შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 4
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2739?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
15 მარტი 2024 12:00
2024 წლის 15 მარტი, 12:00 საათი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის
საკონფერენციო დარბაზი
დღის წესრიგი
1. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
მომხსენებელი: თამაზ მღებრიშვილი - შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური
დირექტორი.
პრესრელიზი
4/3/2024, 11:39 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N4
2024 წლის 15 მარტი, 12:00 საათი
მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერიის საკონფერენციო დარბაზი
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
(დაჩი) ბერაია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ
მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ დუგლაძე, სუმბატ
კიურეღიანი, გიორგი სოსიაშვილი - (უფლებამონაცვლე - გოგი მეშველიანი),
სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი ცაგარეიშვილი (უფლებამონაცვლე - ზაურ დარგალი).
აპარატის თანამშრომლები:
უფროსი, სიმონ უროტაძე.
ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
მოწვეული სტუმრები: თენგიზ ნასარიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თამაზ მღებრიშვილი - შპს
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, გენადი კერძევაძე შპს „საქართველოს მელიორაციის“ კორპორაციული დირექტორი, გიორგი
ხუბუა - შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი,
მარიამ
გელაშვილი
სოფლის
განვითარების
სააგენტო,
გიორგი
დოხტურიშვილი - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, კენან ომაროვი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი - ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერი, ამირან გიორგაძე - მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის
და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
(მომხსენებელი:
თამაზ
მღებრიშვილი
მელიორაციის“ გენერალური დირექტორი).
-
შპს
„საქართველოს
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I. მოისმინეს:
თამაზ მღებრიშვილის ინფორმაცია - შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ
2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
უწყების სტრატეგიული
მიზნებია: წყალუზრუნველყოფილი მიწის
ფართობის ზრდა; ძალისხმევის გაზრდა წყალუზრუნველყოფილი მიწის
ფართობების
მაქსიმალურად
ათვისებისათვის;
წყალმომხმარებელთა
ჩართულობის ზრდა წყალუზრუნველყოფის ეფექტურობის კომპლექსური
გაუმჯობესებისათვის; დარგის რეფორმირება სიცოცხლისუნარიანობისა და
მდგრადობის მისაღწევად.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო
ინფორმაცია „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული
ღონისძიებების, მიმდინარე აქტივობების და მათი სამომავლო გეგმების
შესახებ. წარმოდგენილი პრეზენტაციის თანხმად, წყალუზრუნველყოფილი
ფართობია - 163 500 ჰა; დამშრობი სისტემით მელიორირებული ფართობი - 43
500 ჰა; სულ მელიორირებული ფართობი - 207 000 ჰა. კომპანიის 19 სერვის
ცენტრში 1 661 დასაქმებულია.
თამაზ მღებრიშვილმა დეტალურად ისაუბრა კომპანიის ძირითად
საქმიანობაზე:
საირიგაციო
მომსახურება;
დამშრობი
სისტემებით
მომსახურება; ტბორების/თევზის მეურნეობებისთვის წყლის მიწოდება;
ჰესებისთვის წყლის მიწოდება; საწარმოებისთვის ტექნიკური წყლის
მიწოდება.
უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა წყალუზრუნველყოფილი
და დრენირებული ფართობის დინამიკაზე საანგარიშო პერიოდში და
ისაუბრა 2024 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად: 2024 წელს კაპიტალური
პროექტების განხორციელებისთვის კომპანიის ბიუჯეტში დაგეგმილია 37
2
მლნ ლარის შემოსვლა. არსებული ნაშთის გათვალისწინებით, 2024 წლის
კაპიტალური პროექტების ბიუჯეტი შეადგენს 53.6 მლნ ლარს. მიმდინარეობს
44 კაპიტალური ობიექტი საერთო ღირებულებით - 98.4 მლნ ლარი.
დაგეგმილია 4 ახალი ობიექტის დაწყება საერთო ღირებულებით 10.18 მლნ
ლარი. აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად მოსალოდნელია:
რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობის ზრდა - 9,278 ჰა;
სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება - 11,484 ჰა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო
ახლად დასაწყები პროექტები 2024 წლისთვის: ქვემო სამგორის სათავე
ნაგებობის ზედა ბიეფის ტაფობის
ნატანისგან წმენდა პროექტირება-
მშენებლობა; „რუისის სატუმბი სადგურის, ტაშისკარის სარწყავი სისტემის გ62
გამანაწილებლის
რეაბილიტაცია“
მკვებავი,
სადაწნეო
პროექტირება-მშენებლობა
მილსადენის
სხვა.
მონაკვეთის
საირიგაციო
წყლის
აღრიცხვის სისტემებზე წყლის აღრიცხვის კვანძების მოწყობა; ფართობების
აღწერა; სამელიორაციო ქსელის აღწერა.
რაც შეეხება სატარიფო პოლიტიკის რეფორმას, ამ მიმართულებით კომპანიის
სატარიფო პოლიტიკა დაექვემდებარა „სემეკის“ რეგულირების სფეროს.
რეფორმის ფარგლებში დამტკიცდა ორი მნიშვნელოვანი სამართლებრივი
აქტი; საირიგაციო წყლის მიწოდების წესები; პირველადი წყალმოსარგებლის
მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციაში განისაზღვრა და
შემდგომში სამინისტროს მიერ დამტკიცდა ,,წყლის მიწოდების რეჟიმის
განსაზღვრის
წესი
და
მორწყვის
ნორმები“.
„წყალმომხმარებელთა
შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად,
ტარიფის დადგენის საბოლოო თარიღი გადავადდა 2 წლით.
უწყების
ხელმძღვანელმა
ინსტიტუტებთან
ისაუბრა
თანამშრომლობასთან
საერთაშორისო
საფინანსო
დაკავშირებითაც.
ევროპის
საინვესტიციო ბანკი (EIB) - საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის
პროექტი: - ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის და
მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება 90 მლნ. ევრო,
საიდანაც 40 მლნ ევრო არის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხი
(კაპიტალური ინვესტიცია სარწყავი ინფრასტრუქტურის აღსადგენად), 35
მლნ ევრო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სესხი (კაპიტალური
ინვესტიცია სარწყავი ინფრასტრუქტურის აღსადგენად), 5 მლნ ევრო
საქართველოს
დაკავშირებული
მთავრობის
თანამონაწილეობა
საბიუჯეტო
გადასახადებისა
ძირითადად
და
სესხთან
განსახლების
საჭიროებისათვის, ხოლო 10 მლნ არის ევროკავშირის გრანტი, ზემო
3
სამგორის
სარწყავი
სისტემის
ფერმერებისა
და
შპს
„საქართველოს
მელიორაციის“ შესაძლებლობების განვითარების მიზნებისათვის.
2023 წლის
ნოემბერში ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებებს აზიის
განვითარების
ბანკსა
და
საქართველოს
მთავრობას
შორის
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტისათვის და
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის - 1 ქვეპროგრამისათვის.
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა შიდა
სამეურნეო ქსელების რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის პროექტს აზიის
განვითარების ბანკი დააფინანსებს 44,735,000 ევროთი, ხოლო საქართველოს
მთავრობა ბიუჯეტიდან გამოყოფს სახსრებს 29,027,796 ევროს ოდენობით,
7,500,000 ევროს არის ევროკავშირის გრანტი, რომელთან დაკავშირებითაც
მიმდინარეობს
მოლაპარაკებები
ევროკომისიასთან.
პროექტის
საერთო
ღირებულება გრანტის ჩათვლით არის 81,262,796 ევრო.
აზრი გამოთქვეს:
1. გელა სამხარაული: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს
წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დაინტერესდა რამდენიმე საკითხით.
მისი შეკითხვა შეეხებოდა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას
„საქართველოს მელიორაციის“ უწყებაში, როგორი იყო თანხების ათვისება.
ასევე, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა მცირემიწიანი ფართობები.
წყლის მიწოდების კუთხით, გაცილებით მეტი ენერგოდანახარჯებია
საჭირო მიწის პატარა ფართობების მომსახურებისთვის. საინტერესოა,
როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. მათი პოლიტიკა მიმართულია
მიწების
კონსოლიდაციისკენ.
პარლამენტმა
მიიღო
კანონი
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“, რომლის თანახმად, უნდა
შეიქმნას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები. საინტერესოა, რას იხდის
დღეს წყალმოსარგებლე და რას იხდის სახელმწიფო, მელიორაციის
სამსახური. მოსახლეობაში არ არის ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია,
რომ გაცილებით მეტი უჯდება სახელმწიფოს თითოეულ მიწის ნაკვეთამდე
წყლის მიყვანა. ეს დახმარებაა ფერმერისთვის. მომხმარებელთა
ორგანიზაციები, ბუნებრივია, ყველაფერს მოაწესრიგებს და ამან შეიძლება
დადებითი როლი ითამაშოს, საერთო ინტერესების გამოხატვის კუთხითაც,
შეიძლება გარკვეულწილად კოოპერაციასაც შეუწყოს ხელი. კომიტეტის
თავმჯდომარე დაინტერესდა, სადმე თუ შეიქმნა ორგანიზაცია, რა კეთდება
და რა იგეგმება ამ მიმართულებით სამომავლოდ.
4
2. თამაზ მღებრიშვილი: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ
საკითხებთან მიმართებით და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
მელიორაციის ნაწილში ათვისებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ
საკასო შესრულების ნაწილში, კაპიტალურ პროექტებში რეკორდული
მაჩვენებელი
დაფიქსირდა
42,7
მლნ.
ლარი.
რაც
შეეხება
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექნას, კანონის მიხედვით,
შეიქმნება როგორც სსიპ. ეს არის ფერმერთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.
ამ ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე
წლის
წინ
მელიორაციის
უწყებაში
შეიქმნა
სპეციალური
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობის
სამსახური, რომელიც აქტიურად მუშაობს, აქტიურად თანამშრომლობს
დონორ ორგანიზაციებთან. ჯერჯერობით წმო არ ჩამოყალიბებულა ამ
ეტაპზე, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მომხსენებლის განცხადებით, სანამ
ტარიფი არ დადგინდება, ძალიან რთულია მისვლა ფერმერთან და საუბარი.
დღეს, რომ 75 ლარია დადგენილი, ეს არის არარეალური ციფრი, რადგან
კომპანიას
გაცილებით
მეტი
უჯდება
წყლის
ტრანსპორტირება
მომხმარებლამდე.
პირველი
ორგანიზაცია,
რომელიც
შეიძლება
ჩამოყალიბდეს, ეს არის პირველი რეაბილიტირებული ქვემო სამგორის
მარჯვენა მაგისტრალური არხი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
გაკეთდა. იქ არის 3000 ჰა-მდე ფართობი და მიწის ნაკვეთის 202 მესაკუთრე.
მათთან ინტენსიურად მიდის მუშაობა, უწყების მიერ შემუშავებულია
დოკუმენტაცია, შეხვედრები დაწყებულია ფერმერებთან, აქტიურად
ჩართულია სამინისტროც, მათი სამსახურიც და ძალიან რეალურია, მოკლე
დროში ჩამოყალიბდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია. მცირე
ფრაგმენტებად დანაწილებული მიწის ნაკვეთები პრობლემებს ქმნის,
ათასობით ადამიანთან არის სასაუბრო, ფართობი არ გროვდება. ყველასთან
შეთანხმება ვერ მოხდება, მაგრამ უნდა დაიწყოს იქ, სადაც ამის საშუალება
არის. მუშაობენ იმ კუთხით, რომ გამოიკვეთოს ისეთი ლოკაციები მათ
სისტემებზე, სადაც შესაძლებელია, ეს განხორციელდეს. როდესაც ტარიფი
იქნება დადგენილი, გაცილებით აქტიურად წავა პროცესი, რადგან
მოტივაცია გაუჩნდება ფერმერს, რომ თუ გახდება წმო-ს წევრი, ექნება
შეღავათი გადასახადებში.
3. გელა სამხარაული: რომელიც დაინტერესდა ტარიფებთან დაკავშირებული
საკითხებით. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაცია რომ შეიქმნას, გარკვეული
სიკეთეც უნდა დაინახონ ფერმერმა, შეღავათები ქონდეს, ასეთი
ორგანიზაციები წახალისდნენ. ტარიფი რეალურად რომ დაითვალონ, ის
გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს იხდიან. თუ ფერმერებს ეტყვიან,
5
შექმნან ორგანიზაცია, გარკვეული ვალდებულებები აიღონ, მოუარონ მე-2
და მე-3 რიგის არხებს და პასუხისმგებლებიც იყვნენ, ბუნებრივია, მათი
მხრიდან ინიციატივა არ წამოვა. საწყის ეტაპზე, სანამ სრული ტარიფი არ
ამოქმედდება, რაღაც შეღავათები და წახალისებები უნდა გაკეთდეს.
4. თამაზ მღებრიშვილი: რომელმაც განაცხადა, რომ სემეკმა უნდა დაადგინოს
ტარიფი, რომელიც ყველა ვარიანტში ამოქმედდება. ტარიფი დადგინდება
და ეს იქნება რეალურთან მიახლოებული, რაც უჯდება მელიორაციას
წყლის მიწოდება ერთი წერტილიდან მეორემდე. რაღაც პერიოდის
განმავლობაში, ალბათ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ფერმერების
დაფინანსება. გარკვეულ ნაწილს, ალბათ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე.
დღევანდელი ტარიფით გამორიცხულია, კანონმდებლობა არ იძლევა ამის
საშუალებას, რომ შეღავათი შეიძლება გააკეთონ.
5. თენგიზ ნასარიძე: რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მუშაობენ
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მაგალითად: მსოფლიო
ბანკთან და შეიძლება მოხერხდეს ისე, რომ მსოფლიო ბანკი თავისი
ჩართულობით დაეხმარება პირველად წმო-ს ფინანსურად და ტექნიკურად.
საუბარი მიდის და მისი მოსაზრებით, ექნებათ შესაძლებლობა, გარკვეული
შედეგები ქონდეთ. რაც შეეხება ტარიფს, ეს სემეკის კომპეტენციაა.
6. გიორგი დოხტურიშვილი: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს
საინტერესო ინფორმაციისთვის და ისაუბრა რეგიონში პრობლემურ
თემებზეც, კერძოდ, არის უამრავი წყალშემკრები არხი, რომლითაც
მოსახლეობა თვითნებურად რწყავს ასეულობით ჰექტარ მიწის ნაკვეთს.
საინტერესოა, ხომ არ იგეგმება, ეს არხები მელიორაციის სამსახურის
ბალანსზე აიყვანონ და სწორად მოხდეს წყლის განაწილება. ხშირია დავები,
რომ წყალი დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის. ასევე, ისაუბრა არხების
გაწმენდის აუცილებლობაზე, კუმისის ტბის პრობლემებზე.
7. თამაზ მღებრიშვილი: რომელმაც განაცხადა, რომ ქონდათ ამ თემებზე
საუბარი მინისტრის მოადგილესთან, მოხდება ადგილზე შესწავლა და
შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ეს პრობლემა
რაღაც ფორმით მოგვარდეს.
8. თენგიზ ნასარიძე: რომელმაც კუმისის ტბასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
ის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია ეკოლოგიური ტიპის ჩარევაზე, რომ
არ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება. მათი კომპეტენციის და ტექნიკური
6
შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილზე გაერკვევიან და ჩაერთვებიან
პროცესებში. იყო საუბარი, რომ ალგეთის წყალსაცავიდან მოხდეს კუმისის
ტბის შევსება, რაც ძალიან რთულია, რადგან ფაქტიურად საირიგაციო
წყალსაცავს
წყალსაცავში.
უნდა
მოაკლდეს
აქედან
წყალი
გამომდინარე,
და
გაუშვან
ალგეთის
არასაირიგაციო
წყალსაცავის
ხარჯზე
შეიძლება ეს საკითხი ვერ მოგვარდეს
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
ცნობად მიიღო ინფორმაცია - შპს „საქართველოს
მელიორაციის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე:
შემსრულებელი:
გელა სამხარაული
ირმა ქიტიაშვილი
7
პრესრელიზი
პრესრელიზი
განსახილველი საკითხი:
შპს
„საქართველოს
მელიორაციის“
ანგარიში
2023
წელს
გაწეული
საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი, 15 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტში
გეგმავს -
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2023 წელს გაწეული
საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მოსმენას,
რომელსაც
აღნიშნული
უწყების
გენერალური
დირექტორი
-
თამაზ
მღებრიშვილი წარმოადგენს. კომიტეტის წევრები მოინახულებენ მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში მაგისტრალურ არხს და მასზე
მიმდინარე სამუშაოებს და შეხვდებიან ადგილობრივ ფერმერებს.