საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშის“ (№07-2/378; 01.04.2024) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-5948/24
22-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა
მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-5853/24; 19-04-2024), რომ უზრუნველვყოთ საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების
ანგარიშის“ (№07-2/378; 01.04.2024) განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებულ ანგარიშთან დაკავშირებით
გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge