საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 14-16 მარტს ლიმასოლში (კვიპროსის რესპუბლიკა), მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) დამფუძნებელ წესდებაში შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველ სხდომაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-5841/24
19-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ნიკოლოზ სამხარაძეს
გაცნობებთ, რომ ა.წ 14-16 მარტს მივლინებით ვიმყოფებოდი ლიმასოლში (კვიპროსის
რესპუბლიკა) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.)
დამფუძნებელ წესდებაში შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველი სხდომის
მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც აღნიშნული კომიტეტის წევრი და
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
1
პარლამენტის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. ლიმასოლი, კვიპროსის რესპუბლიკა
მივლინების თარიღი: 2004 წლის 14-16 მარტი
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) დამფუძნებელ წესდებაში (რეგლამენტში)
შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველი სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი ქადაგიშვილი, მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელი; ლიკა ფერაძე, მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი
აქტივობები: კომიტეტის სამუშაო სხდომა და პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები
კვიპროსის პოლიტიკურ და რელიგიურ ხელმძღვანელობასთან
2023 წლის 16 მარტს ლიმასოლში გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის დამფუძნებელ წესდებაში შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველი შეხვედრა,
რომელსაც მასპინძლობდა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატა. სხდომის
მუშაობაში
მონაწილეობას
იღებდნენ
საბერძნეთის
პარლამენტის
წევრი
და
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი, დოქტორი
მაქსიმოს ხარაკოპულოსი, კვიპროსის პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე, პანიკოს
ლეონიდუ, კომიტეტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, I.A.O.-ს მრჩეველი, დოქტორი, კოსტას
მიგდალისი, ასევე თემაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი და კომიტეტის სხვა წევრები.
შეხვედრის დასაწყისში I.A.O.-ს გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა
აღნიშნა: „მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით კვიპროსში, I.A.O.-ს დამფუძნებელ წესდებაში
შესატან ცვლილებებზე მუშაობის დაწყების მიზნით. წლევანდელ წელს არის 50 წლისთავი
თურქეთის მიერ კვიპროსის ტერიტორიის 37%-ის ოკუპაციიდან. ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ
ადასტურებს კვიპროსის რესპუბლიკისადმი მტკიცე მხარდაჭერას, მანამ სანამ არ მიიღწევა
გაეროს რეზოლუციებზე დაფუძნებული სამართლიანი გადაწყვეტა, რაც მოიცავს საოკუპაციო
ჯარების გაყვანასა და ლტოლვილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას. ჩვენ ვაღიარებთ
1
კვიპროსის მარადიულ მნიშვნელობას მართლმადიდებლურ სამყაროში“, განაცხადა მან და
მადლობა გადაუხადა კომიტეტის ხელმძღვანელსა და მის წევრებს მათ მიერ ჩატარებული
საქმიანობისათვის.
თავის გამოსვლაში მან ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე და აღნიშნა I.A.O.-ს
ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ივნისის თვეში დაგეგმილ ევროპულ არჩევნებს, სადაც
ხაზგასმულია
ქრისტიანული
(არქიტექტურაში).
ღირებულებების
შესაბამისად,
უნივერსიტეტის მიერ
ამ
დაგეგმილი
თემის
წვლილი
ევროპული
გაგრძელებაა
I.A.O.-სა
საერთაშორისო
კონფერენცია,
ცხოვრების
და
წესში
არისტოტელეს
რომელიც ჩატარდება
სალონიკში და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური, საეკლესიო და აკადემიური
წრეების წარმომადგენლები მთელი ევროპიდან. დასასრულს მან ამცნო კომიტეტის წევრებს, რომ
ორგანიზაციაში შემოთავაზებულია
არაბული ენის, როგორც მეოთხე სამუშაო ენის
ოფიციალურად დამატება.
სხდომა გაგრძელდა სამუშაო რეჟიმში. კომიტეტის თავმჯდომარემ პანიკოს ლეონიდუმ ხაზი
გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჭირო გახდა ოცდაათი წლის წინანდელი ასამბლეის დამფუძნებელი
წესდების ადაპტირება, შესაბამისობაში მოყვანა ახალ გარემოებებთან და მისი მოდერნიზაცია,
იმისათვის, რომ გაძლიერდეს და გაფართოვდეს ორგანიზაციის როლი ახალ პირობებში. მან
აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ივნისში ვარშავაში დაგეგმილ
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
ცვლილებებს
შორისაა
მართლმადიდებლობის
ორგანიზაციისათვის
საპარლამენტთაშორისო
სახელის
გადარქმევა
ასამბლეიდან“,
„ევროპის
„მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეად“, რადგან ორგანიზაციის სახელი უნდა ეხმიანებოდეს მის
საერთაშორისო
საქმიანობას.
საკითხებს
შორისაა
ასევე
რეგლამენტში
შესწორების
პროცედურისთვის ხმის მიცემის უფლების, საერთაშორისო სამდივნოს წევრთა შემადგენლობის,
მისი თითოეული ინსტიტუციური ორგანოს პასუხისმგებლობების, აგრეთვე დამფუძნებელი
წესდების რიგი დებულებების უფრო ზუსტი ფორმულირება და დეფინიცია. მისი თქმით,
შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ორგანიზაციის ფუნქციონირების
2
გაუმჯობესებას, არამედ მის უფრო აქტიურ წვლილს საერთაშორისო განვითარებაში. დასასრულს
ის შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ცდილობს პოზიციების ბალანსის შენარჩუნებას.
კვიპროსის დელეგაციის წევრმა, ილიას მირიანტოსმა განაცხადა, რომ „იმ ეპოქაში, რომელშიც
ჩვენ ვცხოვრობთ, დამფუძნებელ წესდებაში შემოთავაზებული ცვლილებები, ფინანსური
ასპექტის ჩათვლით აუცილებელია იმისათვის, რომ I.A.O.-მ შესძლოს საერთაშორისო ასპარეზზე
პოზიციის დაფიქსირება და მოქმედების გაძლიერება“.
რეგლამენტის განხილვისას გათვალისწინებული იყო ირაკლი ქადაგიშვილის შეთავაზებული
შესწორება,
ხოლო
სიტყვით
გამოსვლისას,
საქართველოს
პარლამენტის
დელეგაციის
ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ უკრაინის ომამდე იყო 2008 წლის ომი
საქართველოში! მან აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი, კი დიდი ტკივილია თითოეული
ჩვენთაგანისათვის, ყველა მართლმადიდებელი ადამიანისათვის და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ
ახლო მომავალში უკრაინაში დამყარდება მშვიდობა. გამოსვლის დასასრულს, მან კიდევ ერთხელ
დაადასტურა საქართველოს
მხარდაჭერა I.A.O.-ს მიმდინარე პოლიტიკის მიმართ და ხაზი
გაუსვა საქართველოს მისწრაფებას ევროპული პერსპექტივისკენ, რომელსაც ამავდროულად
სურს შეინარჩუნოს თავისი განსაკუთრებული მართლმადიდებლური იდენტობა.
ვიზიტის ფარგლებში I.A.O.-ს კომიტეტის წევრები შეხვდნენ კვიპროსის მთავარეპისკოპოს
გეორგიოს, ასევე ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასიოს, კიკოსა და ტელირიის მიტროპოლიტ
ნიკიფოროს, ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ანიტა დიმიტრიუს და კვიპროსის
ოკუპირებული მუნიციპალიტეტების კომიტეტის თავმჯდომარესა და მის წევრებს.
ანგარიში მოამზადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ლიკა ფერაძემ
3