„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-15
ბიუროს ნომერი 344
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე
ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო
კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის
შექმნის თაობაზე
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია 10-ჯერ აქვს შევსებული. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ
2024 წლის 23 მარტს წარდგენილი ბოლო ,,თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციის” თანახმად, მისი სამუშაოს შესრულებით წინა წლის
პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი (ხელზე
აღებული თანხა) შეადგენს 45104,4 ლარს, მიუხედავად თანამდებობრივი სარგოს ამ
ოდენობისა უახლესი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა დანაზოგის
სახით შეაგროვა ნაღდი ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით. უკანასკნელ
წლებში შევსებული დეკლარაციებიდან იკვეთება ტენდენცია, რომ პრემიერმინისტრისა და მისი ოჯახის ძირითად ხარჯებს, ირაკლი ღარიბაშვილი მშობლების
მიერ ნაჩუქარი ფულით ფარავს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დეკლარაციები
არასრულადაა შევსებული, ვინაიდან არ არის აღნიშნული იმ ძვირადღირებული
საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ირაკლი
ღარიბაშვილის მიერ შევსებული პირველი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის
მხოლოდ ქალაქ თბილისში ფლობდა უძრავ ქონებას და მის სახელზე
რეგისტრირებულ ორ ავტომობილს, ასევე ჰქონდა 20 ათასი ლარი დეკლარაციის
შევსების მომენტისთვის ნაღდი ფულით, საბანკო ანგარიშებზე კი - ჯამში 3000
ლარამდე. პირველი დეკლარაციის წარდგენიდან ბოლო დეკლარაციამდე ირაკლი
ღარიბაშვილი იყო ოჯახში ერთადერთი წევრი რომელიც მუშაობდა. 2019 წლის
დეკლარაციის თანახმად ღარიბაშვილის ოჯახს ახალი ქონება უფიქსირდება ცოლის
(ნუნუ თამაზაშვილის) სახელზე ბაკურიანში 1,5 ათას კვადრატულ მეტრი მიწის
ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც 76 500 დოლრს შეადგენს, ასევე მოძრავი ქონება ნუნუ
თამაზაშვილის სახელზე RANGE ROVER VELAR, რომლის ღირებულებაც 46 000
ევროს და ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე AUDI A8, რომლის ღირებულებაც 75 620
ევროს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინა წლის წლიური
შემოსავალი 45104,4 ლარს შეადგენდა, მისმა ოჯახმა მოახერხა ოჯახური წვეულების
ორგანიზება, რომელიც 15 000 ლარი დაჯდა, ასევე შვილების განათლებაში ჯამში
დაახლოებით 42 900 ლარისა და ტყით სპეციალური სარგებლობის გადასახადის 6
255,9 ლარის გადახდა. ასევე ოჯახის მოგზაურობის ხარჯი 20 000 აშშ დოლარი,
ამასთან ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისიმიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა, უშუალოდ რეისის დამკვეთის
(მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი; 2) 15 000 ლარი.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრისა და შემდგომი
დეკლარაციების თანახმად ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა:
2020 წელს აჩუქეს - 150 000 ლარი;
2021 წელს აჩუქეს - 150 000 ლარი;
2022 წელს აჩუქეს - 180 000 ლარი;
2023 წელს აჩუქეს - 150 000 ლარი (რომელიც არ მოიცავს ოჯახის
მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის ხარჯს, რომელიც ჯამში 109
500 ლარი დაჯდა).
მიუხედავად დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობების, ასევე ,,საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ 2024 წლის 6 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის
და უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი ჟურნალისტური
გამოძიების, რომელიც მიუთითებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სავარაუდო
დანაშაულის ჩადენის ნიშნებზე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის 2022 წლის დეკლარაცია ბიურომ დადებითად
შეაფასა.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომლის
საქამიანობის მიმართაც მოქმედებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპი, მის
მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სწორედ ამ ინტერესის
გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე
61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას ,,საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის
თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა
და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი
საგამოძიებო კომისია”.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია სახელმწიფოპოლიტიკური
თანამდებობის
პირის,
პრემიერ-მინისტრის
შესაძლო
არამართლზომიერი ქმედებების იდენტიფიცირება, მათ შორის შესაძლო
უკანონო გამდიდრებისა და კორუფციული დანაშაულების გამოძიება.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია:
3.1. ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობაზე
ყოფნის განმავლობაში წარდგენილი თითოეული დეკლარაციის შემოწმება,
ოფიციალურ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის გამოვლენა;
3.2. ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის
განმავლობაში მისი ოჯახის წევრების, მშობლებისა და მეუღლის ნათესავების
მიერ დაგროვებული ყველა უძრავი და მოძრავი ქონების მონიტორინგი;
3.3. ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობაზე
ყოფნის განმავლობაში მისი ოჯახის წევრების, მშობლების, მეუღლის
ნათესავებისა და ნათელ-მირონების მიერ მიღებული სახელმწიფო ქონების
მონიტორინგი;
3.4. სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტის
შესწავლა, რეისისთვის გაწეული ხარჯების წარმომავლობის დადგენა და
მიზნობრიობა;
3.5. ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის, ბიზნესსაქმიანობის,
შემოსავლებისა და ქონების წარმომავლობის შესწავლა.
3.6. ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო
ნეპოტიზმის შემთხვევების გამოვლენა;
3.7. ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მასთან
დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების
იაფად მიღების სავარაუდო კორუფციული სქემის გამოკვლევა;
3.8. რთველის სუბსიდირების პროგრამაში სავარაუდო კორუფციის ფაქტის
გამოძიება, რომლის თანახმადაც სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს
მმართველი პარტიის შემწირველმა და მაღალი თანამდებობის პირებთან
კავშირში მყოფმა კომპანიებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი
ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ.
3.9. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სავარაუდოდ უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენების ფაქტის გამოძიება, რომელიც ეხება სახელმწიფო ქონების
მითვისებას, ბაკურიანში მისი სახლის მომიჯნავედ არსებული 6 ათას კვ.მ-მდე
ფართობის ტყის 49 წლით მისი მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილისთვის
სარგებლობაში გადაცემას.
3.10. ირაკლი ღარიბაშვილი მიერ ქონებრივ დეკლარაციაში გამოტოვებული
ძვირადღირებული საათების კოლექციის, რომლის ღირებულებაც ნახევარ
მილიონ ლარს აჭარბებს, სავარაუდო უკანონოდ შეძენის/გამდიდრების სქემის
გამოძიება.
3.11. ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის
გამოცემული მთავრობის განკარგულებების ანალიზი.
განმავლობაში
4.
დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს
სამი თვე.
5.
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 17
წევრით.
6.
ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე
ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო
კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის
შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის უმაღლესი სახელიმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მოქალაქეებისა
და პარლამენტის წინაშე. პრემიერ-მინისტრის საქმიანობის მიმართ არსებობს მაღალი
საჯარო ინტერესი, შესაბამისად მისი საქმიანობის გამჭვირვალობის სტანდარტიც
მაღალი უნდა იყოს.
ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში საჯაროდ
გამოქვეყნდა არაერთი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა მის ქმედებებში
სხვადასხვა სახის დანაშაულის ნიშნებზე. შესაბამისი სტრუქტურები არ
დაინტერესებულად სავარაუდო დანაშაულის გამოძიებით. 2024 წლის 6 მარტს
,,საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველომ”
გამოაქვეყნა
ანგარიში,
სახელწოდებით ,,მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები”. ანგარიშში
საუბარია არაერთ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც მიუთითებს კონკრეტულად
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სავარაუდო კორუფციული დანაშაულების ჩადენაზე,
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გამდიდრებაზე. ირაკლი
ღარიბაშვილის მიერ კორუფციული სამართალდარღვევების სავარაუდო პრაქტიკაზე
საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში წარდგენილი
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები. დეკლარაციების
სრულფასოვნად გაცნობის შემთხვევაში შეუძლებელია კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს
მის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში დაგროვებული
ქონების მიმართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დეკლარაციაში სრულფასოვნად
არც აქვს წარმოდგენილი ის ძვირადღირებული ნივთები, რომლებიც მის საკუთრებას
წარმოადგენს და იმავდროულად სამართალდარღვევაა. ასევე საგულისხმოა,
განსაკუთრებით ბოლო წლებში მის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებული
სხვაობა. ხარჯები ყოველწლიურად გაცილებით აღემატება მის წლიურ შემოსავალს,
რომელიც დაახლოებით 45 000 ლარს შეადგენს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც
ოჯახის წევრებიდან მხოლოდ თვითონ იყო დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინა წლის წლიური შემოსავალი 45104,4 ლარს
შეადგენდა, მისმა ოჯახმა მოახერხა ოჯახური წვეულების ორგანიზება, რომელიც 15
000 ლარი დაჯდა, ასევე შვილების განათლებაში ჯამში დაახლოებით 42 900 ლარისა
და ტყით სპეციალური სარგებლობის გადასახადის 6 255,9 ლარის გადახდა. ასევე
ოჯახის მოგზაურობის ხარჯი 20 000 აშშ დოლარი, ამასთან ოჯახის მოგზაურობასთან
დაკავშირებული
საჰაერო
რეისის
(თბილისი-მიუნხენი-თბილისი)
ხარჯი
ანაზღაურებულ იქნა, უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94
500 ლარი; 2) 15 000 ლარი. ბოლო დეკლარაციის თანახმად მან ასევე მოახერხა 50 000
ლარის დანაზოგის გაკეთებაც.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში
მასთან ერთად გამდიდრებას ახერხებდნენ მისი ოჯახის წევრები, მშობლები და
დაახლოებული პირები. თითოეული სავარაუდო კორუფციული სქემა კარგად არის
წარმოჩენილი ზემოხსენებულ ანგარიშში.
კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის
განმავლობაში
გამოცემული
მთავრობის
განკარგულებების
დახურულობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად საჯარო ინფორმაცია
ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით
სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური
მონაცემებისთვის
მიკუთვნებული
ინფორმაციისა.
საჯარო
დაწესებულება
ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და
პირობებით. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე
ყოფნის თითქმის სამ წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილის
ხელმოწერით გამოცემული არცერთი განკარგულება არ იძებნება საქართველოს
მთავრობის ვებგვერდზე. ასეთი დახურული სისტემა კი საზოგადოებაში აჩენს ეჭვებს,
რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული კი წარმოადგენს
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს და გულისხმობს
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან
სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან
იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი
ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაცია კი გულისხმობს - უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის
კანონიერი სახის მიცემას (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია,
გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის
დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში
დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს,
ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან
დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვას ან შენიღბვას.
აღნიშნულ ეჭვებს განსაკუთრებით ამყარებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა:
ბაკურიანში ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარედ 930 კვ.მ მიწის
შესყიდვა მისი პენსიონერი სიდედრის მიერ, 150 000 დოლარად. ამ მიწის
ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის
ტერიტორიაზე კი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის
დაცვის პატრულირება და გადაადგილების აკრძალვა. ირაკლი ღარიბაშვილის
სიდედრმა თბილისში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ნაღდი
ანგარიშსწორებით, სესხის გარეშე 2018 წელსაც შეიძინა.
ეკონომიკის
მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის
მიერ, რომელიც იმავდროულად ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონი და
მეგობარია, სახელმწიფო ქონების შუამავლებისა და ფიქტიური გარიგებების
საშუალებით დაუფლების სავარაუდო კორუფციული სქემის ფაქტი.
სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
ირაკლი
ღარიბაშვილის
საგვარეულო
მამულის
გაფართოება,
დაუსაბუთებელი ქონება, ასევე მამამისის ტარიელ ღარიბაშვილის
მოულოდნელი გამდიდრება. 2023 წლის 7 თებერვალს ტარიელ
ღარიბაშვილმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს
განცხადებით და მოითხოვა შპს ,,ქართულ ფესვებში” (საიდენტიფიკაციო
კოდი:
428522244)
რეგისტრირებულ
მონაცემებში
ცვლილებების
რეგისტრაცია, რომლის თანახმადაც აღნიშნული იურიდიული პირის 50
%იანი
წილის
მფლობელად
დარეგისტრირდა.
სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის თანახმად, მან აღნიშნული წილი შეისყიდა 200 000 ლარად.
იმავე წლის სექტემბრის თვეში მან მოითხოვა ახალი სუბიექტის
რეგისტრაცია შპს ,,ღარიბაშვილის მარანი” (საიდენტიფიკაციო კოდი:
428531289) რომლის ერთპიროვნული მესაკუთრეც და დირექტორიც ტარიელ
ღარიბაშვილია. 2023 წლის 12 ოქტომბერს კი გაფორმდა უძრავი ქონების
ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ღარიბაშვილის
მარანმა” იყიდა შპს ,,ქართული ფესვების” საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონება მასში არსებულ მოძრავ ქონებასთან/ძირითად საშუალებებთან
ერთად. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური
გამოძიებიდან ირკვევა, რომ ნასყიდობის ფასი შეადგენდა 710 900 ლარს. სქემა
შემდეგნაირია, წლის დასაწყისში ტარიელ ღარიბაშვილმა შპს ,,ქართული
ფესვების” 50% 200 00 ლარად შეისყიდა, წლის ბოლოს კი საკუთარივე
კომპანიით
შპს
,,ღარიბაშვილის
მარანით”,
სრულად
შეისყიდა
ზემოხსენებული კომპანია 710 900 ლარად, როდესაც შეეძლო მხოლოდ
დარჩენილი 50%-ის შესყიდვა. ჩნდება ეჭვი, რომ ბოლო წლების
განმავლობაში გახმაურებული სავარაუდო კორუფციული დანაშაულების
დასაფარად ტარიელ ღარიბაშვილმა ფულის გათეთრების გზას მიმართა. 2024
წლის 28 მარტს ტარიელ ღარიბაშვილი ფრანგულ კომპანია შპს ,,ბრენდი
ვილაჟთან” აფორმებს იჯარის ხელშეკრულებას, წინამდებარე უძრავ
ქონებასთან დაკავშირებით, რომლის ყოველწლიური საიჯარო გადასახადი
შეადგენს 720 000 ევროს. იჯარის საგნით სარგებლობის ვადად 10 წელი
განისაზღვრა.
აღნიშნული
ხელშეკრულების
თანახმად
ტარიელ
ღარიბაშვილი, რომლის სახელზეც 2023 წლის პირველ თებერვლამდე არც
ერთ ბიზნეს არ ფლობდა, 10 წლის განმავლობაში მიიღებს დაახლოებით 21
000 000 მილიონ ლარს.
სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევები, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის
ახლობლების საჯარო სექტორში დასაქმების მაგალითები. ასევე სახელმწიფო
მიწების იაფად მიღების სავარაუდო კორუფციული სქემები.
სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების პროგრამაში.
განკარგულების საფუძველზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მაშინდელი
უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილის მიერ ბაკურიანის ტყის ნაწილის ირაკლი
ღარიბაშვილის ცოლისთვის ნახევარი საუკუნით გადაცემის ფაქტი.
ქონებრივ დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების კოლექციის არ
მითითება.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ხელისუფლების მიერ
მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის
მე-18-ე მუხლით, წინამდებარე უფლება გულისხმობს, რომ ,,ყველას აქვს უფლება
კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან
სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ
საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან
სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი
წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.” აღნიშნული უფლება პირდაპირ
კავშირშია
ინფორმაციის
თავისუფლების
უფლებასთან
(საქართველოს
კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი), რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას
ასევე, ინფორმაციის გადაცემასა და გავრცელებას. გამჭვირვალობის პრინციპის
არსებობის ყველაზე ფუნდამენტური საფუძველი არის ხელისუფლებისთვის
ლეგიტიმურობის მინიჭება, ის ხელს უწყობს ასევე ანგარიშვალდებულებას და
აძლიერებს გარე კონტროლის შესაძლებლობას. სწორედ ინსტიტუციური
ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიის
ძირითად საყრდენსა და არსებით ელემენტს. იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირს
ჩამოუყალიბდეს ობიექტური ხედვა კონკრეტული საკითხის მიმართ, საჭიროა, მან,
პირველ რიგში, მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. გამჭვირვალობის პრინციპი
აუცილებელია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სუბიექტები, რომლებზეც საჯარო
დაწესებულებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენენ,
ფლობდნენ ყოვლისმომცველ ინფორმაციას ცალკეული პოლიტიკის შედეგების, ასევე,
იმ პროცესების შესახებ, რომლითაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ბრიტანული
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია ,,Article 19” ინფორმაციას განმარტავს,
როგორც ,,დემოკრატიის ჯანგბადს”. ინფორმაციის თავისუფლებას იცავს არაერთი
საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია” (მუხლი 19) , ,,სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო
პაქტი”(მუხლი 19), ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია” (მუხლი 10),
წინამდებარე აქტების თანახმად ინფორმაციის მიღების უფლება გულისხმობს, საჯარო
დაწესებულებებისა
და
თანამდებობის
პირების
შესახებ
ინფორმაციის
გამჭვირვალობასაც. ყველას აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. თანამედროვე
მსოფლიომ ერთხმად აღიარა პირდაპირპროპორციული კავშირი საჯარო
სტრუქტურების საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიის ხარისხს
შორის. ,,დემოკრატიები დახურულ კარს მიღმა კვდებიან”, როდესაც ხელისუფლება
კარების დაკეტვას იწყებს, ის შერჩევით აკონტროლებს ინფორმაციას, რომელიც
კანონიერად ეკუთვნის ხალხს.
შეუძლებელია ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლის განხორციელება თუკი
საზოგადოება სრულფასოვნად არ იქნება ინფორმირებული სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ. გამჭვირვალობა
გულისხმობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საქმიანობის ღიაობას
საზოოგადოებისათვის
და
გადაწყვეტილების
მიღებას
საზოგადოების
მონაწილეობით.
გამჭვირვალობა,
ანგარიშვალდებულებასთან
ერთად,
უზრუნველყოფს
კორუფციის
შესაძლებლობების
შეზღუდვას.
საჯაროობა
დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის აუცილებელი
ატრიბუტი
და
კარგი
მმართველობის
საწინდარია.
სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობების პირების საქმიანობა უნდა იყოს სათანადოდ ღია,
კონკრეტული და დამაჯერებელი. პრემიერ-მინისტრის მიერ ან მისი დავალებით
მომზადებული ძირითადი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი და
სანდო უნდა იყოს საზოგადოებისთვის.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად მხოლოდ მშრალი
ინფორმაციის მიწოდება არ არის საკმარისი, ის უნდა იყოს ყოვლისმომცველი და
გასაგები საკმარისად დეტალიზებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი ანალიზი.
ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში აგრეთვე,
გამჭვირვალობის პრინციპი დაინტერესებულ პირებს საშუალებს აძლევს, მიიღონ
ინფორმირებული გადაწყვეტილებები, განახორციელონ ეფექტური კონტროლი და
პასუხისმგებლობა დააკისროს მთავრობას მათ ქმედებებზე. ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საპარლამენტო კონტროლის
ფარგლებში,
არამედ
ჟურნალისტებისა
და
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებისთვის, რათა ეფექტურად განახორციელონ საზედამხედველო
ფუნქციები და მთავრობა მოაქციონ ანგარიშვალდებულების ფარგლებში.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, გამჭვირვალობის არარსებობა
ანადგურებს საჯარო დაწესებულებების მიმართ ნდობას. ასევე, იზრდება
კორუფციული რისკები და შეუძლებელი ხდება სხვადასხვა დაინტერესებული
მხარეების მიერ მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი.
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში ერთ-ერთს
წარმოადგენს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური
გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება. მიუხედავად აღნიშნულისა
ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა და გამოძიება როგორც ჩანს არ
წარმოადგენს ანტიკორუფციული ბიუროს ინტერესს. ასეთი დანაშაულების
გამოვლენისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია სავარაუდო კორუფციული
საქმეების სრულფასოვანი გამოძიება, სამართლებრივი რეაგირება და ყველა
სახელმწიფო უწყების გამართული ჩართულობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით,
მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი,
რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში
მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს
მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის
სიმდიდრე. აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ
სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და
გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს უნდა აჩვენებდნენ მიტაცებულია. ფაქტი კი არის
ის, რომ უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება გამოუძიებელი და
დაუსჯელი რჩება.
ვინაიდან არც ერთი საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა ირაკლი ღარიბაშვილის
მიერ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით
სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამოქვეყნებული არაერთი ინფორმაციის
გამოძიებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ
უნდა გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია
და გამოარკვიოს არსებობს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაში დანაშაულის
ნიშნები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების
აუცილებლობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტში
დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო
ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის
შესაძლო დარღვევის ფაქტებს და სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის არამართლზომიერ ხარჯვას.
არსებობს საჯაროდ არსებული ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის
პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის
შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა
ინტერესებს და სახლემწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი
ხარჯვის შესახებ. დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან
საპარლამენტო ბერკეტს შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ან/და
უმოქმედობის გამოსააშკარავებლად, მასზე სათანადო რეაგირების მიზნით.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის
განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან
დაკავშირებულ
პირებს,
გამოიკვლევს
თანამდებობის
პირის
ქონებრივ
დეკლარაციებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას.
დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა რეგლამენტით
დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე ვადით.
ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ,
თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის
ფაქტების გამოკვლევის, კორუფციული სამართალდარღვევის, შესაძლო სისხლის
სამართლებრივი დანაშაულის გამოვლენისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვისა და შესაბამისი
რეაგირების მიზნით იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება;
დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა მისი
მიღების თარიღი. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების
საკითხს.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ბ ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით საგამოძიებო
კომისიას შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო
ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, აღნიშნულის
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო თანხის თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭო და შესაბამისი ხარჯების
დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადგენილების
პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის
შეფასება;
დადგენილების პროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
1
ბ ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
2
დადგენილების
პროექტის
დადგენილების პროექტი გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
წევრობასთან
დაკავშირებით
აღებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ
და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში.
დადგენილების პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების
პროექტის მიმართ.
ასეთი არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) დადგენილების პროექტის ავტორი
თამარ კორძაია,
ალექსანდრე ელისაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ქეთევან
თურაზაშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ბექა
ლილუაშვილი, რომან გოცირიძე, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ტარიელ
ნაკაიძე, დავით უსუფაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თამარ ჩარკვიანი, შალვა შავგულიძე,
ანა ნაცვლიშვილი, თინათინ ბოკუჩავა, პაატა მანჯგალაძე, ლევან ხაბეიშვილი, ანი
წითლიძე, კახაბერ ოქრიაშვილი, დევი ჭანკოტაძე, აკაკი მინაშვილი, აბდულა
ისმაილოვი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი,
ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი გოდაბრელიძე, დავით ხაჯიშვილი, სულხან
სიბაშვილი, თეიმურაზ ჯანაშია, გუბაზ სანიკიძე, კობა ნაყოფია.
ვ ) დადგენილების პროექტის ინიციატორი
თამარ კორძაია,
ალექსანდრე ელისაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ქეთევან
თურაზაშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ბექა
ლილუაშვილი, რომან გოცირიძე, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ტარიელ
ნაკაიძე, დავით უსუფაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თამარ ჩარკვიანი, შალვა შავგულიძე,
ანა ნაცვლიშვილი, თინათინ ბოკუჩავა, პაატა მანჯგალაძე, ლევან ხაბეიშვილი, ანი
წითლიძე, კახაბერ ოქრიაშვილი, დევი ჭანკოტაძე, აკაკი მინაშვილი, აბდულა
ისმაილოვი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი,
ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი გოდაბრელიძე, დავით ხაჯიშვილი, სულხან
სიბაშვილი, თეიმურაზ ჯანაშია, გუბაზ სანიკიძე, კობა ნაყოფია.