საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილი
ნომერი
#1-4581/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-15
ბიუროს ნომერი 344

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412405141224 15.04.2024 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა შესახებ კანონში შინაარსი: პარლამენტის რეგლამენტის 150-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. ვითხოვ შეტანილ იქნეს მოსამართლეთა შესახებ კანონშიასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვილებები:- მოსამართლეები სისხლის სამართლებრივად აგებდნენ პასუხს თავიან უსამართლო გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვილება ევროპის არაერთ ქვეყანაშია მიღებულიდა ფართოდ გავრცელებული რაც აუმჯობესებს სასამართლოდა მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობას. ახლახანს მქონდა პროცესი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები რევაზ ნადარაია თეა ზიმისტარაშვილიდა გოჩა აბუსერიძე, ზემოხსენებულმა მოსამართლეებმა საერთოდ არ გამოიკვლიეს საქმის მასალები გამუდმებით მაწყვეტინებდნენ საუბარს და გათამამებული დაუსჯელობის სინდრომით ყოვლად ამორალური ბინძური უსამართლო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს რომელიც არსად არ საჩივრდება ამასთანავე ზემოხსენებულ მოსამართლეებს სამოსამართლეო გამოცდებიც არ აქვთ ჩაბარებულიდ ამათი დიპლომების ხარისხი დიდ ეჭვს ბადებს. პატივისცემით, ლაშა ჯანიბეგაშვილი პ. # მობილური: + ელფოსტა: