საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 10-14 აპრილს, ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-16
ბიუროს ნომერი 345
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-5610/24
16-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ 2024 წლის 10-14 აპრილს, ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ
ვენაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშს.
დანართი: „3“ ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო
ბოლქვაძის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში.
2024 წლის 10-14 აპრილი
დელეგაციის შემადგენლობა:
ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
მოკლე რეზიუმე:
2024 წლის 10 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში, საქართველოს საელჩოს მოწვევის საფუძველზე იმყოფებოდა ავტრიის
რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო
ბოლქვაძე
შეხვდა ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების
სამინისტროს
საერთაშორისო
კულტურის
ურთიერთობების
სექციის
ხელმძღვანელ კრისტოფ ტუნ ჰოჰენშტაინს. ავსტრიის პარლამენტის კულტურის
კომიტეტის
ხელმძღვანელ,
ევა
ბლიმლინგერს.
ავსტრიის
პარლამენტში
საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, ანდრეას მინიხს და კულტურის
ფედერალურ
სამინისტროში,
ევროპისა
და
საერთაშორისო
კულტურის
პოლიტიკის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლებს.
ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და ავსტრიის
რესპუბლიკას
შორის
კულტურული
ურთიერთობების
გაღრმავება
და
თანამშრომლობის განვითარება.
საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა,
შეხვედრა შედგა ქ.ვენის მუსიკალური უნივერსიტეტის MDW რექტორთან, ულრიკე
სიჩთან
და
ვიცერექტორთან,
იოჰანეს
ასევე დაესწრო ქართული ფილმების რეტროსპექტივის გახსნას ვენაში.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და განხილული საკითხები:
მაისლთან.
11 აპრილი - შეხვედრა კულტურის ფედერალურ სამინისტროში, ევროპისა და
საერთაშორისო
კულტურის
პოლიტიკის
აღმასრულებელი
რგოლის
წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2015 წელს ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის
ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ
ურთიერთგაგების მემორანდუმზე და განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრას
ესწრებოდა
ავსტრიის
რესპუბლიკაში
საქართველოს
საგანგებო
და
სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი.
11 აპრილი - შეხვედრა ქ.ვენის მუსიკალური უნივერსიტეტის MDW რექტორთან ულრიკე
სიჩთან და ვიცერექტორთან იოჰანეს მაისლთან
საუბარი შედგა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ კულტურის სფეროს
სამართლებრივი სივრცის დახვეწის სამუშაო ნაბიჯებზე და სახელოვნებო განათლების
რეფორმის აუცილებლობაზე.
ავსტრიულმა მხარემ მზაობა გამოთქვა სახელოვნებო განათლების რეფორმის იმპლემენტაციის
პროცესში მონაწილეობასა და თანამშრომლობაზე.
12 აპრილი - შეხვედრა ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების
სამინისტროს საერთაშორისო კულტურის ურთიერთობების სექციის ხელმძღვანელთან,
კრისტოფ ტუნ ჰოჰენშტაინთან
საუბარის მთავარი თემა იყო ავსტრიაში მოქმედი კულტურის სტრატეგიის პროგრამა და
ინოვაციური ხედვები კულტურის სფეროში - ამ მხრივ, მხარეებმა განიხილეს ციფრული
მექანიზმების დანერგვის აუცილებლობა. შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაესვა კულტურის
დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესებში.
შეხვედრას
ესწრებოდა
ავსტრიის
რესპუბლიკაში
საქართველოს
საგანგებო
და
სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი.
12
აპრილი
-
შეხვედრა
ავსტრიის
პარლამენტის
კულტურის
კომიტეტის
ხელმძღვანელთან, ევა ბლიმლინგერთან
ავსტრიელმა კოლეგამ ისაუბრა კულტურის სფეროს საკანონმდებლო ინიციატივების და
კანონების ინპლემენტაციის დაჩქარებულ მექანიზმებზე. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის
პარლამენტმა პანდემიის დროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული
წესით მიიღო და შეიქმნა ხელოვანთა დახმარების სპეციალური ფონდი.
ევა ბლიმლინგერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო
ურთიერთთანამშრომლობას
და
საქართველოსთვის
ევროკავშირის
წევრობის
კანდიდატის მინიჭების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს იუნესკოსთან მუშაობის სპეციფიკა და ძირითადი
მიმართულებები კრიტერიუმების განვითარების კითხით.
შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი.
13 აპრილი - ოფიციალური ვახშამი ავსტრიის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელთან ანდრეას მინიხთან და ელჩთან ქეთევან ციხელაშვილთან
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, გააცნო საქართველოს
პარლამენტის
კულტურის
კომიტეტის
საქმიანობა
და
ყურადღება
გაამახვილა
საქართველოში სახელოვნებო განათლების სფეროს საკანონმდებლო ბაზის დახვეწის
საკითხზე და აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
მან
ასევე
ხაზი
ხელმისაწვდომობის
გაუსვა
სახელოვნებო
მნიშვნელობას
და
განათლების
ისაუბრა
გაუმჯობესების
საქართველოში
და
დაგეგმილ
რეფორმებზე.
შეხვედრისას გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.