„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება 07-1/31/10; 02/05/2024)
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 9
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
ინიციირებული ვარიანტი (3)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 1 ✗ 64
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-15
ბიუროს ნომერი 344
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის :
ა) 37-ე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და
ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული
საურავი.”.
ბ) 145-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 146-ე ნაწილი:
„146. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს
ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე
საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:
ა)
ამ
ოპერაციის
ფარგლებში,
შეღავათიანი
დაბეგვრის
მქონე
ქვეყანაში
რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული
შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს
წყაროდან
მიღებულ
შემოსავლად,
გათავისუფლებულია
მოგების/საშემოსავლო
გადასახადისგან;
ბ)
აქტივის/საქონლის
საქართველოში
შემოტანა/იმპორტი
გათავისუფლებულია
იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით
გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.
შენიშვნა:
1. ეს ნაწილი გამოიყენება:
ა) თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა
და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური
პირი (პირთა ჯგუფი);
ბ) მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის
მქონე
ქვეყანაში
რეგისტრირებული
უცხოური
საწარმოს
საკუთრებაშია
ამ
ნაწილის
ამოქმედების დღისთვის.
2. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის
ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემის
მომენტისთვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო
დავალიანება ჩამოეწერებათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საგადასახადო დავალიანების გამო
პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ, რადგან მათ მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო
კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის
ღონისძიებები.
წლების
ხორციელდება
განმავლობაში
ფიზიკური
დაგროვილი
პირების
საგადასახადო
ხელშეწყობა
და
დავალიანების
სტიმულირება.
ჩამოწერით,
მათ
ეძლევათ
შესაძლებლობა ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე, განაახლონ თავისი
საქმიანობა.
საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად ხორციელდება შეღავათიანი დაბეგვრის
მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების
საქართველოში
საქმიანობენ
შვილობილი
საწარმოების
მიერ, რომლებიც
მეშვეობით,
გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ხელს უშლის
რაც
მოიცავს
ეფექტურ საგადასახადო
ადმინისტრირებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით,
საქმიანობის
გამჭვირვალობის
გადასახადისგან
უზრუნველყოფის
და
თავის არიდების პრევენციის,
გადასახადის
ადმინისტრირების
გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში
რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს.
ამასთანავე, ე.წ. „ოფშორული კომპანიის“
მიერ
ყველა აქტივის
საქართველოში
გადმოტანის პროცესი შესაძლებელია შეაფერხოს იმ საგადასახადო ვალდებულებებმა,
რომელიც ამ აქტივების გადაცემისას წარმოიშობა.
კანონპროექტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული
უცხოური საწარმოდან
აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ
ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება პრაქტიკულად
ვეღარ
საქმიანობენ,
მათ
მიმართ
მიმდინარე
საგადასახადო
კანონმდებლობით
გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური
პირების წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, რაც მათ
მისცემს
შესაძლებლობას
საგადასახადო
ვალდებულების
გარეშე,
განაახლონ
თავისი
საქმიანობა.
კანონპროექტის მიღება აუცილებელია ე.წ. „ოფშორული კომპანიების“ მიერ აქტივების
საქართველოში გადმოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, რაც შეამცირებს გადასახადისგან
თავის არიდების რისკს, უზრუნველყოფს საქმიანობის გამჭვირვალობას და ეფექტურ
საგადასახადო ადმინისტრირებას. ვინაიდან, აღნიშნული პროცესი შესაძლებელია შეაფერხოს
იმ საგადასახადო ვალდებულებებმა, რომელიც ამ აქტივების გადაცემისას წარმოიშობა,
აუცილებელია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში
რეგისტრირებული უცხოური
საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე
დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო
დავალიანება და შესაბამისი საურავი ჩამოეწერებათ ფიზიკურ პირებს.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით 145 842 გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ
პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრამდე.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში აღნიშნულ პირებს ჩამოეწერება
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც
ჯამურად შეადგენს დაახლოებით 591 458 571 ლარს. მათ შორის, გადასახადი -225 746 111 ლარი;
ჯარიმა - 138 611 457 ლარი და საურავი - 227 101 003 ლარი.
კანონპროექტის მიღებით წესდება საგადასახადო შეღავათები შეღავათიანი დაბეგვრის
მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების
საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც განხორციელდება 2028
წლის
1
იანვრამდე.
კერძოდ,
შესაბამისი
ოპერაციები
გათავისუფლდება
მოგების
გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან, ასევე, ამ ოპერაციის
ფარგლებში,
აქტივის/საქონლის
საქართველოში
შემოტანა/იმპორტი
გათავისუფლდება
იმპორტის გადასახდელებისგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37ე ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის
252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
დადგენილი წესით ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე
წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე
დარიცხული საურავი.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება
146-ე ნაწილი. ცვლილების შედეგად, განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე
ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე)
საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ
ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური
საწარმოს
და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ
კოდექსის მიზნისთვის განიხილება
საქართველოს წყაროდან
მიღებულ
შემოსავლად,
გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.
კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის
საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. ხოლო,
საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით
თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
მხოლოდ იმ აქტივების გადაცემაზე, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში
რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია
კანონპროექტის ამოქმედების
დღისთვის.
აუცილებელი
საგადასახადო
შეღავათებით
სარგებლობის
პირობაა,
რომ
შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და
საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობდეს ერთი და იგივე ფიზიკური
პირი (პირთა ჯგუფი);
კანონპროექტის მიხედვით, შემდგომში გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის
მიზნით განისაზღვრა, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის
ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემის
მომენტისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე,
რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან
იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის
დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და საბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.
დავალიანების მქონე პირების მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის
ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ყადაღა), რაც აფერხებს მათ მონაწილეობას
ეკონომიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, კანონპროექტის მიზნიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია
დროულად შეწყდეს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები და აღნიშნული
პირების დროული ჩართვა ეკონომიკურ აქტივობებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან და არ საჭიროებს
დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულმა საგადასახადო დავალიანებამ
ჯამურად შეადგინა დაახლოებით 591,458,571 ლარი, შემოსავლების სამსახურის მიერ
საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგად
ჯამში 2021-2023 წლებში სულ ამოღებულია 4,989,492 ლარი, აღნიშნულის გათვალისწინებით,
კანონპროექტის სავარაუდ უარყოფითი გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ჯამურად იქნება
საშუალოდ წელიწადში 1,600,000 ლარის ოდენობით. იხილეთ ინფორმაცია:
გადახდილი თანხები
2021
2022
2023
სულ
2021-2023
1,761,551
1,659,380
1,568,561
4,989,492
ბ.გ)
კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
პირდაპირ
გავლენას
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან,
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
პირებზე
განხორციელდება ავტომატურად, შესაბამისად,
საგადასახადო
დავალიანების
ჩამოწერა
საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული
ბიუროს მიერ არ მოხდება ამ მიმართულებით ხარჯების გაწევა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
ვალდებულებების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფო მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო
დავალიანება და შესაბამისი საურავი, ჩამოეწერებათ
ფიზიკურ პირებს. შესაბამისად,
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს ამ პირთა ფინანსურ შედეგზე.
დღეის მდგომარეობით 145 842 გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირს ერიცხება
საგადასახადო
დავალიანება,
რომელიც
წარმოშობილია
2021
წლის
1
იანვრამდე.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში აღნიშნულ პირებს ჩამოეწერება
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც
ჯამურად შეადგენს დაახლოებით 591 458 571 ლარს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამის ოპერაციაზე შესაძლო საგადასახადო
ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც განახორციელებენ შეღავათიანი
დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებული
ყველა აქტივის საქართველოს საწარმოს საკუთრებაში გადაცემას. კერძოდ, კანონპროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათები შეეხება აქტივების ბენეფიციარ მესაკუთრე
ფიზიკურ პირს/ პირებს, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოურ
საწარმოს და საქართველოს საწარმოს, რომლის საკუთრებაშიც გადავა აქტივები.
აღნიშნული ცვლილება ხორციელდება ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით და ბიზნესის
შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში დადებითი გავლენა ექნება საქართველოს
ეკონომიკაზე.
შესაბამისად, გავლენის შეფასება დამოკიდებულია ბიზნესის შესაბამის
გადაწყვეტილებაზე აქტივების საქართველოში გადმოტანის შესახებ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გენდერული
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ჯგუფის,
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი
კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი
კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი.