ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[4fc7]/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2024-04-19

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 1726/3-2/24 11-03-2024 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს ბატონო ვახტანგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით მოგმართავთ შემდეგი კითხვებით: 1. რა ღონისძიებებს ატარებთ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა? 2. რა ღონისძიებებს ატარებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე? 3. თანამშრომლობთ თუ არა სხვა სამინისტროებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით? 4. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე მოწმისა და დაზარალებულთა კოორდინატორების საქმიანობის შესახებ. 5. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გაწეული საქმიანობის შესახებ. იგეგმება თუ არა დეპარტამენტის გაძლიერება ადამიანური რესურსებით? 6. უკანასკნელი წლების განმავლობაში რა ღონისძიებები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გაატარა თქვენმა უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით? 7. უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოებაში განსაკუთრებით გამწვავდა წუხილი, თბილისის მასშტაბით კონკრეტულ ტერიტორიებსა და საცხოვრებელ კორპუსებში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და დატოვების გახშირებულ შემთხვევებზე. აღნიშნულს კი მოსახლეობა, იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ბავშვები, ცხადად აღიქვამენ და აანალიზებენ. მოსახლეობაში გამძაფრებული წუხილის საპირწონედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვერ ხერხდება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. შესაბამისად, გთხოვთ განმარტოთ რა მიზეზებია, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უმკლავდება ნარკოტიკების გასაღებისა და გავრცელების მზარდ ტენდენციას; 8. გაქვთ თუ არა შემუშავებული სამოქმედო გეგმა ნარკოტიკული გასაღება/გავრცელების პრევენციის მიმართულებით? პატივისცემით, პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის წევრი ანა წითლიძე პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი საშუალებების
წერილი
18/04/2024 *MIA42401176675* MIA 4 24 01176675 საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 11 მარტის №1726/3-2/24 წერილის პასუხად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით გიგზავნით პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე წერილობით პასუხს. დანართი: 15 (თხუთმეტი) ფურცელი. შ.ს.ს. მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წერილობითი პასუხი, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე I კითხვა: რა ღონისძიებებს ატარებთ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა? საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და საერთო სასამართლოები ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი სტაბილურად ინარჩუნებს მეორე ადგილს. წარმოგიდგენთ ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ბოლო 7 წლის მონაცემებს და ასევე ამ დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებს:  2017 წელს − რეგისტრირებულია 2 143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია − 72.52%;  2018 წელს − რეგისტრირებულია 4 761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია − 63.12%;  2019 წელს − რეგისტრირებულია 4 867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია − 62.44%;  2020 წელს − რეგისტრირებულია 5 204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია − 65.99%;  2021 წელს − რეგისტრირებულია 4 767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია − 76.17%;  2022 წელს − რეგისტრირებულია 4 106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია − 87.34%; 1  2023 წელს − რეგისტრირებულია 4 101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია − 86.37%; ეს ციფრები ნათლად ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებული და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000 − 10000-მდე მერყეობს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა − 800-ს აღწევს. საქართველოს შინაგან ელექტრონული ზედამხედველობის რომელიც პოლიციას საქმეთა აძლევს სამინისტროში, სისტემა, საშუალებას ე.წ. 2020 წლიდან დაინერგა ელექტრონული სამაჯური, რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი. კერძოდ, განსაზღვრულ მსხვერპლთან, სხვა მის სახლთან, ადგილებთან სამსახურთან მიახლოების ან წინასწარ აკრძალვა. ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან თავის არიდებისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ყველა საქმეს. სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცესებში. მონიტორინგის პროცესში, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, 2 ასევე, პოლიციის თანამშრომლები ძალადობის ყველა შემთხვევაში, დეტალურად სწავლობენ წარსულში დაფიქსირებულ მომართვებსა და თითოეულ მათგანზე განხორციელებულ რეაგირებას. მონიტორინგის პროცესი ასევე იძლევა საშუალებას, რომ სამართალწარმოება იყოს მსხვერპლზე და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რომელიც ეხება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებას,აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, მყისიერად ატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2022-2023 წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული. პოლიციელის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს გენერალური პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. 3 II კითხვა: რა ღონისძიებებს ატარებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე? აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემულია ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ზოგიერთ შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახის განსაზღვრის შესახებ“. აღნიშნული ბრძანების თანახმად, თუ სამინისტროს მოსამსახურის მიმართ ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის გამო, გამოცემულია შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, დისციპლინური სახდელის სახედ განსაზღვრულია სამსახურიდან დათხოვნა. 2022-2023 წლებში, 12 თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებულ იქნა სამსახურიდან დათხოვნა. გარდა აღნიშნულისა, თუ პოლიციელის მიერ ჩადენილ ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. 4 III კითხვა: თანამშრომლობთ თუ არა სხვა სამინისტროებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით? სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე რეაგირების, ასევე, პრევენციის მიმართულებით. ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, არაერთი ცვლილება განხორციელდა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კერძოდ:  ცალკეული დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა გენდერის ნიშანი და გამკაცრდა სასჯელი;  გაიზარდა ოჯახში ძალადობისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა;  სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა;  გამკაცრდა სასჯელთა ზომა სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ , ასევე დაიწყო მსჯავრდებულ და უფლებაჩამორთმეულ პირთა მონიტორინგი. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის პროცედურებს. 2021 წელს, ზემოაღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება და განისაზღვრა, პრევენციულ ღონისძიებებზე განმახორციელებელი უწყებების ჩამონათვალი, რომელთა შორის, უდიდესი როლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია. უწყებების დროული, საქართველოს კოორდინირებული მთავრობის 2024 წლის საქმიანობა, 22 იანვრის ასევე, განისაზღვრება №14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა რეფერირების პროცედურებით“. 5 და რეაბილიტაციის ეროვნული უწყებათა კოორდინირებულ მუშაობას ასევე განსაზღვრავს 2016 წლის „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სუბიექტებს ავალდებულებს სამართალდამცავი უწყების ინფორმირებას. აღნიშნული კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების, როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, ასევე, რეაგირების კუთხითაც. მაგალითისთვის, არასრულწლოვნის ქორწინების იძულების, ქორწინების ან ოჯახში ძალადობისას, მნიშვნელოვანია დროული კომუნიკაცია ისეთ უწყებებს შორის, როგორიცაა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ადგილობრივი ოკუპირებული თვითმმართველი ტერიტორიებიდან დევნილთა, ერთეულები შრომის, ან საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები. საგულისხმოა, რომ რეფერირების ფარგლებში, სერვისების მიწოდების ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად. 2017 წლიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მოქმედებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. აღნიშნული კომისია აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ორგანოებისთვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად წარმოადგენს მომიჯნავე განხორციელებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. სამინისტროსთვის მნიშვნელოვან მიმართულებას სამინისტროებთან, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში. 6 გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, , ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, წლებია ტარდება საინფორმაციო კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეები, საქართველოს მასშტაბით, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასა და პროექტს ახორციელებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად ერთვება „თანასწორობის კვირეულსა“ და „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიაში“. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, მონაწილეობდნენ სხვა უწყებებისა და პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შვედეთის სამეფოს საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებულ შეხვედრებში. აღნიშნული კამპანიების ფარგლებში, 2023 წელს ჩატარდა 80-მდე შეხვედრა, რასაც დაესწრო 2 300-ზე მეტი ადამიანი. 7 IV კითხვა: გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე მოწმისა და დაზარალებულთა კოორდინატორების საქმიანობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლიდან მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორის ფუნქციებია: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, მსხვერპლის მხარდაჭერის მიზნით, პრიორიტეტულად მუშაობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს კოორდინატორებმა მხარდაჭერა გაუწიეს 2 307 პირს, რა დროსაც, განახორციელეს მოწმის, მსხვერპლისა და დაზარალებული პირების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და თითოეულ მათგანს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სხვა არსებული სერვისების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს. აღნიშნული ცვლილების მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მისი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად აღსრულდეს. 8 V კითხვა: გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გაწეული საქმიანობის შესახებ. იგეგმება თუ არა დეპარტამენტის გაძლიერება ადამიანური რესურსებით? საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს. დეპარტამენტი, მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს, აგრეთვე, ტენდენციებზე დაკვირვების, მიგნებების, გამოწვევების იდენტიფიცირების შედეგად, გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი განხორციელდა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 5 000მდე, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის 500-მდე სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ დისკრიმინაციის ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებს, აღრიცხავენ და წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მემორანდუმის ფარგლებში. დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები: 2021 წელს − აღრიცხულია, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი 1 703 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1 394 საქმეზე გამოკვეთილია გენდერის ნიშანი. 2022 წელს − 1 802 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1 579 გენდერის ნიშანი გამოიკვეთა. 9 2023 წელს − 1 806 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1 653 საქმეში იკვეთება გენდერის ნიშანი. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებში. მათ მიერ პოლიციის შემუშავებული ათასობით სხვადასხვა თანამშრომელი, კურსის მათ მიხედვით, შორის, გადამზადებულია მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები. მაგალითისთვის, 2023 წელს, დეპარტამენტის ჩართულობით გადამზადდა 2 000-ზე მეტი სამართალდამცავი. ასევე, შემუშავებულია 20-ზე მეტი რეკომენდაცია. 2023 წლის მაისიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, შემაკავებელი ორდერი, რისკების შეფასების ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი შეიცვალა, რამაც მეტ მსხვერპლს მისცა საშუალება, გამოიყენოს ძალადობის პრევენციის მექანიზმი. ცვლილებების პროცესს წინ უძღოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან. ცვლილებების პოზიტიური შედეგები ნათლად აისახა სტატისტიკურ მონაცემებში, მაგალითად თუკი 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე − 44 შემთხვევაში დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა, 2023 წლის პირველი მაისიდან 2024 წლის მარტის თვის ჩათვლით ციფრი 134-მდე გაიზარდა. 10 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის დასკვნაში, დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გაძლიერებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში, დეპარტამენტების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სახის სტრუქტურული რეფორმები. რამდენიმეწლიანი საქმიანობის შედეგად, აღნიშნულ დეპარტამენტშიც გამოვლინდა საჭიროება ჩატარებულიყო ფუნქციონალური ანალიზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება დეპარტამენტის რეფორმირება. მათ შორის, იგეგმება დეპარტამენტის მანდატის ზრდა. უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტს დაემატება ახალი ფუნქცია − სამინისტროს შიგნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგი და ამ მიმართულებით პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ასევე, დეპარტამენტს შეუერთდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. აღნიშნული ცვლილებების უზრუნველსაყოფად დეპარტამენტში მათ შორის, იგეგმება ადამიანური რესურსების ზრდა. 11 VI კითხვა: უკანასკნელი წლების განმავლობაში რა ღონისძიებები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გაატარა თქვენმა უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით? ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მუდმივ რეჟიმში იმართებოდა ნარკორეალიზატორებთან ბრიფინგები ბრძოლის ნარკოდანაშაულისა მიმართულებით და განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. კრიმინალურ-დოკუმენტურ სერიალ − „პოლიციის ფაილების“ არაერთი სერია მიეძღვნა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას, მის შედეგებს, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მიღებულ ზიანს და საფრთხეებს, სერიებში განხილული იყო, როგორც კომპლექსურად ჩატარებული ოპერაციები, ასევე, ნარკორეალიზატორებთან წარმატებული ბრძოლის შედეგების საფუძველზე არაერთი ნარკორეალიზატორის დაკავების ფაქტი. საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო ევროკავშირის მხარდაჭერით და მომზადდა რადიო ეთერი მხატვრული დაეთმო. და ასევე, გრაფიკული ვიდეორგოლები, საინფორმაციო ბანერები, რომელმაც მოიცვა, როგორც სატელევიზიო სივრცე, ასევე, სოციალური ქსელი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში, 5000-მდე მოსწავლესთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებთან განიხილავდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების საფრთხეებსა და მძიმე შედეგებს. გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე საუბარი გაიმართა საზაფხულო ბანაკებში, სადაც სხვა თემებთან ერთად ნარკოტიკების საკითხი აქტუალური იყო. ბანაკებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეული ხასიათი ჰქონდა. 12 VII და VIII კითხვა: უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოებაში განსაკუთრებით გამწვავდა წუხილი, თბილისის მასშტაბით კონკრეტულ ტერიტორიებსა და საცხოვრებელ კორპუსებში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და დატოვების გახშირებულ შემთხვევებზე. აღნიშნულს კი მოსახლეობა, იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ბავშვები, ცხადად აღიქვამენ და აანალიზებენ. მოსახლეობაში გამძაფრებული წუხილის საპირწონედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვერ ხერხდება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. შესაბამისად, გთხოვთ განმარტოთ რა მიზეზებია, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უმკლავდება ნარკოტიკების გასაღებისა და გავრცელების მზარდ ტენდენციას; გაქვთ თუ არა შემუშავებული სამოქმედო გეგმა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება/გავრცელების პრევენციის მიმართულებით? საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას. იგი მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა. უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, რა თქმა უნდა, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა. 13 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან მიმართებით. აღნიშნულს ადასტურებს, მათ შორის, 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც გამკაცრდა კანონით დადგენილი სასჯელის ზომა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მიმართ. ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა, კერძოდ: ● 2020 წელს ბრალი წარედგინა 71 ნარკორეალიზატორს; ● 2021 წელს − 136 ნარკორეალიზატორს; ● 2022 წელს − 202 ნარკორეალიზატორს; ● 2023 წელს − 284 ნარკორეალიზატორს. ასევე, გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, კერძოდ: ● 2020 წელს გამოვლინდა 3 452 ნარკოტიკული დანაშაული; ● 2021 წელს − 3 873 დანაშაული; ● 2022 წელს − 5 471 დანაშაული; ● 2023 წელს − 6 594 დანაშაული. პოლიციამ 2023 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: ● 84 კილოგრამი ჰეროინი; ● 20 კილოგრამი ალფა პვპ; ● 9 500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი; ● 2,5 კილოგრამი კოკაინი; ● 4 კილოგრამი მეფედრონი; ● 2.5 კილოგრამი მდმა; ● 304 კილოგრამი მარიხუანა; ● 4 ტონამდე მცენარე კანაფი; ● 13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები; ● 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მიერ ლიბერალური პოლიტიკის გატარება. 14 საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მათი მხრიდან წარდგენილი არაერთი საკონსტიტუციო სარჩელიც. აღნიშნულის შედეგად, საკანონმდებლო დონეზე ლიბერალური მიდგომები დამკვიდრდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიმართ, განსაკუთრებით, მცენარე კანაფის/მარიხუანის მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მიმართ, მაგალითად:  აიკრძალა 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის გამოყენება, აგრეთვე, 151 გრამამდე მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის პატიმრობის გამოყენება.  მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის და შეძენა-შენახვისათვის აიკრძალა, როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გამოყენება.  კერძო სივრცეში მარიხუანის მოხმარება გახდა ლეგალური, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარიხუანას მოხმარების შემცირების მიზნით ქმედითი მოხმარება ნაბიჯების გადადგმის სანქცირებას არასრულწლოვნის შესაძლებლობას ექვემდებარება თანდასწრებით, მხოლოდ უსპობს. მარიხუანას საჯარო სივრცეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და სხვა სპეციფიკურ გარემოებებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. თუმცა, უწყების მხრიდან დანაშაულზე რეაგირება ვერ იქნება ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. საჭიროა, საზოგადოების და შესაბამისი უწყებების კომპლექსური ჩართულობა, როგორც ნარკოტიკების მავნე ზეგავლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ისე, მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით. 15