საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში“ - თემატურ მოკვლევაზე კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-02-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 64
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2708?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
კულტურის კომიტეტის სხდომა
თარიღი
26 თებერვალი 2024 16:00
2024 წლის 26 თებერვალი, 16:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტის მიერ დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის
განხილვა - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო
განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში“;
მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის წევრი - ბაია კვიციანი.
2/26/2024, 3:03 PM
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის
ოქმი N64
2024 წლის 26 თებერვალი, 16:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. კულტურის კომიტეტის მიერ დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნის
განხილვა - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო
განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში“;
მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის წევრი - ბაია კვიციანი.
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი
მეზურნიშვილი.
სხდომის მდივანი: ანა მეყანწიშვილი - აპარატის თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი, გივი
ჭიჭინაძე, ისკო დასენი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები.
სხდომა
გახსნა
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველმა
მოადგილემ,
ირაკლი
მეზურნიშვილმა. დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო
დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით.
1. მოისმინეს: კულტურის კომიტეტის მიერ დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის
დასკვნა თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია
სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.“
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა დასკვნაში ასახულ თითოეულ საკითხთან
დაკავშირებით, შეაფასა თემატური ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა და შემაჯამებლად
წარმოადგინა
იდენტიფიცირებული
რეკომენდაციები.
პრობლემების
კვალდაკვალ
გამოკვეთილი
მომხსენებლის თქმით, აღნიშნული მოკვლევის საფუძველზე უაღრესად მნიშვნელოვანი
დოკუმენტი შეიქმნა. მიგნებები, რაც დოკუმენტშია აღნიშნული, კომიტეტისთვის უცხო არ
არის, თუმცა სამწუხაროა, რომ არ არსებობენ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც
ინტერესდებიან, რა გავლენას ახდენს ხელოვნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
ბავშვებსა და ახალგაზრდებზე.
ბაია კვიციანმა მადლობა დონორ ორგანიზაციას USAID-ს, რომელიც დაინტერესდა რა
გავლენას
ახდენს
ხელოვნება
და
სახელოვნებო
განათლება
შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და რა პოზიტიური შედეგები აქვს. მომხსენებელმა
სხდომის დროს იმედი გამოთქვა, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც უფრო
სიღრმისეულად დაიწყებენ აღნიშნული საკითხის მოკვლევას.
ბაია კვიციანმა ასევე აღნიშნა, რომ კულტურის კომიტეტისთვის სახელოვნებო განათლების
რეფორმაზე
მუშაობისას
მნიშვნელოვანია
მოკვლევის
შედეგებზე
დაყრდნობით
შემუშავებული რეკომენდაციები.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა ცნობად მიიღო თემატური მოკვლევის ჯგუფის
დასკვნის განხილვა.
სხდომის თავმჯდომარე - ირაკლი მეზურნიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მეყანწიშვილი