2023-2026 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგიითა და 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მოსმენა.
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 103
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2779?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
01 აპრილი 2024 13:00
2024 წლის 1 აპრილი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/370; 13.03.2024) განხილვა
პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. 2023-2026 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგიითა და 2023 წლის
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილე.
4/1/2024, 10:47 AM
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N103
2024 წელი, 1 აპრილი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, მარიამ ლაშხი, ბექა
დავითულიანი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ კახაძე, გიორგი სოსიაშვილი,
ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, თამარ ჩარკვიანი, დავით ზილფიმიანი, ქეთევან
თურაზაშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დავით ლომინაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს. გივი მიქანაძემ სხდომის თავმჯდომარეობა პირველ
მოადგილეს, გიორგი ჩაკვეტაძეს გადასცა.
დღის წესრიგი:
1.
საქართველოს
წარმოდგენილი
მთავრობის
საქართველოს
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
კანონების
პროექტები:
„სახელმწიფო
ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024) განხილვა პირველი მოსმენით.
ცვლილების
შეტანის
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2.
2023-2026 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგიითა და 2023
წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების
შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ნოდარ პაპუკაშვილმა, კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად
წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„სახელმწიფო ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024).
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგზარდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი
ორგანოების
მიერ
გაცემული
დოკუმენტების,
აგრეთვე
საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის მომსახურებებზე აღარ მოხდება
სახელმწიფო ბაჟის სახით თანხის გადახდა. გარდა ამისა, კანონის მე-4 მუხლიდან ხდება
იმ პუნქტების ამოღება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის ოდენობას
საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმებისათვის და საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის.
ხოლო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნება ნორმა, რომელიც მიუთითებს
სახელმწიფო
ბაჟის
საქართველოს
ტერიტორიაზე
გაცემული
ოფიციალური
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის დასამოწმებელი დოკუმენტების
წარდგენისას გადახდაზე.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
ცვლილება შედის იმ მუხლში, რომელიც განსაზღვრავს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
კანონპროექტით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული
დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი
უფლებამოსილების
ფარგლებში
გაცემული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების
ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს პირველი მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“
თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024).
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 2.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ
კომიტეტის
წევრებს
2023-2026
წლებისთვის
საქართველოს
ახალგაზრდული
სტრატეგიითა და 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და
აქტივობების შესრულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში წარუდგინა.
მომხსენებლის განცხადებით, 2024 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
დანაშაულის გახსნის კუთხით და შეადგინა, დაახლოებით - 64%.
წინა წლებთან
შედარებით აღინიშნება დანაშაულის კლება. აღნიშნული მიიღწევა გამომდინარეობს
მომხდარ დანაშაულზე ეფექტური რეაგირებითა და დანაშაულის პრევენციის
მიმართულებით
შსს-ს
მიერ
განხორციელებული
აქტივობებით.
ბოლო
წლების
განმავლობაში, არაერთი პრევენციული ღონისძიება გატარდა სამინისტროს მხრიდან
ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც ქურდობის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
სამინისტრო დამნაშავეთა მიმართ იყენებს ისეთ პრევენციულ მექანიზმებს, როგორიცაა
შემაკავებელი ორდერი - წლის განმავლობაში, დაახლოებით 10 000-მდე შემაკავებელი
ორდერი გამოიცემა. ასევე, ელექტრონული სამაჯური ეფექტური და ინოვაციური
მექანიზმია
მოძალადის
დაზღვევისთვის.
მიერ
შემაკავებელი
განმეორებით
დანაშაულის
ჩადენის
ორდერით
სამაჯურით
გათვალისწინებული
ან
რისკების
პირობების დარღვევის შემთხვევაში იწყება გამოძიება და პირი შესაძლოა მიეცეს სისხლის
სამართლებრივ პასუხისგებაში.
ახალგაზრდების მიმართ და ახალგაზრდების მიერ ჩადენილი ძალადობისა და
ანტისოციალური ქცევის მიმართულებით ფიქსირდება დადებითი დინამიკა. 2019 წლის
სტატისტიკასთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული დანაშაული. სამინისტრო,
ასევე,
აქტიურად
მუშაობს ნაადრევი
ქორწინების
წინააღმდეგ.
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო აწარმოებს კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის მიზანიც სწორედ
ნაადრევი ქორწინების პრევენციაა. სამინისტრო, ასევე, ახორციელებს დოკუმენტური
ფილმების ციკლს - პოლიციის ფაილები, რომელთა დიდი ნაწილიც მიეძღვნა ნაადრევ
ქორწინებას და სამინისტრო აღნიშნულ ფილმებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი
მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის.
გასულ წელს სამინისტრომ აშშ-ის საელჩოსთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილებში
განათავსა
სპეციალური
ბანერები
სექსუალურ
შევიწროებასთან
დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აქტიურად ხდება ახალგაზრდების მიღება,
რომელიც
ემსახურება
ახალი
პოლიციელების
სისტემაში
დასაქმებას
და
მათ
გადამზადებას. სამინისტრო, აგრეთვე, აქტიურად ჩაერთვება სტაჟირების პროგრამაში,
თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში,
ამ ეტაპზეც
სამინისტრო აქტიურად იყენებს სტაჟირების პროგრამას. გარდა ამისა, იგეგმება
საზაფხულო სკოლის დანერგვა შსს-ს აკადემიის ბაზაზე, რომელიც ახალგაზრდებს,
სკოლადამთავრებულ პირებს მისცემთ შესაძლებლობას გაეცნონ პოლიციის საქმიანობას
და სურვილის შემთხვევაში დასაქმდნენ სისტემაში. სამინისტრო გეგმავს სპეციალური
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას, რომელიც შემქნის ახალგაზრდა,
კვალიფიციური კადრების მოზიდვის მექანიზმებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
პროგრამა ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ესაა - ემეგობრე
პოლიციას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შსს-ს
სხვადასხვა დეპარტამენტის შესახებ გამოფენა.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრის, დავით ზილფიმიანის შეკითხვა ეხებოდა შემაკავებელი ორდერისა
და სამაჯურის პირობების დარღვევის შემთხვევაში მონიტორინგის სისტემას.
კომიტეტის
წევრმა,
ქეთევან
თურაზაშვილმა
თავის
გამოსვლაში
ისაუბრა
ნარკოდანაშაულისა და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგეგმილი
აქტივობების შესახებ.
კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ
ძალადობაზე და ის დაინტერესდა შემაკავებელი ორდერისა და სამაჯურის პირობების
დარღვევის სტატისტიკით. გარდა ამისა, ვლადიმერ კახაძემ წარმოადგინა წინადადება
ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით, მშობლებთან და რელიგიურ პირებთან
მომუშავე ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე დაინტერესდა 14
წლამდე ასაკის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკით.
კომიტეტის წევრი, რამინა ბერაძე თავის გამოსვლაში ფსიქოტროპული აფთიაქების
საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს დაგეგმილი აქტივობებით დაინტერესდა.
კომიტეტის წევრის, თამარ ჩარკვიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა
ნარკოტიკზე დამოკიდებული პირების სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობა.
საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლიანა სირაძემ აღნიშნა, რომ
სკოლის ბაზაზე არსებობს ექიმების რესურსი, რომელთაც საშუალება აქვთ ნარკოტიკის
მოხმარების პრევენციის მიზნით, აქტიურად ჩაერთონ მოსწავლეების ცნობიერების
ამაღლებაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის, გიორგი დონაძის წინადადებით,
აუცილებელია
სკოლებში
დაინერგოს
ფსიქოლოგიისა
და
სამართლის
ინტერდისციპლინარული საგანი.
ალექსანდრე დარახველიძემ ელექტრონულ სამაჯურებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
სისტემა შედგება სამი მოწყობილობისგან, რომლისგანაც ერთი სამაჯურია, ხოლო ორი
ტელეფონის ფუნქციას ასრულებს. მოძალადეს სამაჯური და ტელეფონი უნდა ჰქონდეს
თან, როგორც კი ეს ორი მოწყობილობა ერთმანეთს 10-15 მეტრით დაშორდება
შეტყობინება ავტომატურად იგზავნება შესაბამის ორგანოში. მეორე ტელეფონი აქვს
მსხვერპლს, როგორც კი მსხვერპლის და მოძალადის ტელეფონები დაახლოებით 500
მეტრის ფარგლებში ერთმანეთს მიუახლოვდება შეტყობინება კვლავ იგზავნება 112-ში და
შემდგომი რეაგირებისთვის ერთვებიან შსს-ს თანამშრომლები. მინისტრის მოადგილის
განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არ დაფიქსირებულა ძალადობის
განმეორების არც ერთი ფაქტი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გასულ წელს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 6000
საქმეზე დაიწყო გამოძიება, 285 ნარკორეალიზატორი იქნა პასუხისგებაში მიცემული.
მიუხედავად დადებითი დინამიკისა, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ
მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, კი, ახალგაზრდებში მოხდეს
ცნობიერების ამაღლება აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან მხოლოდ პოლიციის
ჩართულობა არაა საკმარისი ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ნაადრევი
ქორწინების შესახებ, მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად
მუშაობს სკოლებთან და სამედიცინო სექტორთან. მცირეწლოვნების ასაკში ჩადენილ
დანაშაულთან დაკავშირებით, მომხსენებლის განცხადებით, 14 წლიანი ასაკის დაწევა არ
განიხილება.
ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ საზაფხულო სკოლებთან
დაკავშირებით სამინისტრო ყველა დეტალის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს
უახლოეს მომავალში, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება
ხელმისაწვდომი. ფსიქოტროპულ აფთიაქებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ
მნიშვნელოვანი გამოწვევაა აღნიშნული საკითხი, თუმცა, რეგულირების ნაწილში, შსს
ვერ ჩაერევა, რადგან ეს უკანასკნელი დელეგირებულია დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე, მაგრამ, მისივე განცხადებით,
შსს აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, თავისი კომპეტენციის
ფარგლებში, აღნიშნული პრობლემის დარეგულირების მიზნით. სკოლის ექიმების
ჩართვასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია
ერთობლივი
პროგრამა
დაინერგოს,
რომლის
ფარგლებშიც
სამინისტროს
თანამშრომლებთან ერთად, საჯარო სკოლებში არსებული სამედიცინო პერსონალის
ჩართვაც მოხდება მოსწავლეებთან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობის
პროცესში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად
მიიღეს 2023-2026 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგიითა და 2023
წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების
შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე