საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონტექსტში, თავდაცვის სამინისტროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებასა და აქტივობების მიმდინარეობაზე.
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 102
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
3/27/24, 11:58 AM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
26 მარტი 2024 12:00
2024 წლის 26 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/371; 13.03.2024) განხილვა
პირველი მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/373; 13.03.2024) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა, სახელმწიფო ახალგაზრდული
პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონტექსტში, თავდაცვის სამინისტროსთვის
მიკუთვნებული ამოცანების შესრულებასა და აქტივობების მიმდინარეობაზე;
მომხსენებელი: გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
https://parliament.ge/print/announcement/2763?local=true
1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N102
2024 წელი, 26 მარტი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კონსტიტუციის სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი #304)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ
ლაშხი, ბექა დავითულიანი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ კახაძე, გიორგი
სოსიაშვილი, თამარ ჩარკვიანი, როსტომ ჩხეიძე.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024)
განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
განათლების, მეცნიერებისა და
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/373; 13.03.2024) განხილვა პირველი
მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
განათლების, მეცნიერებისა და
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა, სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონტექსტში,
თავდაცვის სამინისტროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებასა და
აქტივობების მიმდინარეობაზე;
მომხსენებელი: გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად
წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024).
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღიარებულ უნდა იქნას
საქართველოს ტერიტორიიდან, საზღვარგარეთ დისტანციური ფორმით მიღებული
უმაღლესი განათლება, თუ, ის ხორციელდება იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის ან ამერიკის შეერთებული
შტატების ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ საგანმანათლებლო
პროგრამა, რომელზეც დისტანციურ რეჟიმში სწავლობს სტუდენტი, აკრედიტებული
უნდა იყოს კონკრეტული ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ. აღიარება შეეხება იმ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს და არ საჭიროებს
პრაქტიკულ/ლაბორატორიულ სწავლებას და ითვალისწინებს შიდასაუნივერსიტეტო
გამოცდების სტუდენტის მიერ არა დისტანციური ფორმით ჩაბარებას .
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის №224/ნ ბრძანებაში 2024 წლის იანვარს შესული ცვლილებებით,
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინისა და ისრაელის უმაღლეს
სასწავლებლებში სწავლობენ/სწავლობდნენ საომარი მოქმედებების მიმდინარეობის
პერიოდში,
საქართველოს
უნივერსიტეტებში
სწავლის
გასაგრძელებლად
არ
მოეთხოვებათ სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტის
დადასტურება.
კომიტეტის
თავმჯდომარის
განმარტებით,
წარმოდგენილმა
საკანონმდებლო ინიციატივამ გამოიწვია გარკვეული ბუნდოვანება. კომიტეტს
დაუკავშირდა არაერთი დაინტერესებული პირი იმის გასარკვევად წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, საფრთხე ხომ არ შეექმნებოდა
აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო წესს. შესაბამისად, ამ
ბუნდოვანების თავიდან ასარიდებლად უმჯობესი იქნება, თუ მეორე მოსმენისთვის
კანონპროექტში აისახება მითითებული რისკების გამომრიცხველი დებულებები.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ
პაპუკაშვილის განცხადებით, სამინისტრო გაითვალისწინებს აღნიშნულ შენიშვნას და
აისახება კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებს:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 10;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად
წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/373; 13.03.2024).
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით, იმ პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაც ავტორიზაციის გავლა უწევდათ 2024
წელს, ვადა უხანგრძლივდებათ დამატებით ერთი წლით, რადგან მათ შეძლონ ახალ
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროფესიული სასწავლებლები. ამას გარდა,
ზუსტდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვადები. ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება
დოკუმენტი წარადგინოს ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში. აგრეთვე, ცვლილება ეხება
სტუდენტურ ბარათს, ის აქამდე მიბმული იყო სტუდენტის პირად ნომერზე, რაც იწვევდა
რიგ გაუგებრობებს. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლამდე
არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში,
დაწესებულებისთვის სავალდებულო ხდება, რომ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს
დაასრულებინოს სწავლა და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული
კვალიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივი პროფესიული
პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, პროგრამა შეიძლება არ დაეფუძნოს
საქართველოში მიღებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს და ასეთ
შემთხვევაში შეიქმნება ერთობლივი დიპლომის გაცემის საკანონმდებლო საფუძველი.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა
პროფესიული განათლების სტუდენტისთვის ფასდაკლების ბარათის მიღების წესზე. მისი
თქმით, ცვლილებები უნდა გატარდეს შინაარსობრივ ნაწილშიც, რაც პროფესიულ
სტუდენტებს იმავე პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემთ, რაც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს აქვთ. ამას გარდა, მარიამ ლაშხმა
ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის
გარდამავალი დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება
სტუდენტის ბარათის გამოყენების განსაზღვრა/დამტკიცებას. მისი დამტკიცების ვადა
2021 წლის ნოემბერში ამოიწურა, თუმცა წესი დამტკიცებული არ არის.
კომიტეტის წევრმა, რამინა ბერაძემ ყურადღება გაამახვილა სტუდენტების
სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხზე და ითხოვა დაზუსტება, ამ მხრივ
პროფესიულ სტუდენტებთან დაკავშირებით.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ
პაპუკაშვილის
განცხადებით
შესაძლებელია,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
სტუდენტების
შეღავათები
გავრცელდეს
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
სტუდენტებზეც
და
სამინისტრო
ამ
მიმართულებით მუშაობის მზაობას გამოთქვამს. რაც შეეხება წესის დამტკიცებას,
სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ამ მიმართულებით და გაზაფხულზე
დასრულდება პროცესი. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროფესიულ სტუდენტებს
ერთჯერადად გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/373; 13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 10;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის
წევრებს წარუდგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიში სახელმწიფო
ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონტექსტში,
თავდაცვის სამინისტროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებასა და
აქტივობების მიმდინარეობის შესახებ.
მომხსენებლის განცხადებით, სამინისტრო ახორციელებს შემდეგ პროექტებს: „ჩვენი
ჯარი“- პროექტის ფარგლებში გასულ წელს 300-მდე საჯარო სკოლასა და 15-მდე
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა არაერთი ლექცია იმ საკითხების
შესახებ, რომელსაც ფარავს სამინისტროს საქმიანობა თავდაცვის ძალებთან
დაკავშირებით. „ერთ დღე ჯარში“ - პროექტი გულისხმობს სამხედრო ბაზებზე
ახალგაზრდების ვიზიტს, როგორც სკოლის მოსწავლეების, ასევე სტუდენტებისთვის.
„ღირსეული პასუხი“ - პროექტი ეხება მედია სწავლებას და დაახლოებით 40-50
ახალგაზრდა ჟურნალისტია ჩართული. საპილოტე საგანი „სამხედრო საქმე“ - ამ
ეტაპისთვის მხოლოდ საჯარო სკოლებშია დანერგილი, თუმცა, იგეგმება, რომ კერძო
სკოლებიც ჩაერთონ ამ პროექტში. დღევანდელი მონაცემებით, 80-მდე სკოლაა ჩართული
აღნიშნული საგნის სწავლებაში. სამინისტრო, გეგმავს, რომ საგანი გახდეს სავალდებულო
ყველა სკოლისთვის. „ჯარის ბანაკი“ - პროექტი 6 დღის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე
ხორციელდებოდა და 800-მდე მოსწავლე იყო ჩართული. მიმდინარე წელს იგეგმება
პროექტის გაფართოება და სამინისტრო სამჯერ მეტი ახალგაზრდის მიღებას გეგმავს
სამხედრო ბაზებზე.
თავდაცვის სამინისტრო, ასევე, მონაწილეობს ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხორციელდება და
აღნიშნულ პროგრამაში ჩართულნი არიან თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ითხოვა დაზუსტება სამხედრო საქმის საგნის
შესახებ. ის დაინტერესდა თუ როდის იგეგმება აღნიშნული საგნის ყველა სკოლაში
სწავლება და რამდენად მოიცავს აღნიშნული საგანი სამოქალაქო თავდაცვის საკითხებსა
და გარკვეული უნარ-ჩვევების სწავლებას.
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველმა
მოადგილემ,
გიორგი
ჩაკვეტაძემ
ითხოვა
დაზუსტება იმ ადგილებისა და ახალგაზრდების რაოდენობის შესახებ, რომელიც
გათვალისწინებულია ჯარის ბანაკის ფარგლებში.
კომიტეტის წევრებმა, ვლადიმერ კახაძემ და გენრიეტა წიწავამ თავიანთ გამოსვლაში
ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული ბანაკის ინტერნაციონალიზაციასა და NATO-ს
წევრ სახელმწიფოებთან ერთად მის განხორციელებაზე.
კომიტეტის წევრმა, რამინა ბერაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩუღურეთის
რაიონის მაცხოვრებელ 40-მდე ახალგაზრდას სურვილი აქვს ჩაერთოს პროექტში, ერთი
დღე ჯარში.
კომიტეტის წევრის, მარიამ ლაშხის ინიციატივა ეხებოდა პროფესიულ სასწავლებლებში
ჯარის პოპულარიზაციის საკითხს.
გრიგოლ გიორგაძემ სასკოლო საგანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თადარიგის
ოფიცრების მიერ სკოლებში წაკითხული საგანი მოიცავს ეროვნული უსაფრთხოების,
სამოქალაქო თავდაცვისა და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებულ საკითხებს. მასში
ასევე, არის პრაქტიკული უნარების კომპონენტიც, რომელიც, მაგალითად, სამედიცინო
დახმარების გაწევას მოიცავს. მისი განცხადებით ახალი სასწავლო წლიდან, კიდევ 40
სკოლაში იგეგმება საგნის სწავლება. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული საგნის
ყველა სკოლაში დანერგვა დაკავშირებულია სკოლების ინფრასტრუქტურულ მზაობასთან,
შესაბამისად, რიგი ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე ვერ ხერხდება სავალდებულო
საგნად
მისი
ჩამოყალიბება.
ბანაკების
ინტერნაციონალიზაციის
საკითხთან
დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა ჯერ არ აქვს
სამინისტროს
დანერგილი,
თუმცა
შესაძლოა
ამ
მიმართულებით
დამატებითი
კონსულტაციების გავლა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო გამოთქვამს
მზაობას უმასპინძლოს ყველა დაინტერესებულ პირს ჯარის ბანაკის ფარგლებში, მათ
შორის შესაძლებელია დაინერგოს პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებითი
აქტივობებიც.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიში
სახელმწიფო
ახალგაზრდული
პოლიტიკის
სტრატეგიისა
და
სამოქმედო
გეგმის
კონტექსტში, თავდაცვის სამინისტროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებასა და
აქტივობების მიმდინარეობის შესახებ.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 1.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე