საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსმენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე;
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 76
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2647?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
21 დეკემბერი 2023 14:00
2023 წლის 21 დეკემბერი, 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსმენა საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე;
მომხსენებელი:
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
მინისტრის
მოადგილე
თეიმურაზ
ჯანჯალია;
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
4/3/2024, 4:31 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N76
2023 წლის 21 დეკემბერი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
თეონა აქუბარდია
დავით ბაქრაძე
მიხეილ დაუშვილი
არჩილ თალაკვაძე
აკაკი მინაშვილი
ჰერმან საბო
ვიქტორ სანიკიძე
დავით სონღულაშვილი
ნინო წილოსანის
დავით ხაჯიშვილი
დღის წესრიგი:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსმენა საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე.
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ
ჯანჯალია
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
პირველად იკრიბება და მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის საბჭოს ისტორიული
გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის. ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, რომ ახალი
ეტაპით ნამდვილად იწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევადი
პროცესი და რომ ეს მოვლენა ქართველი ხალხის ისტორიული ნების გამარჯვების ზეიმია.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და საქართველოს
ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ეტაპი თვისობრივად ცვლის პარლამენტის
შესაბამისი კომიტეტის საქმიანობასაც და თუ ამ დრომდე კომიტეტის ძირითადი მუშაობა
საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებას
უკავშირდებოდა, ამ ეტაპიდან ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, რასაც
პარლამენტის მუშაობა შეეხება, ბევრად უფრო ფართო იქნება, ვიდრე მხოლოდ
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების
შესრულებაა.
სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების თაობაზე ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ
ჯანჯალიამ წარმოადგინა.
მინისტრის მოადგილემ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ფარგლებში
გადადგმულ ნაბიჯებზე და 12 პრიორიტეტის განხორციელებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე
ისაუბრა.
მისი განცხადებით, დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება არის დამსახურებული
წინსვლა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ემსახურება საქართველოს
სახელმწიფოს ურყევი ნება, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციისთვის, ხელისუფლების ინიციატივით, კონსტიტუციაში არის გაწერილი.
მომხსენებლის განცხადებით, 2023 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის ამ
ისტორიული გადაწყვეტილების მისაღებად. მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში
საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული და მთავრობის ადმინისტრაციასთან
ერთად კოორდინაციას უწევდა ყველა შესაბამისი უწყების საქმიანობას, როგორც ორმხრივ
ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
მინისტრის მოადგილის ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელდა
ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებსა და დედაქალაქებში საქართველოს
პროგრესის შესახებ კომუნიკაციისა და შესაბამისი მხარდაჭერის მობილიზაციის მიზნით.
მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით
შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ვიზიტები - ჯგუფის ძალისხმევას
განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ევროპელი პარტნიორებისთვის ექსპერტულ დონეზე
თითოეულ პრიორიტეტზე ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების,
დისკუსიისა და თითოეული ნაბიჯის შეფასებაზე პოზიციების შეჯერების თვალსაზრისით.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვამ რომ წლის განმავლობაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის
სტატუსის მიღების პროცესში ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის განმტკიცების მიზნით,
ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უპრეცედენტო რაოდენობის მაღალი დონის ვიზიტები.
ეფექტურად იქნა გამოყენებული საერთაშორისო ფორუმები
ევროპელ ლიდერებთან
ორმხრივი შეხვედრების გამართვის კუთხით. აქტიურად იქნა გამოყენებული ორმხრივი
პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი.
მომხსენებლის
განცხადებით,
ევროინტეგრაციის
პროცესში
12
რეკომენდაციის
შესრულებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სექტორული მიმართულებით
გატარებულ რეფორმებს და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების
განხორციელებას.
მინისტრის მოადგილემ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წინსვლისთვის,
ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ახალ კონკრეტულ 9 ნაბიჯის განხორციელებაზე
გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ახალი
პრიორიტეტების შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც ხელისუფლების მტკიცე ნებასა და
მზაობაზე მეტყველებს თანმიმდევრული პოლიტიკით გააგრძელოს ქვეყნის ამ საკვანძო
საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის რეალიზაცია.
ბატონი თეიმურაზის განცხადებით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან
ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული
ვალდებულებებისა და რეფორმების განხორციელებას. 2023 წელს განხორციელდა
მნიშვნელოვანი რეფორმები როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების
კუთხით, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკურ
ინტეგრაციის გაღრმავებას.
მისი თქმით ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა 2024 წლის საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით,
როგორც ევროკავშირთან საკანონმდებლო აპროქსიმაციის, ასევე ინსტიტუციური
დაახლოების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანური რესურსების გაძლიერების
მიმართულებით წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან აქტივობებს, რომლებიც
პასუხობენ ასოცირების შეთანხმების კონკრეტული ევრო-დირექტივებითა და ევრორეგულაციებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ვადებს.
კომიტეტის წევრი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, მინისტრის მოადგილე იცნობს თუ არა
ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორ დასკვნას, რომლებიც ევროკომისიის 9
პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობის და
საარჩევნო რეფორმის შეფასების საკითხებს ეხება.
კომიტეტის წევრი არჩილ თალაკვაძე ბოლო ერთი წლის მანძილზე მიმდინარე
დეზინფორმაციის პროცესს გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით, ოპოზიციური
პოლიტიკური სუბიექტების მიერ დასავლელი პარტნიორებისთვის მცდარი, საქართველოს
ანტი-ევროპული კურსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა.
დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ან მომავალში გადაიდგმება
სამინისტროს მხრიდან მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ბატონი არჩილი ასევე, საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის,
ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA) გაწევრიანების საკითხით დაინტერესდა.
კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია დაინტერესდა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და
მოლდოვასათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მაშინ
როცა ეს სამი ქვეყანა გახდა გაფართოების პაკეტის ნაწილი თუ როგორია აღმოსავლეთ
პარტნიორობის პლატფორმის მომავალი, არის თუ არა ცვლილებები მოსალოდნელი
აღნიშნული პლატფორმის მიზნებში, მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის,
როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი თანამშრომლობის პლატფორმის
ფარგლებში.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის იცნობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, რომლებიც
პოლიტიკური პროცესიის შეფასებას წარმოადგენს და რომლის იმპლემენტაცია
საკანონმდებლო
დონეზე
დამოკიდებულია
საქართველოს
პარლამენტის
გადაწყვეტილებებზე, რაც მისი თქმით, სამინისტროს მიერ გაზიარებული იქნება
დასავლელი პარტნიორებისთვის.
დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამინისტროს
დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის რომ დასავლელი პარტნიორებისთვის
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეფორმები რეალურად და სწორად ყოფილიყო
მიწოდებული.
ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა
განმარტა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების გარდა ევროკავშირთან
თანამშრომლობა მოიცავს რეფორმების ფართო სპექტრს ყველა დარგობრივი მიმართულებით,
მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას და მისი თქმით,
მომავალი წლის განმავლობაში ხელისუფლება აღნიშნულ მიმართულებებზე იქნება
კონცენტრირებული.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივების შესახებ მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა,
რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო მინისტერიალზე მონაწილეობისას გამართული
შეხვედრები მოწმობს იმას რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს სამომავლო პერსპექტივა,
თუმცა მისივე განცხადებით მნიშვნელოვანია მონაწილე ქვეყნების მიმართ თანამშრომლობის
მიდგომების შეცლა კონკრეტული ქვეყნების შედეგებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხით
დაინტერესდა, რაც მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის საქმიანობის
დასაგეგმად. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა უახლოეს
მომავალში დამტკიცდება.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა მთავრობის სამოქმედო
გეგმისა და 2024 წლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის
შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისივე
განცხადებით აღნიშნული გეგმების განხილვაში მათ ამ ეტაპზე, მონაწილეობა არ მიუღიათ.
კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად
მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე