„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი კირცხალია, ვლადიმერ კახაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დავით მათიკაშვილი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, სავალან მირზოევი, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, ირაკლი შატაკიშვილი, იმედა ნიკურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი, გრეტა წიწავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით კაჭარავა, ზაზა ლომინაძე, ქეთევან ჩარკვიანი, გივი ჭიჭინაძე, ზაალ მიქელაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნინო წილოსანი, დიმიტრი ხუნდაძე, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სალომე ჯინჯოლავა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გივი მიქანაძე,შოთა ხაბარელი, სალომე ქურასბედიანი, ელგუჯა გოცირიძე, გია ბენაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაია, გელა სამხარაული, რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სონღულაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოგი მეშველიანი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, კახა კახიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ხატია წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ეკა სეფაშვილი, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხახუბია, ლევან კობიაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელისო ბოლქვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#07-3/432/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-04
ბიუროს ნომერი 340

📜 ტექსტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კონსტიტუციური კანონის პროექტი დაკავშირებულია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კონსტიტუციური კანონის პროექტით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 1 კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კონსტიტუციური კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კონსტიტუციური კანონის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კონსტიტუციური კანონის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ 2 პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კონსტიტუციური კანონის პროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კონსტიტუციური კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რაც არ იქონიებს უარყოფით გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 3 კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი კირცხალია, ვლადიმერ კახაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დავით მათიკაშვილი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, სავალან მირზოევი, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, ირაკლი შატაკიშვილი, იმედა ნიკურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი, გრეტა წიწავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით კაჭარავა, ზაზა ლომინაძე, ქეთევან ჩარკვიანი, გივი ჭიჭნაძე, ზაალ მიქელაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ანტონ 4 ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნინო წილოსანი, დიმიტრი ხუნდაძე, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სალომე ჯინჯოლავა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გივი მიქანაძე,შოთა ხაბარელი, სალომე ქურასბედიანი, ელგუჯა გოცირიძე, გია ბენაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაია, გელა სამხარაული, რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სონღულაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოგი მეშველიანი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, კახა კახიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ხატია წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ეკა სეფაშვილი, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხახუბია, ლევან კობიაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელისო ბოლქვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი კირცხალია, ვლადიმერ კახაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დავით მათიკაშვილი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, სავალან მირზოევი, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, ირაკლი შატაკიშვილი, იმედა ნიკურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი, გრეტა წიწავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით კაჭარავა, ზაზა ლომინაძე, ქეთევან ჩარკვიანი, გივი ჭიჭნაძე, ზაალ მიქელაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნინო წილოსანი, დიმიტრი ხუნდაძე, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სალომე ჯინჯოლავა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გივი მიქანაძე,შოთა ხაბარელი, სალომე ქურასბედიანი, ელგუჯა გოცირიძე, გია ბენაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაია, გელა სამხარაული, რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სონღულაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოგი მეშველიანი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, კახა კახიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ხატია წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ეკა სეფაშვილი, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხახუბია, ლევან კობიაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელისო ბოლქვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე. 5