვა საპროკურორო საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ

განცხადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.03.2024
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#1-3631/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-01
ბიუროს ნომერი 337

📜 ტექსტი

წერილი
25 მარტი 2024 MOH 1 24 00338137 საქართველოს პარლამენტს, საპროკურორო საბჭოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 2024 წლის 21 თებერვალს არჩეულ ვიქენი საპროკურორო საბჭოს წევრად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნის გამო 2024 წლის 19 მარტს ვადამდე შემიწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვტოვებ საპროკურორო საბჭოს წევრის თანამდებობას. პატივისცემით, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე