საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/425; 06.03.2024) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-01
ბიუროს ნომერი 337
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-4614/24
01-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოგმართავთ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თხოვნით, რომ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30
დღით საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტზე „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/425; 06.03.2024).
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
წერილი (N2-4599/24, 01.04.2024) თან ერთვის.
დანართი: 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4599/24
01-04-2024
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს
ბატონო პაატა,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 331/1, 11.03.2024 გადაწყვეტილებით, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად
გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/425; 06.03.2024). ვინაიდან საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს,
გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge