საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/407; 27/12/2023) საქართველოს კანონის პროექტებზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ (№1-3136/24; 13/03/2024);
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 9
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
3/28/24, 11:01 AM
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
29 მარტი 2024 12:00
2024 წლის 29 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაციის (1-3127/24;
13.03.2024) საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი;
2. საქართველოს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციის (1-3136/24;
13.03.2024) საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/2778?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 29 მარტი, 12.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N144
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა,
სალომე ჯინჯოლავა და თამარ კორძაია.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაციის (N1-3127/24; 13.03.2024)
საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი;
2. საქართველოს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციის (N1-3136/24; 13.03.2024)
საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაციის (N1-3127/24; 13.03.2024)
საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 18 მარტის N332/21
გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილავს მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად
რეგისტრაციის
საკითხს
„შინაურ
ბინადარ
ცხოველთა
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტებზე
და
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტზე (N07-3/407; 27.12.2023).
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის
განცხადება, თანდართული მასალები და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი
დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაცია.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაციას „შინაურ ბინადარ
ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
1
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებზე და „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტზე (N07-3/407; 27.12.2023)?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნა და გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტში მოქალაქე
თემურ ლაჭყეპიანის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციის (N1-3136/24; 13.03.2024)
საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 18 მარტის N332/22
გადაწყვეტილების
შესაბამისად განიხილავს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად
რეგისტრაციის
საკითხს
„შინაურ
ბინადარ
ცხოველთა
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტებზე
და
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტზე (N07-3/407; 27.12.2023).
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის
განცხადება, თანდართული მასალები და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი
დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაცია.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციას „შინაურ ბინადარ
ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებზე და „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტზე (N07-3/407; 27.12.2023)?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნა და გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტში მოქალაქე
ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ.
ირაკლი შატაკიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2