საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.04.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-4207/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-08
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412404780333 05.04.2024 საქართველოს პარლამენტი სათაური: პარლამენტის ეთიკის კოდექსის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას კანონი - "საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსი", რომელიც დაარეგულირებს პარლამენტის წევრთა ეთიკის საკითხებს, ანალოგიურად საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კოდექსისა. საკანონმდებლო წინადადების ნორმატიული შინაარსი უნდა ითვალისწინებდეს პარლამენტის წევრზე დისციპლინური სახდელის დადების შესაძლებლობას, დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე. ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს კანონს, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრთა ეთიკურ ქცევას, რაც ნათლად დადასტურდა 2024 წლის აპრილში. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: