საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ „ადამიანის უფლებების დასაცავად სუროგაციის შეზღუდვის შესახებ“ (№1-15037/23; 27.11.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5539/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-15
ბიუროს ნომერი 344

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5539/24 15-04-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქის დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე „ადამიანის საკანონმდებლო უფლებების დასაცავად სუროგაციის შეზღუდვის შესახებ“ (№1-15037/23; 27.11.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 12 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადამიანის უფლებების დასაცავად სუროგაციის შეზღუდვის შესახებ“ (№1-15037/23; 27.11.2023). საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ „ადამიანის მშობელი არის დედა და მამა“, მიიჩნევს, რომ „ბავშვის სუროგაციის გზით ჰომოსექსუალი წყვილებისთვის გაშვილება არის ბავშვის ბუნებრივი უფლებების დარღვევა“ და ითხოვს გაიმართოს მსჯელობა „სუროგაციის გზით ბავშვის უცხოელი ჰომოსექსუალი წყვილებისთვის გაშვილების აკრძალვის შესახებ“. საკითხის განხილვისას კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარე წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის 81 წევრის მიერ წარდგენილ იქნა კონსტიტუციური კანონების პროექტები: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტმა აღნიშნა, რომ დასახელებული ინიციატივა მიზნად ისახავს ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებასაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად იგივე საკითხებზე ცალკე მსჯელობა სხვა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ფორმატში და შესაბამისად, უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქის დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო სუროგაციის შეზღუდვის შესახებ“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი წინადადება „ადამიანის უფლებების დასაცავად