საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“ (№07-2/365; 19.02.2024) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-5923/24
19-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოგვმართა
თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს
მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და არაბთა
გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის
შეთანხმების“ (№07-2/365; 19.02.2024) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად,
გთხოვთ,
აღნიშნული შეთანხმების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უზრუნველყოთ
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-5888/24
19-04-2024
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი
ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“(07-2/365; 19.02.2024) შესახებ განხილვის
ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2024 წლის 7 მარტის (N329/4)
გადაწყვეტილებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი)
დაევალა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის
ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“ განხილვა და
დასკვნის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების (წამყვანი)
კომიტეტისათვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა
გააგრძელოთ 30 დღის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge