საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 27-29 მარტს მისი და კომიტეტის დელეგაციის სომხეთის რესპუბლიკაში (ქ. ერევანი) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-4813/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-03
ბიუროს ნომერი 339

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-4813/24 02-04-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ვოლსკს მოგახესენებთ, რომ 2024 წლის 27-29 მარტს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, სამსახურეობრივი მივლინებით სომხეთის რესპუბლიკაში (ქ. ერევანი) იმყოფებოდა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ მივლინების ანგარიშს. დანართი: 2 (ორი) ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ვოლსკს სომხეთის რესპუბლიკაში მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27-29 მარტს მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მივლინებით ვიმყოფებოდი სომხეთის რესპუბლიკაში (ქ. ერევანი). ვიზიტში მონაწილე პირთა შემადგენლობაში შედიოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები, ვლადიმერ კახაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი, კომიტეტის აპარატის უფროსი, დავით გიორგაძე და აპარატის თანამშრომელი, ნინო გრიგალაშვილი. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, სისაკ გაბრიელიანის მიწვევით. სომხეთის რესპუბლიკაში მივლინების ფარგლებში, დელეგაციის წევრები შევხვდით სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს და თანამშრომლობის მის მოადგილეებს. შესაძლებლობები შეხვედრაზე განვიხილეთ. განათლების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ასევე ახალგაზრდობის საკითხებზე. მხარეებმა ვიმსჯელეთ ერთობლივი ფორუმების მოწყობის და გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე. მიმდინარე წლის 28 მარტს შეხვედრები გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერსა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, რუბენ რუბინიანთან და მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სისაკ გაბრიელიანთან. ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე. სისაკ გაბრიელიანთან შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განვიხილეთ განათლების სფეროში სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეს, რომლის მიზნად განისაზღვრა ორი ქვეყნის პარლამენტებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საზედამხედველო ფუნქციის ეფექტური განხორციელება. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ასევე ესტუმრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას, შევხვდით რექტორს ჰოვანეს ჰოვანისიანს და დავათვალიერეთ უნივერსიტეტში ახალგახსნილი ქართველოლოგიის ცენტრი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისისა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე. სომხეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ვიზიტისას დელეგაციის წევრები აკადემიის პრეზიდენტს, აშოტ საღიანს შევხვდით. შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხებზე ვიმსჯელეთ. პატივისცემით, გივი მიქანაძე