საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 90 დღით გაგრძელების შესახებ (№2-5954/24; 22.04.2024): ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიშები (№1-3894/24; 01.04.2024); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიში (№1-3897/24; 01.04.2024); გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ (№1-3899/24; 01.04.2024).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (293 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (297 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (320 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (221 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (220 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (234 KB)
📄 წერილი (100 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-5954/24
22-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს №№ 337/22; 01.04.2024, 337/23; 01.04.2024 და
337/26, 01.04.2024 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა:
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილი
ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2023
წლის ანგარიშები (№1-3894/24; 01.04.2024);
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2023 წლის ანგარიში (№1-3897/24;
01.04.2024);
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში
მონაცემთა
დაცვის
მდგომარეობის,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ (№13899/24; 01.04.2024).
აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს და განხილვის ვადა განესაზღვრა 2024 წლის 22 აპრილამდე.
მიმდინარე წლის 19 აპრილს მოგვმართა აღნიშნულმა კომიტეტმა, რომელმაც
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ
ანგარიშების სრულყოფილად მომზადების მიზნით ითხოვა დასახელებული ვადის
გაგრძელება 90 დღით.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ვითვალისწინებთ რა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ
შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების
თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი