საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ვოლსკის წარდგინება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი კალანდარიშვილის და კომისიის წევრების თანამდებობებზე ასარჩევად მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი ვოლსკი
ნომერი
#2-5435/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ვოლსკის წარდგინება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი კალანდარიშვილის და კომისიის წევრების თანამდებობებზე ასარჩევად მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-12
ბიუროს ნომერი 343

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ გიორგი ვოლსკის ბატონო გიორგი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2111 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოგიდგენთ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე ასარჩევად – მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს. (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი 16 ფურცლად და კანდიდატების შესახებ დოკუმენტაცია 195 ფურცლად თან ერთვის.) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 მარტის N 1/53/24 ბრძანებით შექმნილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ზვიად გაბისონია
წარდგინება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-5435/24 11-04-2024 საქართველოს პარლამენტს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2111 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების შესაბამისად: ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოგიდგენთ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას; ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე ასარჩევად წარმოგიდგენთ შემდეგ კანდიდატურებს: ბ.ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის იმ თანამდებობაზე ასარჩევად, რომელზედაც არჩეულია მაია ზარიძე, წარმოგიდგენთ მაია ზარიძის კანდიდატურას; ბ.ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის იმ თანამდებობაზე ასარჩევად, რომელზედაც არჩეულია გიორგი შარაბიძე, წარმოგიდგენთ გიორგი შარაბიძის კანდიდატურას; ბ.გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის იმ თანამდებობაზე ასარჩევად, რომელზედაც არჩეულია გია ცაცაშვილი, წარმოგიდგენთ გია ცაცაშვილის კანდიდატურას. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ვოლსკი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge