საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი) მიერ წარმოდგენილ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (№1-13389/23; 13.10.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-15
ბიუროს ნომერი 344
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2-5531/24
15-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების
მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი) მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13389/23; 13.10.2023).
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტმა 2024 წლის 10 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო წინადადება.
I . საკანონმდებლო წინადადების არსი
საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით და მისი მიზანია:
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის
განვითარება; მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების
დანერგვა;
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
კურსდამთავრებულთა
დასაქმების გაუმჯობესება, პროფესიული განათლების სფეროს დაფინანსების მოდელის
სრულყოფა; პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ზოგადი განათლების
დაუფლება.
II. კომიტეტის პოზიცია
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის მიერ 2021 წლის 26 მარტს და 2021
წლის 14 ივლისს განხილული სამი საკანონმდებლო წინადადების (საქართველოს კანონის
პროექტი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და
დამატებების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი ,,დუალური პროფესიული
განათლების შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი ,,პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“) იდენტური
ვერსიაა, რომელშიც იგივე საკითხებია ასახული რაც ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო
წინადადებებში.
2021
წელს
კომიტეტმა
დეტალურად
შეისწავლა
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული ცვლილებები. კანონპროექტებზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მთავრობის უარყოფითი დასკვნა. კომიტეტმა თავის დასკვნაში ამომწურავი პასუხი გასცა
კანონპროექტებში ასახულ ყველა საკითხს და მიუღებლად ცნო იგი.
წინამდებარე კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისეთ ნოვაციას, რომ სისტემურად
გაუმჯობესდეს ,,პროფესიული განათლების შესახებ“ კანონი. კანონპროექტის ცალკეული
ნორმები წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო ზოგიერთი ნორმა უკვე
ასახულია
კანონში
საქართველოს
ან
კანონში
შესაბამისი
ამჟამად
ცვლილება
განხილვის
,,პროფესიული
პროცესშია.
განათლების
ამდენად,
შესახებ“
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება ამჯერადაც მიუღებელია.
აქვე
აღვნიშნავთ,
რომ
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
კომიტეტის
წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლებზეც
შესაძლებელია გაგრძელდეს მუშაობა და შეთანხმების შემთხვევაში ზემოხსენებული
საკითხები აისახოს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივაში.
III. დასკვნითი ნაწილი
ზემოაღნიშნული დათქმით კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
მიუღებლად ცნო.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე