საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-2/360; 29.12.2023) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-15
ბიუროს ნომერი 344
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-5478/24
12-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 11 აპრილს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტების: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/360; 29.12.2023) განხილვის ვადის გადაწევის
შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება ერთი თვით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-5338/24
11-04-2024
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონო დავით,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მიმდინარე წლის 10 აპრილამდე დაევალა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტების: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/360; 29.12.2023) განხილვა და დასკვნის
პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად, კანონპროექტზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შეჯერების
მიზნით, გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული კანოპროექტის განხილვის
ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და ვადა გააგრძელოთ ერთი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ხატია წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge