საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 25-30 მარტს, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზსა და ქალაქ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-4810/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-03
ბიუროს ნომერი 339

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-4810/24 02-04-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემ მიერ 2024 წლის 25-30 მარტს, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზსა და ქალაქ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშს. დანართი: „3“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზსა და სტრასბურგში. 2024 წლის 26-29 მარტი დელეგაციის შემადგენლობა: ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეონა თაბაგარი - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი მოკლე რეზიუმე: 2024 წლის 26 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მოწვევის საფუძველზე იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის (DGII) გენერალურ დირექტორთან, მარია როუტანენთან, დემოკრატიის დირექტორატის დირექტორთან, მატიას გრუდენთან, ევროპის საბჭოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის მომხსენებელთა ჯგუფის (GR-C) თავმჯდომარესთან, თამარ ტალიაშვილთან და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის სამდივნოს უფროსთან ირენეუს კონდაკთან. ვიზიტის მიზანი იყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კულტურის დიპლომატიის როლისა და ერთობლივი თანამშრომლობის განვითარება. ვიზიტის ფარგლებში 26 მარტს სტრასბურგში და 29 მარტს პარიზში შეხვედრა შედგა სტრასბურგის საკვირაო სკოლის ბავშვებთან, რომელიც კულტურის კომიტეტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ფარგლებში ტარდება. 1 ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და განხილული საკითხები: 26 მარტი - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა სტრასბურგში ვიზიტისას, ელისო ბოლქვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კულტურის დიპლომატიის როლზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს, ელისო ბოლქვაძემ კოლეგას გააცნო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა კულტურის, როგორც მშვიდობის შენების ერთ-ერთ უნიკალურ გზაზე, ასევეიმსჯელეს სხვადასხვა პროგრამების განვითარებადაგეგმვის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რომელიც იმავდროულად არჩეულია ევროპის საბჭოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და გარემოს დაცვის საერთო მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარედ. 27-28 მარტი - შეხვედრა ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის (DG II) გენერალურ დირექტორ, მარია როუტანენთან, დემოკრატიის დირექტორატის დირექტორ, მატიას გრუდენთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის(GR-C) მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილთან და სამდივნოს უფროსს, ირენეუს კონდაკთან. მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა კულტურის დიპლომატიის დოკუმენტზე მუშაობის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სამომავლო გეგმები დაისახეს. ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ კულტურის კომიტეტი ევროპის საბჭოს ევროპის კულტურული კონვენციის 70 წლის იუბილის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში დაგეგმავს. 27 მარტი / 29 მარტი - შეხვედრა სტრასბურგისა და პარიზის საკვირაო სკოლის ბავშვებთან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ევროპის საბჭოს საქართველოს საელჩოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. 2 ელისო ბოლქვაძემ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სიახლეები გააცნო და კულტურის კომიტეტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ თემატურ მოკვლევაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. შეხვედრაზე ბავშვებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ ელისო ბოლქვაძისთვის, წარედგინათ ლექსები და საგალობლები. ქართული საკვირაო სკოლა ქალაქ სტრასბურგში 2018 წლის აპრილში გაიხსნა. სკოლაში 6-დან 14 წლამდე ასაკის 60 ბავშვი ირიცხება. სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურზე. სკოლაში ისწავლება ქართული ანბანი, ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია და ქართული საგალობელი. სტრასბურგში აღნიშნული შეხვედრა ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლის, ელჩის თამარ ტალიაშვილის ორგანიზებით გაიმართა. 3 მუდმივი