„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.04.2024
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#07-3/439/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 841 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის 51-ე, 56-ე, მე-60, 66-ე, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება.“. 2. 1261 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა, ასევე, ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტაჟიორების შემთხვევაში 51-ე და 66-ე მუხლებისა, 841 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და 61 პუნქტებისა და 842 მუხლისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა გახდა ანაზღაურებადი. ანაზღაურებადი სტაჟირება ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებათა სისტემაში, შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდა, ენერგიული კადრების მოზიდვას. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილების შედეგად, საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც დაეხმარებათ საჯარო უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებაში. აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებებში იზრდება სტაჟიორთა ოდენობა, კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20 %-ს, ნაცვლად 10%-ისა. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების მიმართულების გაძლიერება და იმგვარი საფუძვლის შექმნა, როდესაც სტაჟირების პროცესში სტაჟიორები თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სტაჟიორს, გახდეს დარგის სპეციალისტი. სწორედ ამ საკითხის რეგულირების მიზნით, საჭიროა სტაჟიორის სამსახურეობრივ მივლინებაში მონაწილეობის შესაძლებლობის არსებობა, რა დროსაც ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა და თეორიული ცოდნის გაღრმავება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, სტაჟიორზე არ ვრცელდება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული მივლინებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მუხლები. სწორედ აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მივლინებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მუხლები გავრცელდეს სტაჟიორზე, აუცილებელია აღნიშნული კანონის მიღება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, სტაჟიორზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 66-ე მუხლები, შედეგად დარეგულირდება სტაჟიორის მივლინებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილება შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 841 მუხლის მე-7 პუნქტში, შედეგად სტაჟიორზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 66-ე მუხლები. გარდა ამისა, 51-ე და 66-ე მუხლები დაემატება 1261 მუხლის მე-2 პუნქტს, შესაბამისა, შესაძლებელი გახდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორების მივლინების ხარჯები იქნეს ანაზღაურებული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლისა, რომლის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 1 ივლისი, რამდენადაც აუცილებელია მოხდეს ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიზნებიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მივლინების ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტაჟიორის მივლინების შემთხვევაში აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესბულიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, აღნიშნული გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება საჯარო დაწესებულების იმ სტაჟიორთა ოდენობაზე, რომლებიც მივლინებაში წავლენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსური ვალდებულებების აღებას. სახელმწიფო მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ სტაჟიორებზე, რამდენადაც მოხდება მათთვის მივლინების ხარჯების ანაზღაურება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე შეფასება: კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“.