საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 23-27 მარტს, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 148-ე ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის (გიორგი ვოლსკი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, დავით ზილფიმიანი) მივლინების ანგარიში

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი
ნომერი
#2-4638/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-02
ბიუროს ნომერი 338

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2-4638/24 01-04-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ 23-27 მარტს, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 148-ე ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები ჟენევა, შვეიცარია 23-27 მარტი მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 148-ე ასამბლეაში საპარლამენტო დიპლომატია გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; დავით ზილფიმიანი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი ბროკიშვილი - მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი. 2024 წლის 23-27 მარტს, ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 148-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 1500-მდე დელეგატი, მათ შორის 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას საპარლამენტო დიპლომატია წარმოადგენდა. გიორგი ვოლსკიმ სიტყვით მიმართა ასამბლეაზე შეკრებილ კოლეგებს და საპარლამენტო დიპლომატიის როლის მაღალ მნიშვნელობაზე ისაუბრა. “მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია არსებული კონფლიქტებით და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისით, მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებს, რაც საჭიროებს ერთობლივ ძალისხმევასა და ქმედებებს. IPU რჩება სასარგებლო პლატფორმად საპარლამენტო დონეზე გლობალური მნიშვნელობის ასეთი გადამწყვეტი საკითხების განსახილველად. პარლამენტებს ნამდვილად შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის დამყარებაში” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. საკუთარ გამოსვლაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გიორგი ვოლსკიმ, ასამბლეაზე შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და მოუწოდა კოლეგებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში. ასამბლეაზე აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ღაზას სექტორში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მცდელობის მიუხედავად, ასამბლეაზე ერთობლივი პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა და ამ მიმართულებით ინიცირებულმა ვერცერთმა რეზოლუციის პროექტმა ვერ მოიპოვა ხმათა 2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი ორმხრივი შეხვედრები უმრავლესობა. ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპული ქვეყნების მიერ ინიცირებულ პროექტს, რაც მოუდებს: 1. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ; 2. ტყვეების გათავისუფლებისკენ; 3. არსებითი ჰუმანიტარული დახმარების დაუყონებლივ და შეუფერხებლად მიწოდებისკენ; 4. ყველა შესაბამისი საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ. სამხრეთ აფრიკის მიერ შემოთავაზებულ ალტერნატიულ პროექტში, აღნიშნული საკითხების გარდა, გათვალისწინებული იყო ისრაელის ხელისუფლების მიმართ მოთხოვნა „პალესტინელი პოლიტიკური პატიმრების“ განთავისუფლების შესახებ, რასაც არ დაეთანხმა დელეგაციების ნაწილი. ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. გაიანას პარლამენტის თავმჯდომარესთან, კაპო ვერდეს პარლამენტის ვიცესპიკერთან, ყახაზეთის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაკისტანის სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბრიტანულმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. 2024 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი