ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულკომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისშესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნა
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
3/25/24, 10:12 AM
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
25 მარტი 2024 11:00
2024 წლის 25 მარტი, 11:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-2/349; 13.12.2023) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის);
მომხსენებელი:
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
მოადგილე - გურამ გურამიშვილი;
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
პატენტრწმუნებულთა
შესახებ“,
„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/354; 26.12.2023) (კომიტეტი
წამყვანია, II მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველის
შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი;
https://parliament.ge/print/announcement/2764?local=true
1/2
საქართველოს პარლამენტი
3/25/24, 10:12 AM
4. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის (ნინო კვეტენაძე) მიერ წარმოდგენილი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (1-2478/22;
02.03.2022);
მომხსენებელი: საქართველოს ბიზნესომბუდსმენი - ოთარ დანელია;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
5.
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში (1-4765/23; 05.04.2023);
მომხსენებელი: საქართველოს ბიზნესომბუდსმენი - ოთარ დანელია;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
6.
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში (1-2426/24; 28.02.2024);
მომხსენებელი: საქართველოს ბიზნესომბუდსმენი - ოთარ დანელია;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე.
https://parliament.ge/print/announcement/2764?local=true
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N7
ქ. თბილისი
25 მარტი, 2024 წელი
სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი:
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გოჩა ენუქიძე, გიორგი ბარვენაშვილი, ელგუჯა გოცირიძე,
ისკო დასენი, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კირცხალია,
გელა სამხარაული,
სულხან სიბაშვილი, ზაზა ლომინაძე (ვასილ ჩიგოგიძის უფლებამონაცვლე),
ბეჟან წაქაძე (სულ 11 წევრი).
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი; საქართველოს მთავრობის
საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი; საქართველოს პარლამენტის
წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს ბიზნესომბუდსმენი - ოთარ
დანელია.
სხდომას
ესწრებოდნენ
საქართველოს
თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების,
წარმომადგენლები.
პარლამენტის
წევრები,
ორგანიზაციებისა
და
აპარატის
მასმედიის
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და
ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
1
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/349; 13.12.2023). (კომიტეტი
წამყვანია, II მოსმენისთვის)
მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
პატენტრწმუნებულთა შესახებ“, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/354; 26.12.2023). (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის)
მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი
3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულ
კომისიასთან
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნა.
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი
4. საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
აპარატის
(ნინო
კვეტენაძე)
მიერ
წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის
საქმიანობის ანგარიში (№1-2478/22; 02.03.2022).
მომხსენებელი: ოთარ დანელია
5. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-4765/23;
05.04.2023).
მომხსენებელი: ოთარ დანელია
6. საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
მიერ
წარმოდგენილ
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-2426/24;
28.02.2024).
მომხსენებელი: ოთარ დანელია
2
მოისმინეს:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონის პროექტი,
რომელიც ითვალისწინებს საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით
მომსახურების დანერგვას და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას. კერძოდ,
წარმოდგენილი კანონპროექტით საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლს ემატება 51-ე და
52-ე ნაწილები, რომლის თანახმად შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების
ფუნქციონირებისთვის.
აღნიშნული
კანონპროექტი
ითვალისწინებს
„საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ“ კონვენციის მიერ
მიღებული რეზოლუციის ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში და ამავდროულად
უზრუნველყოფს
აღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებულ,
ევროკავშირის
სამართლებრივ აქტთან შესაბამისობას და ევროპარლამენტისა და საბჭოს
(2019/1239 (EU)) რეგულაციის შესრულებას.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეორე მოსმენისთვის კანონპროექტის პირველი
მუხლის მე-3 პუნქტში განხორციელდა ცვლილება და კოდექსის 781 მუხლის ა)
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „კომპეტენტური ორგანოები საჯარო ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შესაბამისი ინფორმაციის
შეგროვებაზე და მონაწილეობას იღებენ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით
მომსახურების გაწევაში“.
კანონპროექტის სხვა მუხლებში მეორე მოსმენით განხილვისთვის ცვლილებები არ
განხორციელებულა.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის.
3
მოისმინეს:
2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის - ვახტანგ ბაჩიაშვილის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონების
პროექტებზე:
„საქართველოს
პატენტრწმუნებულთა შესახებ“, „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტი,
რომელიც ადგენს პატენტრწმუნებულების სამართლებრივ მომწესრიგებელ ჩარჩოს,
საკანონმდებლო აქტს. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად,
კანონპროექტის პირველი თავის პირველი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი
რედაქციით - „ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის
საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და
რეგისტრაციის წესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს,
ამასთან განსაზღვრავს პატენტრწმუნებულის საქმიანობის ძირითად
პრინციპებს,
უფლებამოსილებებსა
და
ვალდებულებებს,
პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნისა და საქმიანობის ძირითად
პრინციპებსა და მიზნებს.“
კანონპროექტის
პირველი
თავის
მე-2
მუხლს
დაემატა
„მარწმუნებლის“ განმარტება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „მარწმუნებელი
პირი,
რომელიც
ანიჭებს
უფლებამოსილებას
პატენტრწმუნებულს, მისი სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად, ამ
კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, განახორციელოს
სამართლებრივი მოქმედებები“.
კანონპროექტის პირველი თავის მე-5 მუხლს დაემატა ჩანაწერი, რომლითაც
განისაზღვრება პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის
დამადასტურებელ დოკუმენტის (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი)
ვადის გასვლის, შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში, პატენტრწმუნებულის
ვალდებულება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „პროფესიული
პასუხისმგებლობის
სავალდებულო
დაზღვევის
დამადასტურებელ
დოკუმენტის (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი) ვადის გასვლის,
შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში, პატენტრწმუნებული ვალდებულია
არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ასოციაციას ახალი დაზღვევის
დამადასტურებელ დოკუმენტი“.
კანონპროექტის
მე-3 თავის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში დაზუსტდა
საგამოცდო კომისიის შემადგენლობა, რომელშიც შედიან საქპატენტის
თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში მოწვეული ექსპერტი და
პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წარმომადგენელი. ცვლილება ასევე ეხება
საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებას. არსებული ჩანაწერით, საქპატენტის
თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელი იყო განსხვავებული კვორუმის
4
დადგენა. ცვლილების თანახმად, საგამოცდო კომისია ხმების უმრავლესობით
მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
კანონპროექტის
მე-4 თავის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა
შემდეგი რედაქციით - „ ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული
მოთხოვნის
სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანებით“.
კანონპროექტის მე-5 თავის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში დაკონკრეტდა, რომ
„პატენტრწმუნებულს
წევრობა
აღუდგება
ასოციაციაში
შესაბამისი
განცხადების წარდგენის საფუძველზე, მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10
სამუშაო დღის ვადაში“.
კანონპროექტის მე-5 თავის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში
დაკონკრეტდა მე-5 მუხლის რომელი პუნქტების შეუსრულებლობით
შეუწყდება პატენტრწმუნებულს ასოციაციის წევრობა.
კანონპროექტის მე-5 თავის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ასოციაცია
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში
აცნობებს საქპატენტს.
კანონპროექტის მე-7 თავის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტშიც, ახალი პოლისის
წარდგენიდან გამომდინარე, გაჩნდა მითითება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე „ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
ვალდებულებებს, პატენტრწმუნებულები ასრულებენ საქპატენტის წინაშე“.
კანონპროექტის მე-7 თავის
32-ე მუხლში გარდამავალი პერიოდი
განისაზღვრა ნორმატიულ დონეზე - 2025 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1
იანვრამდე პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ უნდა ჩატარდეს
საკვალიფიკაციო გამოცდა. 2027 წლიდან უკვე უნდა დაფუძნდეს ასოციაცია
და სრულად შევიდეს ძალაში ეს კანონი და რეფორმები.
კანონპროექტის მე-7 თავის 32-ე მუხლში ტექნიკურად გადაინომრა პუნქტები,
ვინაიდან რამოდენიმე მუხლში განხორციელდა სხვადასხვა ცვლილებები.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის.
5
მოისმინეს:
3. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება.
ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულ
კომისიასთან
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის თანახმად, საქართველოს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის გადაწყვეტილებით, იქმნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისია, წარმოდგენილი შემადგენლობით.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე
მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტის
გადაწყვეტილებით,
შეიქმნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველის
შესარჩევი საკონკურსო კომისია წარმოდგენილი
შემადგენლობით.
მოისმინეს:
4. საქართველოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის - ოთარ დანელიას მოხსენება
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
აპარატის
(ნინო
კვეტენაძე)
მიერ
წარმოდგენილ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის
საქმიანობის ანგარიშზე, რომელიც
წარმოადგინა დღის
წესრიგით
გათვალისწინებულ მე-5 და მე-6 საკითხთან ერთად.
მომხსენებელმა წარმოადგინა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის 3 წლის ანგარიში
და აღნიშნა, რომ ინსტიტუტი ფუნქციონირებს 2011 წლიდან, როგორც
საგადასახადო ომბუდსმენი, ხოლო 2015 წლიდან, როგორც ბიზნესომბუდსმენი.
ბოლო 3 წლის მანძილზე მომართვიანობა იყო 1000-ზე მეტი, რომელთაგან
მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ის შუამდგომლობები, რომლებიც
6
აწარმოა აპარატმა. გასული წლის მანძილზე მათ ჰქონდათ 200-ზე მეტი შეხვედრა
და 250-მდე კორესპონდენცია, საიდანაც რამდენიმე საკითხი არის მიმდინარე.
დაინერგა ე.წ. Amicus Curiae, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენი
უფლებამოსილი ხდება საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე
ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae)
ფუნქცია. აღნიშნული პროცესი საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს.
მომხსენებელმა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, დღეს,
ბიზნესისთვის ყველაზე პრობლემური არის:
არაკვალიფიციური მუშახელი. ერთის მხრივ არსებობს დიდი მოთხოვნა
კვალიფიციურ მუშახელზე, მეორეს მხრივ, გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ
მაღალი დონე. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ არაერთი
ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დანერგა, პროფესიული გადამზადების
მიმართვიანობა მაინც არ არის აქტიური.
48 საათიანი სამუშაო გრაფიკი. ეს პრობლემა ძირითადად მოდის მსუბუქი
მრეწველობის მხრიდან. მათი თხოვნაა, რომ გადაიხედოს ეს მოცემულობა
ურთიერთშეთანხმების ნაწილში, რომელიც ძალიან დიდ დოკუმენტაციას
და ბიუროკრატიას უკავშირდება. შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური
კონსულტაციები. ხშირ შემთხვევაში, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე,
შეიძლება ერთნახევარჯერ გაეზარდოთ მუშახელის დანახარჯები, რაც
შესაბამისად პროდუქტის ფასზე აისახება.
დაფიქსირდა წვრილმანი ხულიგნობების და ქურდობების თემა საცალო
ვაჭრობის ობიექტებში, რაზეც იუსტიციის სამინისტროა ჩართულია და
მუშაობს. გარკვეული პროგრამების ფარგლებში საუბარია დამატებითი
სოციალური პროექტების განხორციელებაზე, სადაც ჩაერთვებიან ეს
ადამიანები და მაქსიმალურად ხელი შეეწყობა მათ სწორ გზაზე დაყენებას.
ფარმაცევტებთან დაკავშირებული საკითხები.
1 აპრილიდან ძალაში
შედიოდა გარკვეული რეგულაციები. საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა კომიტეტი და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი არაერთხელ შეხვდა
აღნიშნული დარგის წარმომადგენლებს და მიღწეული იქნა საბოლოო
შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანად აისახება ადგილობრივი პროდუქციის
წარმოებაზე. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 70 – 80 მილიონის
ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. შესაბამისად, ეს
არის დარგი, რომელსაც უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება.
ადგილობრივი
ქარხნული
დამზადებით
სამშენებლო
მასალების
რეგლამენტი, რომელზეც აპარატის წევრები მუშაობენ. ასოცირების
ხელშეკრულების თანახმად, დაინერგა რიგი სტანდარტები
და
ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებიც აწარმოებდნენ ხარაჩოებს და
სხვადასხვა
სამშენებლო
მასალებს,
შეექმნათ
პრობლემები
ამ
მიმართულებით. აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობენ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სავარაუდოდ,
რადენიმე თვეში გადაწყდება.
7
თამბაქოს შეფუთვის რეგლამენტი სრულდება და პრაქტიკულად, სულ
რამდენიმე კვირაში, ეს საკითხიც ამოიწურება.
განხილული იქნა ავტოიმპორტიორების თემა, სადაც მიაღწიეს შეთანხმებას
და ერთი თვით გადავადდა უკვე შეძენილი ავტომობილების იმპორტის
ვადები.
მომხსენებელმა
ბოლოს
წარმოადგინა
ინფორმაცია
მომართვიანობის
სტატისტიკასთან დაკავშირებით. კერძოდ: შრომის ინსპექცია - 3%, სოფლის
მეურნეობა - 4%, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 12%,
ეკონომიკის სამინისტრო - 13%, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რეგიონები 14%, ფინანსთა სამინისტრო - 34% (ვინაიდან ძირითადად საგადასახადო დავებზეა
საუბარი).
აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო
წარმოდგენილი ანგარიში.
მოისმინეს:
5. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის - ოთარ დანელიას მოხსენება საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
აპარატის
მიერ
წარმოდგენილ
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშზე.
მომხსენებელმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა დღის წესრიგით
გათვალისწინებულ მე-4 საკითხთან - „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის
აპარატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021
წლის საქმიანობის ანგარიში“-თან ერთად.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო
წარმოდგენილი ანგარიში.
8
მოისმინეს:
6. საქართველოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის - ოთარ დანელიას მოხსენება
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
აპარატის
(ნინო
კვეტენაძე)
მიერ
წარმოდგენილ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2023 წლის
საქმიანობის ანგარიშზე .
მომხსენებელმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა დღის წესრიგით
გათვალისწინებულ მე-4 საკითხთან
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის
აპარატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021
წლის საქმიანობის ანგარიში“-თან ერთად.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო
წარმოდგენილი ანგარიში.
დავით სონღულაშვილი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
9