საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5287/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 145

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2795?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 10 აპრილი 2024 14:00 2024 წლის 10 აპრილი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/432; 03.04.2024) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 4/8/2024, 3:24 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 10 აპრილი, 14.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N145 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა, თამარ კორძაია და ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე ირაკლი მეძმარიაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების (07-3/432; 03.04.2024) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით 1 საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 5 აპრილის N132 ბრძანებით, ირაკლი ბერაია დაინიშნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი ბერაიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების (07-3/432; 03.04.2024) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა. 2 მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის შესაბამისად, განიხილავს საქართველოს პარლამენტის 83 წევრის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს, რომელიც ეხება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა წარმოდგენილი ყველა ხელმოწერის (83 ხელმოწერა) ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს) და იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. საკანონმდებლო ინიციატივის წესით ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ წარდგენის თაობაზე დასკვნასთან შეგროვებული ერთად, კომიტეტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპრლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციის შედეგად განისაზღვრა 14 წევრის შემადგენლობით: 1. შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე); 2. მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი; საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; 3. რატი იონათამიშვილი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 4. გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; 5. მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 6. ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 3 7. დავით მათიკაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 8. სალომე ქურასბედიანი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 9. თენგიზ შარმანაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 10. სოზარ - სუბარი საპარლამენტო პოლიტიკური „ხალხის ჯგუფი ძალის“ თავმჯდომარე; 11. ფრიდონ - ინჯია საპარლამენტო პოლიტიკური „ევროპელი ჯგუფი სოციალისტების“ თავმჯდომარე; 12. ალექსანდრე - ელისაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე; 13. შალვა - კერესელიძე საპარლამენტო „საქართველოსთვის“ წევრი; 14. ნინო შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე (კომისიის მდივანი). კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს და საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს კომიტეტის დასკვნა: „საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ გამოქვეყნებისა საქართველოს და მათი კონსტიტუციური საყოველთაო-სახალხო კანონების განხილვის პროექტების საორგანიზაციო კომისიის შექმნისთაობაზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა: „საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით 4 წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 5