საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გოჩა ენუქიძის, ანტონ ობოლაშვილის, რატი იონათამიშვილის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის და ირაკლი კირცხალიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/339; 21.06.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-15
ბიუროს ნომერი 344
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-5479/24
12-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 12 აპრილს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გოჩა ენუქიძის, ანტონ
ობოლაშვილის, რატი იონათამიშვილის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილისა და ირაკლი
კირცხალიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ”,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”,
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”,
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”,
„შრომის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე” (№07-3/339; 21.06.2023) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ,
უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-5459/24
12-04-2024
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონო დავით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 26 ივნისის N270/1
გადაწყვეტილებით
ჯანმრთელობის
დაცვისა
და
სოციალურ
საკითხთა
კომიტეტი
განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით
სონღულაშვილის, გოჩა ენუქიძის, ანტონ ობოლაშვილის, რატი იონათამიშვილის, რამინა
ბერაძის, ირმა ზავრადაშვილისა და ირაკლი კირცხალიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტროქსელის მოწყობისა და
ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ და გამომდინარე პროექტებზე (№07-3/339;
21.06.2023). კანონპროექტების განხილვის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 24 აპრილი.
ობიექტურ მიზეზთა გამო, ვერ ხერხდება ხსენებული საკითხის ზემოთ მითითებულ
ვადაში განხილვა. გთხოვთ უზრუნველყოთ კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელება
30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge