ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსადა ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირშიინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.09.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[4f9d]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-06
კომიტეტის სხდომის ნომერი 68

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/7/23, 12:38 PM საქართველოს პარლამენტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 06 სექტემბერი 2023 12:00 2023 წლის 6 სექტემბერი, 12:00 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე; 2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები. https://parliament.ge/print/announcement/2347?local=true 1/2 9/7/23, 12:38 PM https://parliament.ge/print/announcement/2347?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N68 2023 წლის 6 სექტემბერი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: მაკა ბოჭორიშვილი ლევან ქარუმიძე თეონა აქუბარდია მიხეილ დაუშვილი არჩილ თალაკვაძე აკაკი მინაშვილი ანა ნაცვლიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე დავით სონღულაშვილი სალომე ქურასბედიანი ნინო წილოსანი დავით ხაჯიშვილი დღის წესრიგი: 1. ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე 2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები. სხდომის მსვლელობა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი გააცნო და განმარტა, რომ სხდომის პირველი საკითხის განხილვა ვერ შედგება, რადგან მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო სხდომაზე მოსვლა ვერ შეძლო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ ანგარიში მომხსენებელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 60 პროცენტზე მეტით, ევროკავშირის იმ ნორმატიულ აქტებთან, რაც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. გენადი არველაძის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ტემპებს ნიშნავს. ორმხრივ ვაჭრობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 6 თვეში ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ექსპორტის ზრდაზე ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მინერალური წყალი (43%), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (52%), ნატურალური წვენები (93%), უალკოჰოლო სასმელები (36%), აზოტოვანი სასუქები (84%). მისი თქმით, საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა. მომხსენებლის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ბაზარზე ზედამხედველობის რეფორმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტროს ქოლგის ქვეშ შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნეს უნარების განვითარება, ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს სტანდარტებისა და მეტეოროლოგიური ეროვნული სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ეროვნულ სტანდარტებად დარეგისტრირებას. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით სულ საქართველოს სტანდარტად დარეგისტრირებულია 24 ათასზე მეტი სტანდარტი. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების გათვალისწინებთ 2023 წლის 1 იანვრიდან სააგენტოს მიენიჭა სტანდარტების ევროპული ორგანიზაციის აფილირებული წევრის სტატუსი. რომელიც იძლევა სააგენტოს აღნიშნულ ორგანიზაციებში ინტეგრაციის სამომავლო შესაძლებლობებს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება ასევე გაამახვილა ბაზარზე ზედამხედველობის, აკრედიტაციის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი DCFTA-ის შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით შექმნილი ვებსაიტის მუშაობით დაინტერესდა, მისი თქმით აღნიშნულ საიტზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ან სხვადასხვა დონორების მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის შემდეგ არ იძებნება. კომიტეტის წევრის ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, მსგავსი საკომიტეტო მოსმენების დროს უკეთესი იქნება სამინისტრო თუ წარმოადგენს ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტს, ანგარიშის სახით, რაც მისი თქმით, დეპუტატებს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას გაუმარტივებს. კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი პერიოდულად ისმენს სხვადასხვა სექტორული სამინისტროების მხრიდან ინფორმაციას რომელიც სრულად ფარავს შეთანხმების საკითხებს, მისივე თქმით, დამატებითი კითხვების დასმა აღნიშნულ სხდომაზეც შესაძლებელია. კომიტეტის თავმჯდომარე ევროპული სტანდარტების, ეროვნულ სტანდარტებად დარეგისტრირების საკითხით დაინტერესდა, კერძოდ კი თუ რომელ სფეროებშია ყველაზე მეტი სტანდარტი დარეგისტრირებული. კომიტეტის თავმჯდომარე ასევე, ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზრის გახსნის შედეგებით დაინტერესდა, თუ რამდენად ხდება საქართველოს კომპანიებისთვის მინიჭებული ახალი უფლებების რეალიზება. DCFTA-ის შეთანხმების საიტთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ აღნიშნული ვებგვერდი ევროკავშირისა და გერმანიის მხარდამჭერი ფონდის, GIZ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, რაც ხელს უწყობს ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებულობას. ამასთან, მომხსენებლის თქმით, ყველა გამოქვეყნებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს მიერ მზადდება ვებგვერდის მომხმარებლებს ინტერაქციის საშუალება ეძლევათ. მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ აღნიშნული საიტი ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციას ყველა პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტანდარტებთან დაკავშირებით, მომხსენებელმა განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით ექვსი თვის მდგომარეობით, სულ 1259 ევროპული სტანდარტი დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული სტანდარტი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე და ეროვნულ დონეზე შეიძლება მათი გამოყენება. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა საჯარო შესყიდვების სფეროში თანამშრომლობის პირველი ფაზა, რის შედეგადაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ევროპის ქვეყნების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. მისივე განმარტებით, ჯერ-ჯერობით არ არის იმის სტატისტიკა თუ რამდენად მოხდა აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება. მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წლებში ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების შედეგად კიდევ მეტი შესაძლებლობები მიეცემა კერძო სექტორს. კომიტეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო. მაკა ბოჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე