სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ: - ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ; - ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; - ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ;
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
შენიშვნა 2024 წლის 29 მარტი, 12:30 საათი
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი
ქალაქი გორი, გრ. ფერაძის ქუჩა N5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2773?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
29 მარტი 2024 12:30
2024 წლის 29 მარტი, 12:30 საათი
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი
ქალაქი გორი, გრ. ფერაძის ქუჩა N5
დღის წესრიგი (პროექტი)
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
- ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ;
- ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ;
- ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ;
მომხსენებელი: ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი;
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ანგარიში 2023 წელს
გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
მომხსენებელი: ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
დირექტორი.
პრესრელიზი
4/3/2024, 11:40 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N5
2024 წლის 29 მარტი, 12:30 საათი
გორი, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
(დაჩი) ბერაია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაალ
დუგლაძე, სუმბატ კიურეღიანი, გიორგი სოსიაშვილი, სოზარ სუბარი, გოდერძი
ჩანქსელიანი, გიორგი ცაგარეიშვილი.
აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, სიმონ უროტაძე, ნინო ქორიძე, ირმა ქიტიაშვილი.
მოწვეული სტუმრები: აპოლონ კაკაბაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის
ეროვნული სააგენტოს უფროსი, გიორგი იაკობაშვილი - სურსათის ეროვნული
სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, ზურაბ ლიპარტია - სურსათის
ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ მესხი - სურსათის
ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი
გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი,
ანა გულბანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის
მოადგილე, ლევან ხარაბაძე - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, სიმონ
გულედანი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე,
თემურ ხუბულური - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე,
ქეთევან ციმაკურიძე - შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, ზაზა გულიაშვილი - ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ
მაისურაძე - კასპის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი - ხაშურის
მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გამრეკელი - ხაშურის საკრებულოს
თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ბეგლარაშვილი - კასპის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ღვინიაშვილი - გორის
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით რაზმაძე - გორის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
სსიპ
სურსათის
ეროვნული
სააგენტოს
ანგარიში
2023
წელს
გაწეული
საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
-
ქვეყანაში
სურსათის
უვნებლობის
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელების შესახებ;
-
ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ;
-
ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის
შესახებ.
(მომხსენებელი: ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფროსი).
2.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ანგარიში
2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
(მომხსენებელი: ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო
ლაბორატორიის დირექტორი).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I.
მოისმინეს:
ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაცია - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს
მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მან აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო სტანდარტის
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატის მფლობელი გახდა. სააგენტომ
წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტის ყველა ეტაპი „სურსათის
უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ მიმართულებით და ევროკავშირის
ENPARD-ის
ფარგლებში
აღებული
ვალდებულებების
შესაბამისად,
საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი
ISO 9001:2015 აიღო. 2023 წლიდან, ევრორეგულაციების შესაბამისად, სურსათის
მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობა HACCP-ის
პრინციპების დაცვით აწარმოოს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია სურსათის
უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა სურსათის უვნებლობის და
ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიმართულებით განხორციელებულ
აქტივობებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, 2023 წელს
2
სურსათის
უვნებლობა-სახელმწიფო
განხორციელებულია
სახელმწიფო
კონტროლის
მიმართულებით
კონტროლი-32000-მდე,
ინსპექტირება
(გეგმური/არაგეგმური,გადამოწმება) – 18,677, დოკუმენტური შემოწმება - 7102,
HACCP-ის
გეგმური
აუდიტი
სასაკლაოებზე
-
84,
ზედამხედველობა
მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე 868. დარღვევები
შემცირდა: 2022 წელი- 30 936
სახელმწიფო კონტროლი; ჯარიმა- 4231; 2023
წელი-32 620 სახელმწიფო კონტროლი; ჯარიმა- 3878. ვადაგასული ან/და
შეუსაბამო სურსათის გამოყენებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის
შედეგად განადგურდა: ხორცი და ხორცპროდუქტები - 37 173 კგ. სხვა მყარი
სურსათი - 19 480 კგ; თხევადი სურსათი 599 ლ; კვერცხი 891 ც. ნიმუშების
კვლევა: გამოკვლეული ნიმუში/სინჯი - 5000-ზე მეტი; ნიმუშში გამოვლენილი
დარღვევა - 624 (12%) (2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო).
წარმოდგენილი
პრეზენტაცია
შეიცავდა
დეტალურ
ინფორმაციას
ვეტერინარული მიმართულებით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების
შესახებ.
ვეტერინარული
ღონისძიებები
ჯანმრთელობის
უზრუნველყოფით,
ჯანმრთელობის
დაცვას;
ბაზარზე
ხელს
უწყობს
მომხმარებლის
უვნებელი
-
ცხოველთა
სიცოცხლის
ცხოველური
და
წარმოშობის
სურსათის წარმოებას და განთავსებას; მიკვლევადობას; მესაქონლეობის დარგის
განვითარებას; მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას;
2023 წელს განხორციელდა 6 მილიონამდე
ვეტერინარული მანიპულაცია;
ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, აღებული და
ლაბორატორიულად გამოკვლეულია ვეტერინარული პრეპარატის 184 ნიმუში;
შემოწმდა და შესაბამის რეესტრში განთავსდა ვეტერინარული და ცხოველთა
ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი 13 ვეტკლინიკა; დარეგისტრირდა 334
ვეტპრეპარატი. 2023 წელს იდენტიფიცირებულია 529 993 სული მსხვილფეხა და
513
544
სული
წვრილფეხა
საქონელი.
გადასარეკ
ტრასაზე
არსებულ
ვეტერინარულ ზედამხედველობის პუნქტებზე დამუშავდა 8088 მსხვილფეხა
და 953 250 სული წვრილფეხა პირუტყვი;
უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიის
მიმართულებითაც:
მცენარეთა
მავნე
ორგანიზმებისა
და
კოღოების
საწინააღმდეგო ღონისძიებები; აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დამუშავებული
ფართობი 358 000 ჰა; 2023 წელს გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი
9 200; ექსპორტირებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია 529 966 ტონა;
კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავებული ფართობი - 83 900 ჰა; ჩატარებული
მონიტორინგი -297 000 ჰა; ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ კახეთისა
და შიდა ქართლის რეგიონებში დამუშავებული ფართობი - 2580 ჰა; მცენარეთა
დაცვის საშუალებების კონტროლი; გამკაცრდა სპეციალური ობიექტების
3
სარეალიზაციო მოთხოვნები და მათი საქმიანობა ექვემდებარება სპეციალურ
აღიარებას; სააგენტოს მიერ 600-ზე მეტი
ობიექტია რეგისტრირებული,
რომლებიც სრულად შემოწმდა, გამოვლინდა 35 დარღვევა; 500-მდე გაიზარდა
გამოსაკვლევი
ნიმუშების
რაოდენობა;
აღებული
და
გამოკვლეული
პესტიციდების 450 და აგროქიმიკატების – 50 ნიმუშიდან მხოლოდ 2 დარღვევა
აღინიშნა; გაიზარდა ლაბორატორიული შესაძლებლობები და 73-ის ნაცვლად
უკვე შესაძლებელია 96 მოქმედი ნივთიერების კვლევა. 2023 წელს გადაიხედა
პესტიციდების
ნუსხა
და
დარეგისტრირდა
ეფექტიანი,
ადამიანისა
და
გარემოსათვის ნაკლებად საშიში 228 პესტიციდი და 252 აგროქიმიკატი.
რაც შეეხება 2024 წელს მიმდინარე ღონისძიებებს: სახელმწიფო კონტროლის
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: 6000-ზე მეტი სხვადასხვა სურსათის და
ნიმუში/სინჯის
ლაბორატორიული
კვლევა;
სხვადასხვა
პროფილის
ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. პრიორიტეტულია:
ხორცის
სარეალიზაციო ობიექტები, აგრარული ბაზრები, სკოლების და საბავშვო
ბაღების კვების ბლოკები, რძის წარმოებები; 1348 ვეტერინარული კონტროლს
დაქვემდებარებული
აგროქიმიკატების
ობიექტის
კონტროლი;
სარეალიზაციო
ობიექტის
639
პესტიციდებისა
კონტროლი;
და
მომხსენებელმა
ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ
ღონისძიებებზე.
მომხსენებლის განცხადებით, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, სურსათის
უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გეგმურად
ხორციელდება საკანონმდებლო დაახლოების გეგმა. 200 დირექტივიდან, 20152023
წლებში,
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
დაახლოებულია
133
ნორმატიული აქტი, მათ შორის ამოქმედდა ისეთი რეგულაციები, რომლებიც
მომხმარებლის ინფორმირებულობის და ინტერესების დაცვას უწყობს ხელს.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან
დაკავშირებით, ევროკომისიის მორიგი შეფასების ანგარიშისთვის სააგენტოს
კომპეტენციის ფარგლებში შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც ასახულია
სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობები; ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების
ფარგლებში, მომზადდა Priority Action Plan 2024-2025.
აზრი გამოთქვეს:
1. სოზარ სუბარი: რომელიც დაინტერესდა აზიური ფაროსანას წინაღმდეგ
ბრძოლის დროს თხილის დიდი ფართობების შეწამვლის საკითხით, ასევე
4
რძის პროდუქტების, კერძოდ, ყველის ყიდვის შემთხვევაში, მომწოდებლის და
მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის გარეშე, არსებული საფრთხეების თემით.
2. ზურაბ ლიპარტია: რომელმაც განმარტა, რომ თხილის დიდი ფართობები
რამდენიმე დამუშავებას ექვემდებარება დასავლეთ საქართველოს ყველა
დასახლებულ პუნქტში. ღონისძიებების გატარება ხორციელდება იმერეთის,
გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონებში. როგორც მან აღნიშნა,
გააძლიერეს ღონისძიებები გააქტიურებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
საბრძოლველად და მზად არიან ამისთვის. პროცესში ჩართულია თხილის
მწარმოებელთა ასოციაცია, მათ გადაეცათ შესასხურებელი აპარატები, სხვა
საშუალებები, რომ სახელმწიფო სექტორთან ერთად აქტიურად ჩაერთონ
ღონისძიებების განხორციელებაში.
3. ზურაბ ჩეკურაშვილი: რომელმაც რძის პროდუქტებთან დაკავშირებით
განაცხადა, რომ მათი სამსახური აკონტროლებს პროცესს. არ არის საკმარისი
ნედლი რძე, რომ დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა.
შესაბამისად, მწარმოებლები იყენებენ რძის ფხვნილს და პასტას, რომელიც
ირანიდან შემოდის. აღნიშნული პროდუქტი კონტროლდება და უვნებელია.
არის უცხიმო და ცხიმის შემცველი რძის ფხვნილი, რომელიც ასევე
უსაფრთხოა და კონტროლს ექვემდებარება. სააგენტო ყოველთვის
აფრთხილებს მოსახლეობას, რძის და ხორცის პროდუქტები არ იყიდონ
ქუჩებში, გზებზე. ყველა პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იყოს, სადაც
მითითებული იქნება მწარმოებელი.
4. გელა სამხარაული: რომელიც დაინტერესდა რამდენიმე საკითხით. მან აღნიშნა,
რომ კანონმდებლობის კუთხით, ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი
ნაწილი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით არის
შესასრულებელი. საჭიროა ახალ სტანდარტებზე გადასვლა. მნიშვნელოვანია
ფერმერების და მათი მეურნეობების გამსხვილება, კოოპერაცია. უამრავი
პროგრამა და დახმარებაა კოოპერაციისთვის, თუმცა ერთმანეთის ნდობას ჯერ
ვერ მიაღწიეს, რომ შეღავათები გამოიყენონ და კოლექტიურად,
ორგანიზებულად იმოქმედონ სხვადასხვა მიმართულებით. კომიტეტში ახალ
პროექტზე მიდის მუშაობა, რომლის მიხედვით ასოციაციები შეიქმნება, რომ
წვრილმა ფერმერებმა შეძლონ თავისი უფლებების დაცვა და პროდუქტის
სათანადო დონეზე წარმოჩენა. სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა ევროკავშირის
კანონმდებლობის
ჰარმონიზაციის
კუთხით,
დაახლოებით
70%
შესრულებულია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად
იმისა, რომ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ბევრი პროდუქტი
(მაგალითად: ცხოველური წარმოშობის პროდუქტები), ევროპის ბაზარზე ვერ
შედის. საინტერესოა, მოისმინონ ინფორმაცია, როგორ შეიძლება ამ
პრობლემის გამოსწორება, როგორია გრძელვადიანი პერსპექტივა და რა არის
გამოსავალი. ასევე, საინტერესოა ინფორმაცია აფრიკული ღორის ჭირთან
5
დაკავშირებით, რადგან მეღორეობაში ქართული ჯიშები, გემოვნური
თვისებებით ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო
კვლევითი ცენტრის, „ელკანას“ და სხვ. ძალისხმევის შედეგად, კახური ღორის
პოპულაცია შენარჩუნდა. როგორ წარმოუდგენიათ, თუ არის შესაძლებელი,
ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ზონები შეიქმნას, სადაც
მაქსიმალური კონტროლი იქნება, რომ შენარჩუნდეს მაღალი ღირებულების
ჯიშები, მოსახლეობაც დაინტერესდეს და ჩაერთოს პროცესებში.
5. გიორგი სოსიაშვილი: რომელიც დაინტერესდა კვლევის პროცესებში
უნივერსიტეტების სამეცნიერო კუთხით ჩართულობის საკითხით, რადგან
სამეცნიერო კვლევები ძალიან წაადგება საქმეს, როგორ წარმოუდგენიათ
მეცნიერების ჩართვა.
6. ზურაბ ჩეკურაშვილი: რომელმაც გააკეთა განმარტებები და ევროკავშირის
ბაზრებზე
ცხოველური
წარმოშობის
პროდუქტების
ექსპორტთან
დაკავშირებით აღნიშნა, რომ, რამოდენიმე სახის სურსათი გადის (თაფლი,
ქაფშია, ლოკოკინა). შეიძლება, ყველანაირი პარამეტრების დაკმაყოფილების
შემთხვევაში, განხორციელდეს ქართული დედა ფუტკრის ექსპორტი. ქონდათ
შეხვედრები,
მუშაობენ
ამ
საკითხებზე,
საკალმახე
მეურნეობებს
აქვთ
პოტენციალი, დიდი იმედი აქვთ, რომ აკვაკულტურის პროდუქტები გავა
ევროკავშირის
ბაზარზე.
რაც
შეეხება
რძის
პროდუქტებს,
უწყების
ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან რთულ რეგიონში არიან. ცხოველთა
დაავადებებს აქვთ გეოგრაფიული დასახელება, მეზობელი ქვეყნიდან არის
ციმბირის
წყლულის
საშიშროება.
ევროპის
ქვეყნები
ასეთი
საშიში
დაავადებებისგან თავისუფალია. ქვეყანამ რომ მიიღოს თავისუფალი სტატუსი,
უნდა გაიაროს 5 საფეხური, საქართველოს გავლილი აქვს 3, იმედი აქვთ,
მეოთხე საფეხურზე გავლენ, შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი, რომ ქვეყანაში
ზოგი რეგიონი გამოცხადდეს თავისუფალ ზონად და შემდეგ შეიძლება ამაზე
ფიქრი. რაც შეეხება აფრიკული ღორის ჭირს, ზურაბ ჩეკურაშვილის
განცხადებით, იმდენად საშიში არ არის და დიდი ბარიერი არ არის
ევროპისთვის, როგორც სხვა დაავადებები. მათი რეკომენდაციით, ვირუსი
ცირკულირებს და ღორის მაქსიმალური დაცვა უნდა მოხდეს მოსახლეობის
მხრიდანაც. პესტიციდების კვლევაზე და ხარისხზე, უნივერსიტეტების და
მეცნიერების
ჩართულობაზე,
მან
აღნიშნა,
რომ უნივერსიტეტების
და
მეცნიერების ჩართულობას მიესალმება, ხოლო რაც შეეხება პესტიციდების
კვლევას, ეს ლაბორატორიებისთვის ძვირი ფუფუნებაა. საქართველოში ერთი
აკრედიტებული ლაბორატორიაა, რომელსაც შეუძლია პესტიციდების კვლევა
განახორციელოს,
სხვადასხვა
კვლევა
ლაბორატორიებზე.
6
დელეგირებულია
სხვადასხვა
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს
მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
ეფექტურობის შესახებ; ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ;
ქვეყანაში მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის
შესახებ.
II. მოისმინეს:
ირაკლი გულედანის ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო
ლაბორატორიის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის
და დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ. ლაბორატორიის საქმიანობის სფეროებია: ცხოველთა
(მათ შორის ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების ლაბორატორიული
დიაგნოსტიკა;
ცხოველური
და
მცენარეული
წარმოშობის
საკვები
პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, ასევე
სასმელი წყლის ტესტირება; მცენარეული მასალის საკარანტინო და სხვა მავნე
ორგანიზმების
დიაგნოსტიკა;
ახალი
სადიაგნოსტიკო
მეთოდების,
ლაბორატორიული
დანადგარ-მოწყობილობებისა
და
სადიაგნოსტიკო
საშუალებების აპრობაციის და დანერგვის ხელშეწყობა.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა აკრედიტაციისა და ხარისხის მართვის
სისტემაზე. 2023 წლის მონაცემებით ლაბორატორია აკმაყოფილებს
საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17025:2017/2018‐ის მოთხოვნებს;
დღეისათვის ლაბორატორიაში დანერგილია 520 კვლევის მეთოდი; ISO
9001:2015 მართვის სისტემა სერტიფიცირებულია; 2023 წლის განმავლობაში
მოხდა არსებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP)
გადახედვა, განახლება და ახალი SOP-ების შემუშავება; ლაბორატორიის
სპეციალისტებმა წარმატებით ჩააბარეს პროფესიული ტესტირებები. სურსათის
კვლევის დეპარტამენტში დაინერგა 5 მეთოდი; მცენარეთა დაავადებების
დიაგნოსტიკის დეპარტამენტში 8 მეთოდი; ცხოველთა დაავადების
დიაგნოსტიკის დეპარტამენტში დაინერგა 2 მეთოდი.
უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ახალი მეთოდების დანერგვაზე, ასევე,
საანგარიშო პერიოდში 2021-2023 წლებში ლაბორატორიაში შემოსულ თანხებზე.
მისი განცხადებით, 2022 წელთან შედარებით მიმდინარე პერიოდზე 2023 წლის
შემოდინება თითქმის 8,5% გაიზარდა. პროფესიული განათლების ხელშეწყობის
7
პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიაში პრაქტიკა და სტაჟირება გაიარეს
სხვადასხვა
მიმართულების
65
მომავალმა
სპეციალისტმა;
დასაქმდა
5
სპეციალისტი;
მომხსენებელმა ისაუბრა ახალი მეთოდების დანერგვაზე, ასევე, საანგარიშო
პერიოდში ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარებული კვლევების
რაოდენობაზე. 2023 წლის განმავლობაში ლაბორატორიაში გაიმართა: სამუშაო
შეხვედრები,
ტრენინგები,
რეგიონებში
ვიზიტები
და
ა.შ.
აქტიურად
მიმდინარეობდა ლაბორატორიის მიღწევებისა და სიახლეების გავრცელება
შესაბამის პლატფორმებზე. დაიბეჭდა და გავრცელდა საცნობარო ლიტერატურა
ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ.
წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, მარტში, კანონმდებლობაში შესული
ცვლილებიდან გამომდინარე, ლაბორატორიამ მიიღო რეფერენს სტატუსი;
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ისო 17043 სტანდარტის დანერგვასთან
დაკავშირებით; ჩატარდა მუშაობა, ლაბორატორიათაშორისი შედარებების
ორგანიზების მიმართულებით.
ირაკლი გულედანმა ისაუბრა მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე
და
დამსწრე
საზოგადოებას
გააცნო
2024
წლის
გეგმები:
ცხოველთა
დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის: მცენარეთა მავნე ორგანიზმების
დიაგნოსტიკის
დეპარტამენტის:
პოლიმერების
ტესტირების
სურსათის
ლაბორატორიის,
კვლევის
დეპარტამენტის:
გენეტიკური
ტესტირების
ლაბორატორიის და სხვა მიმართულებებით.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს სოფლის მეურნეობის
სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე:
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
8
პრესრელიზი
პრესრელიზი
განსახილველი საკითხები:
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული
საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
- ქვეყანაში
სურსათის
უვნებლობის
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელების შესახებ;
- ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ;
- ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის
შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტრატეგიის
შესაბამისად,
რომლის
ვითარების
გაჯანსაღება
პრიორიტეტული
და
მიმართულებებია:
სურსათის
უვნებლობის
ბაზარზე
თანამედროვე
სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვა; ნდობასა და სამართლიანობაზე
დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ქვეყნის დაცვა
ცხოველთა
სხვადასხვა
დაავადებისაგან
და
ეპიზოოტიური
კეთილსაიმედოობის შენარჩუნება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა
მცენარეთა
მავნე
ორგანიზმებისგან;
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი
ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელი - ზურაბ
ჩეკურაშვილი წარმოადგენს.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ანგარიში
2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო
მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: სურსათის კვლევა, მცენარეთა მავნე
ორგანიზმების დიაგნოსტიკა, ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკა. სსიპ
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უზრუნველყოფილია
მაღალტექნოლოგიური კვლევების ადგილზე ჩატარება და შესაძლებელია
მოკლე
დროში
ინერგება
ეფექტური
დიაგნოსტიკა.
ლაბორატორიაში
მუდმივად
საერთაშორისოდ
აღიარებული
თანამედროვე
სტანდარტი.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
სოფლის
მეურნეობის
სახელმწიფო
ლაბორატორიის
მიერ
გაწეული
საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას უწყების
დირექტორი - ირაკლი გულედანი წარმოადგენს.