„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.04.2024
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/379/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 340020000.05.001.018491) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში − სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ჯიში, რომელიც ეროვნულ კატალოგშია შეტანილი;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანა და ამოღება ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით, ეროვნული კატალოგის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. კულტურათა ნუსხას, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიშები;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რომელიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას და რომლის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა დამაკმაყოფილებლად არ არის შეფასებული;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, 2024 წლის 1 ივნისამდე დადგენილებით დაამტკიცოს სასოფლოსამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ნუსხა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ამჟამად არსებული საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ყველა სასოფლოსამეურნეო კულტურათა, მათ შორის როგორც მრავალწლოვანი ისე ერთწლოვანი კულტურების გამოცდას სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე (VCU). საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მრავალწლოვანი კულტურები, ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებიდან უმრავლესობა არ ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე (VCU) გამოცდას. ეს განპირობებულია იმ ფაქტორებით, რომ მრავალწლოვანი კულტურების სასოფლოსამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდა საჭიროებს 5-დან 10 წლამდე პერიოდს, ახალი სელექციური ჯიშები, რომლებიც ძირითადად იწარმოება ევროპის და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ვერ მოასწრებს ვერც წარმოშობის ქვეყანაში და ვერც საქართველოში გავრცელებას, ისე ჩნდება ბაზარზე უკვე გაუმჯობესებული ახალი ჯიშები. შესაბამისად, ჯიშების შერჩევა, სარგებლიანობაზე გამოცდის გარეშე, მინდობილია მეწარმის პროფესიონალიზმზე და მისი პასუხისმგებლობა და მისი რისკია. რაც შეეხება ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჰიბრიდების მშობელ ფორმებს (ინბრიდ ხაზებსა და ფორმებს), მათ არ გააჩნიათ სამეურნეო ღირებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება საერთაშორისო პრაქტიკა დანერგილი იქნეს საქართველოშიც და საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლებამოსილება, განსაზღვროს სავალდებულო სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, ისევე როგორც დღეს საქართველოს მთავრობა ადგენს სავალდებულო სერთიფიცირებას დაქვემდებარებულ კულტურათა ნუსხას. აღნიშნული მოქნილს გახდის როგორც პრიორიტეტების განსაზღვრის, ისე ახალი ინტენსიური ჯიშების ბაზარზე სწრაფი გავრცელების პროცესს. ამავდროულად, ხელი შეეწყობა სელექციის სფეროში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, სასოფლოს-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ქვეყანაში გასავრცელებლად დაშვება რეგულირდება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების შეტანა აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დარეგულირდება და გამარტივდება სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების საქართველოში გასავრცელებლად დაშვების პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს საქართველოში შემოიტანონ და გაავრცელონ სხვა ქვეყნებში გამოცდილი ახალი, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის იმ მუხლებში/პუნქტებში, რომელიც არეგულირებს ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის საკითხებს. კერძოდ, ცვლილება შედის კანონის: - მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში და ახალი რედაქციით ყალიბდება ტერმინი გასავრცელებლად დაშვებული ჯიში. - ახალი რედაქციით ყალიბდება მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ეროვნულ კატალოგში ჯიშის შეტანა და ამოღება განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ეროვნული კატალოგის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე (ეროვნული კატალოგის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი). - მე-4 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმადაც, იმ კულტურათა ნუსხას, რომელთა ჯიშებიც დაექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას, დაადგენს საქართველოს მთავრობა. - ხდება მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღება, ვინაიდან, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია, აისახა ამავე მუხლის პირველ პუნქტში. - მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და ზუსტდება, რომ სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიში შეიძლება, პირდაპირ შეტანილი იქნეს ეროვნულ კატალოგში. - მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში დაზუსტდა, რომ ეროვნულ კატალოგში არ შეიტანება ისეთი ჯიში, რომელიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას და გამოცდის შედეგი უარყოფითია. კანონპროექტის მე-2 მუხლი საქართველოს მთავრობას ავალებს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2024 წლის 1 ივნისამდე დადგენილებით დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას დაქვემდებარებული კულტურათა ნუსხა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას დროულად განესაზღვროს საკანონმდებლო საფუძველი, რათა მიიღოს კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე, მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დღეისათვის კულტურათა ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდა სავალდებულო არ არის, ხორციელდება ნებაყოფლობით და არის უფასო. მას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ უფლებამოსილი ერთი კერძო სამართლის იურიდიული პირი - შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“, რომელის წილის 100%-ის მესაკუთრეა სახელმწიფო და იგი მართვის უფლებით გადაცემულია სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება ის კულტურები რომელთა ჯიშებიც დაექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას. ამ ეტაპზე საფასურის დაწესება არ იგეგმება მაგრამ მომავალში შეიძლება დადგენილი იქნეს რაც ფინანსურ გავლენას მოახდენს ამ სფეროში ჩართულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში დაწესდება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის საფასური, გავლენა როგორც ამ მომსახურების მიღების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირების ხარჯებზე, ასევე მომსახურების მიმწოდებელი უწყების შემოსავლებზე დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ განსაზღვრულ გამოცდას დაქვემდებარებული კულტურათა სიაზე და საფასურის ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. ამასთან, კანონპროექტის მიღება არ რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. მრავალმხრივ უკავშირდება გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF-ის) კავკასიის პროგრამოფისის ტექნიკური ხელშეწყობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.