საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU)“ (№07-2/377; 29.03.2024) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-5940/24/0
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-5940/24 22-04-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 1 აპრილის N337/5 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე (MOU)“ (№07-2/377; 29.03.2024). წამყვანი კომიტეტისთვის (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის) განხილვის ვადადათ განისაზღვრა 02.04.-07.05, ხოლო სავალდებულო კომიტეტისთვის (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი) 02.04. – 22.04. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვმართა N 2-5913/24, 19-042024 წერილით, რომლითაც აღნიშნულ საკითხზე განხილვის ვადის გაგრძელებას ითხოვს 30 დღით. შესაბამისად, გთხოვთ ზემოთ აღნიშნული საკითხისთვის როგორც წამყვანი, ასევე სავალდებულო კომიტეტებისთვის საკომიტეტო მოსმენის ვადის გაგრძელებას ვადით. დანართი 01 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 30 დღის
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-5913/24 19-04-2024 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს ბატონო ალექსანდრე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს N337/5 (1.04.2024) გადაწყვეტილების შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ევალება „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) (07-2/377; 29.03.2024) განხილვა. ვინაიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში ვერ ახერხებს აღნიშნული მემორანდუმის საკომიტეტო განხილვას, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ აღნიშნული საკითხის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge