„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.04.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/381/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ.69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის ჰ31 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ31) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი (გარდა EASA-ს მიერ სერტიფიცირებული საფრენი აპარატისა), რომელშიც არის არაუმეტეს 2 სავარძლისა და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს და რომლის კლასიფიცირებას და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.“. 2. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-17 ნაწილები: „10. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს ჩაუტაროს ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება. 11. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემოწმებით (ტესტირება), სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით (შემდგომში – ალკოტესტის აპარატი). 12. ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება ეკიპაჟის წევრის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია პირის ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. ეკიპაჟის წევრმა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით ალკოტესტის აპარატში ჰაერის ნაკადის უწყვეტი ამოსუნთქვა, აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე. 13. ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2-ის და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას. 14. ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუ ალკოტესტის აპარატზე დაფიქსირებული პრომილეს რაოდენობა აღემატება სისხლში ეთანოლის 0,2-ს, ეკიპაჟის წევრი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მოსთხოვოს განმეორებითი ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ალკოტესტით, რომელიც უნდა განხორციელდეს პირველადი ტესტირების ჩატარებიდან არანაკლებ 15 წუთისა და არაუმეტეს 30 წუთის განმავლობაში. 15. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი თავს არიდებს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას ან/და ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას. 16. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტაროს ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში: ა) სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ და ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებში; ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში. 17. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას.“. 3. 212 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები.“. 4. 22-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არა უმეტეს ათასი კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდი, გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა, ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრირებას საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში.“. 5. 23-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. 291 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ტერიტორიაზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანაგადაზიდვის ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.“. 8. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც კომერციულ საჰაერო გადაყვანაგადაზიდვას ახორციელებს, საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმო, აეროდრომი, ვერტოდრომი, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი, საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი, შესაბამისი სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საავიაციო პერსონალი, ბორტკვების საწარმო, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.“. 9. 62-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. 64-ე და 65-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 11. 68-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღსანიშნავია, რომ მოქმედი საჰაერო კოდექსი, რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 1996 წელს, რიგ შემთხვევებში ვერ ასახავს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც აქტუალურია ავიაციისა თუ სხვადასხვა ტექნიკური მიმართლებების განვითარების, აგრეთვე კანონმდებლობის ცვლილებების გამო. ამდენად, კოდექსის მიახლოვება თანამედროვე სტანდარტებთნ მუდმივი და განგრძობადი პროცესია. მოქმედი კოდექსი განსაზღვრავს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებებს, რაც უზრუნველყოფს საავიაციო საქმიანობის ეფექტიან და სრულყოფილ ინპექტირებას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ფრენების უსაფთხოებას. კანონის მოქმედი რედაქცია აყალიბებს უფლებამოსილებებს, რაც ინსპექტორს საფუძლველს აძლევს, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, და ა.შ. თუმცა ინსპექტორს ამჟამად არ გააჩნია უფლებამოსილება, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი შეამოწმოს ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, რაც ქნის გარკვეულწილად ფრენის უსაფრთხოების რისკს. ამდენად, კანონს ემატება ინსპექტორის უფლებამოსილება, ეკიპაჟის წევრს ჩაუტაროს ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება. კერძოდ, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემოწმებით (ტესტირება), სპეციალური ხელსაწყოს (ალკოტესტის აპარატის) მეშვეობით. ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას, ხოლო ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუმცა ეკიპაჟის წევრი, თუ მას დაუფიქსირდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, უფლებამოსილია განმეორებით (15-დან 30 წუთის განმავლობაში პირველი ტესტირებიდან) მოსთხოვოს ინსპექტორს შემოწმება. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი თავს არიდებს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას ან ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება ტესტირების შედეგებს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტაროს ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში: ა) სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა“ და ბიუროს ტერიტორიული ორგანოებში; ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში. ამასთან, კოდექსი მიზნად ისახავს რიგ რედაქციული ხასიათს ცვლილებებს, მათ შორის, მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესედა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების ზედამხედველობის პროცესი და განხორციელდება რიგი რედაქციული ცვლილებები კოდექსიდან მოძველებული ნორმების ამოღების თუ ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება ფრენის უსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფილი იქნება ინსპექტირების პროეცესის დახვეწით, კერძოდ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მიენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება ალკოჰოლურ სიმთვრალეზე. ამასთან, კანონში შევა რიგი რედაქციული ცვლილებები, რაც უზრუნველყოფილი იქნება მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებით ან ცვლილებების შეტანით თანამედროვე მოთხოვნებთან კოდექსის ადაპტირების მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში და ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ: „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი, (გარდა EASA-ს მიერ სერტიფიცირებული საფრენი აპარატისა), რომელშიც არის არაუმეტეს 2 სავარძლისა და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს და რომლის კლასიფიცირებას და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.“. შესაბამისად, ახალი რედაქციით აღნიშნულ ტერმინს ემატება ბოლო წინადადება, რომელიც სააგენტოს მიანიჭებს უფლებამოსილებას, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითბული წონებისა, დამატებით განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 81 მუხლს ემატება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილება, ეკიპაჟის წევრს ჩაუტაროს ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება. კერძოდ, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემოწმებით (ტესტირება), სპეციალური ხელსაწყოს (ალკოტესტის აპარატის) მეშვეობით, ფრენის დაწყების წინ. ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას, ხოლო ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუმცა ეკიპაჟის წევრი, თუ მას დაუფიქსირდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, უფლებამოსილია განმეორებით (15-დან 30 წუთის განმავლობაში პირველი ტესტირებიდან) მოსთხოვოს ინსპექტორს შემოწმება. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი თავს არიდებს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას ან ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება ტესტირების შედეგებს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტაროს ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში: ა) სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა“ და ბიუროს ტერიტორიული ორგანოებში; ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში. ცვლილება შედის ასევე 212 მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც ყალიბდება ახალი რედაქციით: „სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები“. სიახლეს წარმოდგენილ ნორმაში წარმოადგენს პირველი წინადადება, რომელიც სააგენტოს მიანიჭებს უფლებამოსილებას, ფრენის სახეობიდან და საჰაერო ხომალდის მახასიათებლებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგინოს შემთხვევები, თუ რა სახის ექსპლუატაციაზე/ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმების (კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების) მოთხოვნები. კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის ცვლილების საფუძველზე, არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არა უმეტეს ათასი კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდი, გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა, ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრირებას საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში. გამომდინარე იქედან, რომ ყველა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომელიც წარმოებულია ქარხნული წესით თუ არასამრეწველო ხერხით, აღირიცხება სააგენტოში, საჭირო გახდა სათანადი ცვლილების შეტანა არსებულ ნორმაში. ცვლილება ეხება კოდექსის 23-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც აყალიბებეს საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდების ამოღების საფუველბს. ახალი რედაქციით განისაზღვრება, რომ საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღების ერთერთი საფუძველია უფლებამოსილი პირის (მესაკუთრე ან მის მიერ სათანადო უფლებამოისილებით აღჭურვილი პირი) მოთხოვნა, რაც შეესაბამება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, „გ“ქვეპუნქტი, რაც აპრიორი, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის გარეშე, არ წარმოადგენს საჰაერ ხომალდის რეესტრიდან სააგენტოს მიერ ამოღების საფუძველს, უფრო მეტიც, აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, მესაკუთრე (ან მის მიერ განსაზღვრული პირი) უფლებამოსილია შეინარჩუნოს შესაბამისი საჰაერო ხომალდი საქართველოს სახელმწიფო რეესტრში. წარმოდგენილი პროექტით ხდება 291 მუხლის ამოღება, რომელიც ეხება საავიაციო პერსონალის სპეციალურ და ფორმის ტანსაცმელს და ამ ტანსაცმლის ნიმუშების ნუსხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ. აღნიშნული ნორმა არის მოძველებული და არ ასახავს რეალობას. ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმები დგინდება უშუალოდ ავიაკომპანიის/საწარმოს მიერ, ამასთან ჰაერსანაორნო ინფორმაციის სამსახურის პერსონალი სპეციალურ ფორმას არ ატარებს. რედაქციული ცვლილება შედის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომელიც ასევე მოძველებულ ნორმას წარმოადგენს და ხდება მისი ჩამოყალიბება იმგვარად, როგორც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით. ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე ფრენის წესები დგინდება სააგენტოს ნორმატიული აქტით (საჰაერო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი) ხოლო საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს (საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის N196 დადგენილება). რედაქციული ცვლილება შედის აგრეთვე 56-ე მუხლში, რომელიც ეხება სერტიფიცერებას, კერძოდ იმ ობიექტების და პერსონალის დასახელებას, რაც ექვემდებარება სერტიფიცირებას სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. აღნიშნულ ჩამონათვალში ნაცვლად საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოსა, განისაღვრება საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმო, რომელიც აერთანებს როგორც საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს, ისე საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს. პროექტი ითვალისწინებს 62-ე, 64-ე, 65-ე მუხლების და 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამოღებას. 62-ე და 64-ე მუხლები არის მოძველებული, არსებულ სამოქალაქო კანონმდელობას აცდენილი ნორმები შინაარსობრივად, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრის დადგენისა და ჩარტერის ხელშერკრულებაში მხარეთა მიერ განსაზაღვრულ პირობებს, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობები წესრიგდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამდენად ამ ნორმების შინაარსი არ შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას და მათი არსებობა საჰაერო კოდექსში საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება 65-ე მუხლს, აღნიშნული მუხლი სრულებით ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და შეიცავს არასწორი შინაარსის ნორმებს, კერძოდ მფლობელის საჭიროებისთვის სახელმწიფო და ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდებით ფრენა არ არის შესაძლებელი და ეს ნორმა იმთავითვე არასწორ დებულებას შეიცავს, ფრენის ნებართვა კი პირდაპირ გათვალისწინებულია კანონდებლობით და ეს ჩანაწერიც არ ასახავს რეალობას. შესაბამისად, პროექტით ხდება 65-ე მუხლის ამოღება. 68-ე მუხლის მე-2 ნაწილიც ასევე მოძველებული ნორმაა, რომელიც დღეს უკვე ამ ფორმით არ მოქმდებეს და მგზავრის ინიციატივით ფრენაზე უარის თქმის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს მგზავრსა და ავიაგადამზიდველს შორის დადებული ხელშეკრულება, ავიაგადამზიდველის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად, შესაბამისად 68-ე მუხლი მიზანშეწონილია ამოღებულ იქნეს კოდექსიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისთვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული თანხების დაფინანსების წყაროა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი ცვლილების შემდგომ, ზემსუბუქი საჰაერო ხომელადების რეგისტრაცია ერთან საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ განხორციელდება, თუმცა მოხდება მათი აღრიცხვა ცალკე რეესტრში (რაც მსგავსი პროცედურაა, მხოლოდ რეესტრები გაიმიჯნა) რაც შეეხება საფასურს, ამ კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის რეგისტრაციის საფასური არც მანამდე იყო დადგენილი. შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით ფინანსურ გავლენას კანონპროექტი რეგისტრაციის განმახორციელებელ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე არ იქონიებს. კანონპროექტის მიღება იწვევს გავლენას შესაბამის საექსპერტო დაწესებულებების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ეკიპაჟის მიმართვიანობის გაზრდის შესაბამისად, გაიზრდება მათ მიერ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინსპექტორის მიერ შემოწმებისთვის შემთხვევაში გადახდილი თანხები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ სანქციებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმებისთვის, შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით, კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე გადამოწმების განხორციელებისთვის, გადამზადება ჩაუტარდება სააგენტოს იმ ინსპექტორებს, რომლებიც უშუალოდ ამოწმებს ეკიპაჟის წევრს საჰაერო ხომალდის ბაქანზე, ასეთ ინსპექტორი არის 3 ერთეული, რომლებიც გაივლიან შესაბამის სწავლებას. სწავლების სავარაუდო ხარჯი ჯამში შეადგენს საშუალოდ 3000 ლარს, რაც განხორციელდება მიმდინარე წლის განმავლობაში. შესაბამისად, კანონის მიღება გავლენას იქონიებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, რაც შეეხება ალკოტესტის ხელსაწყოს ხარჯს, ერთი ერთეულს ფასი შეადგენს საშუალოდ 2700 ლარს, ამასთან აღნიშნული მოწყობილობა გამოყენებული იქნება წლიურად არაუმეტეს 10 ერთეული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება იქონიებს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონი მხოლოდ წონის საფუძველზე მიიჩნევს 600 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე საჰაერო ხომალდს ზემსუბუქ საჰაერო ხომალდად (მიუხედავად იმისა, სერტიფიცირებული იყო თუ არა იგი), ვინაიდან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ზუსტდება და კონკრეტდება, რომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კატეგორიაში არ ექცევა სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდი, აღნიშნული საჰაერო ხომალდების მფლობელი პირები ერთმნიშვნელოვნად თავისუფლდებიან სერტიფიცირების საფასურისგან, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ევროპის საავიაციო უსაფრთოების სააგენტოსთვის (EASA). ამასთან, დამატებით ტექნიკური მახასიათებლები ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ განისაზღვრება სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ნორმატიული აქტით. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების შემდგომ, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია ერთან საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ განხორციელდება, თუმცა მოხდება მათი აღრიცხვა ცალკე რეესტრში (რაც მსგავსი პროცედურაა, მხოლოდ რეესტრები გაიმიჯნა) რაც შეეხება საფასურს, ამ კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის რეგისტრაციის საფასური არც მანამდე იყო დადგენილი. შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით ფინანსურ გავლენას კანონპროექტი პირებზე არ იქონიებს. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ეკიპაჟის წევრი უფლებამოსილია, სააგენტოს ინსპექტორის მიერ განხორციელებული ალკოჰოლური შემოწმების შედეგები გაასაჩივროს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში. შესაბამისად, კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას დაინტერესებულ ეკიპაჟის წევრზე, რომელიც დამატებით მიმართავს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას (როგორც სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სამართლის სუბიექტი) ამჯერად სააგენტოს ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგების გადასამოწმებლად (რამდენადაც, ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლზე შემოწმებას ამჟამად მხოლოდ ავიაკომპანიები ახორციელებენ, ცვლილების შემდგომ, ავიაკომპანიაც დარჩება უფლებამოსილი აღნიშნულ შემოწმებაზე და სააგენტოც) და გადაიხდის შესაბამის საფასურს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ სანქციებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმებისთვის, შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით, კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს პირთა ფინანსურ შედეგებზე. პირის სისხლში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის, ან მის მიერ შემოწმებაზე თვის არიდების შემთხვევაში მოხდება ერთჯერად აღნიშნული პირის რეისიდან ჩამოშორება. აგრეთვე, ხორციელდება კანონიდან 291 მუხლის ამოღება, რომელიც ადგენს მოთხოვნას ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმების ტარების შესახებ. ვინაიდან მითითებული ნორმა არის მოძველებული და არ ასახავს რეალობას და აღნიშნული დგინდება უშუალოდ ავიაკომპანიის/საწარმოს მიერ, ამასთან ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის პერსონალი სპეციალურ ფორმას არ ატარებს, ხდება მისი ამოღება. სწორედ ამ მიზეზით აღნიშნული ცვლილება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს შესაბამის პირთა მიმართ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დღეისთვის უკვე მოძველებული ნორმების 62-ე-64-ე და 68-ე მუხლების ამოღებას, ვინაიდან, სახელშეკრულებო ურთიერთობები წესრიგდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამდენად, ამ ნორმების შინაარსი არ შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას. ამასთან, იმის გათვალიწინებით, რომ ხსენებული ნომრები პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა და მათი ამოღება განპირობებულია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ იქონიებს გავლენას პირთა ფინანსურ შედეგებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.