„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშივილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი
ნომერი
#07-3/429/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 15
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 14
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 20
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 1 ✗ 28
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 85 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-01
ბიუროს ნომერი 337

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ მუხლი 1. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76, სარეგისტრაციო კოდი: 010.290.000.05.001.000.283) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. 391 მუხლის პირველი პუნქტი ამოჭებულ იქნეს მუხლის 2. 1. ეს ორგანული კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ვინაიდან საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება ცვლილება, რომელიც გულისხმობს საქართველოს პარლამენტში და საკრებულოებში წარსადგენ კანდიდატთა სიებში ქალთა სავალდებულო კვოტირების გაუქმებას, შესაბამისად უნდა გაუქმდეს იმ ფინანსური წახალისების ინსტრუმენტიც, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას თავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო. ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსში ქალთა კვოტირება უქმდება, შესაბამისად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოცემულ ცვლილებებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკითხები, რომლებსაც ეხება კანონპროექტი, მიეკუთვნება ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით რეგულირებულ სფეროს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად საჭიროა ამ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პარტიებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ დამატებითი დაფინანსება ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო არჩევნებში საკუთრ პარტიულ სიაში ეწერებათ ქალები შესაბამისი პროპორციით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით „,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების 1 შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ამოღებული იქნება 39 მუხლის პირველი ნაწილი, რითაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიების დამატებითი დაფინანსება იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ სიაში ქალთა რაოდენობა შესაბამისი პროპორციით ექნება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვითხოვთ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან მოგეხსენებათ წელს საარჩევნო წელია და საპარლამენტი სიების დაკომპლექტება გახდება საჭირო, შესაბამისად აღნიშნული პრობლემა საჭიროებს საჩქარო მოგვარებას. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ვინაიდან საარჩევნო წელია წელს საშემოდგომო სესია ჩვეულ რეჟიმში და დროს არ დაიწყება შესაბამისად 2024 წლის საგაზაფხულო სესია ერთადერთია, რომელზეც შესაძლებელი იქნება აღნიშნული ცვლილებების მიღება ამიტომ მიზანშეწონილია მოცმეული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პარტიებს აღარ ექნებათ გენდერული კვოტირების ვალდებულება, და შესაბამისად დამატებითი დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. რასაც ფინანსური გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებზე, უფრო ზუსტად ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება ამ მიმართულებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ფინანსური გავლენა დადგება იმ პირებზე, რომლებიც გენდერული კვოტირების შედეგად შესაძლოა მოხვედრილიყვნენ საარჩევნო სიებში და შესაბამისად პოლიტიკურ თანამდებობებზე, ამ ცვლილების შედეგად კი შესაძლოა ვეღარ მოხვდნენ. პარტიებს აღარ ექნებათ გენდერული კვოტირების ვალდებულება, შესაბამისად დამატებითი დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ, რისი მიღებაც კანონის მოქმედი რედაქციით შეუძლიათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროექტს გენდერულ თანასწორობაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მდედრობით სქესს გაუუქმდება საარჩევნო სიაშ მოხვედრის პრივილეგიები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშივილი, ვახტანგი მეგრელიშვილი, ჰერმან საბო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშივილი, ვახტანგი მეგრელიშვილი, ჰერმან საბო