„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.04.2024
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#07-3/439/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20 %-ს.“. მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2023 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა ანაზღაურებადი გახდა, რაც ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებათა სისტემაში შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდა, ენერგიული კადრების მოზიდვას. ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ გამოითქვა მოსაზრება საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის შესახებ. ცალკეულ სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვთ პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების მაღალ ჩართულობას ითვალისწინებს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში იწყება მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული, აღნიშნული ფესტივალი შეეხება ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს. ასევე, გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები. ყველა ეს კომპონენტი არის იმის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს ეს სერვისი და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული ამ მიმართულებით. ამ პოლიტიკის ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი საკითხია სტუდენტთა სტაჟირება. აღნიშნული ეხმიანება ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარების სურვილს, რაც თანხვედრაშია ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებაში ჩართვის ინიციატივასთან. სტაჟიორებისათვის დადგენილი 10%-იანი შეზღუდვის, 20%-მდე გაზრდის შემთხვევაში გაიზრდება სტაჟიორთა რიცხოვნობა, რაც შესაძლებლობას მისცემს საჯარო დაწესებულებებს, უფრო მეტ ბენეფიციარს შესთავაზონ სტაჟირების პროგრამა. სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა, არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც საჯარო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სახელმწიფოს ინტერესია ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო განვითარება, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ანაზღაურებადი სტაჟირება, ისევე, როგორც ამ მიზანს ემსახურება აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ორივე კანონპროექტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდისთვის, საჭიროა აღნიშნული ცვლილების განხორციელება, შედეგად ანაზღაურებადი სტაჟირების უფლებით უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს, რაც მეტად კონკურენტუნარიანს გახდის საჯარო სამსახურს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეგულაციის შემუშავება, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს საჯარო დაწესებულებას მიიღოს მეტი მოტივირებული სტაჟიორი, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდებს გაუჩენს მოტივაციას კონკურენტუნარიან გარემოში წარმატებით ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საჯარო დაწესებულებები შეძლებენ მეტი სტაჟიორის აყვანას, კერძოდ, დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10 %-ს, აღნიშნული ცვლილების შედეგად კი, 10%-იანი შეზღუდვა შეიცვლება - 20%-ით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურებად სტაჟიორთა რიცხოვნობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10% - ს, იცვლება 20%-ით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლისა, რომლის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 1 ივლისი, რამდენადაც აუცილებელია მოხდეს ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიზნებიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორების რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტაჟიორის შემთხვევაში აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ანაზღაურებად სტაჟიორთა გაზრდილი რიცხოვნობის შედეგად გაიზრდება მათ მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნული გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ანაზღაურებად სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასა და მათ რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ზეგავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც დაკავშირებული იქნება, საჯარო დაწესებულებაში დასასაქმებელ ანაზღაურებადი სტაჟიორების რაოდენობის ზრდასთან, დამატებით ინვენტარის გამოყოფასთან, შრომის ანაზღაურების ოდენობასთან, ასევე საპენსიო სქემაში მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯებთან. საჯარო დაწესებულებებში დღეის მდგომარეობითაც არაერთი სტაჟიორი საქმიანობს, ისინი აღჭურვილნი არიან შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. თუმცა, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება საჯარო დაწესებულებებში მიღებულ სტაჟიორთა რაოდენობაზე და იმ საჭიროებებზე, რომლებსაც სტაჟიორთა გაზრდილი რაოდენობა ითვალისწინებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსური ვალდებულებების აღებას. სახელმწიფო მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საჯარო დაწესებულებებში მიღებულ სტაჟიორებზე. იმდენად, რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტის შედეგად უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე შეფასება: კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“.