„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) №2
დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“:
ა) 311 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
გამა-ოქსიერბო მჟავა
1
311
GHB
10
50
“;
ბ) 51-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
დმტ
51
0,005
(დიმეთილტრიფტამინი)
0,05
1
“;
გ) 205-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
ალფა-პვპ
205
0,001
α-PVP
0,2
1
“;
დ) 208-ე და 209-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
ბენზილპიპერაზინი
208
N-BENZYLPIPERAZINE
0,02
0,2
(Benzylpiperazine, BZP)
მდპვ
209
MDPV
(3,40,005
0,1
Methylenedioxypyrovalerone)
1
1
“;
ე) 212-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
მეფედრონი
212
MEPHEDRONE
(40,01
methylmethcathinone)
0,1
1
“;
ვ) 241-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
აბ-პინაკა
241
0,001
AB-PINACA
0,01
1
“.
მუხლი 2.
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, როდესაც ამ კანონით განხორციელებული
ცვლილება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ან შემსუბუქებას,
განაჩენი გადაისინჯება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით
დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას სასამართლო
უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს განაჩენი საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური სამსახურის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ახლად
გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას განიხილავს მისი
მიღებიდან 1 თვის ვადაში.
4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები განიხილოს ზეპირი
მოსმენის გარეშე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის №2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და
განსაკუთრებით
დიდი
ოდენობები.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
აუცილებელია
საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწა. აღნიშნული ცვლილები დაკავშირებულია
განჭვრეტადი საკანონმდებლო ნორმის არსებობის აუცილებლობასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რათა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში
განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეული ნაწილის
მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები დაზუსტდეს, აუცილებელია აღნიშნულ
საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ზუსტად განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
6 ნივთიერებათა ოდენობები, ხოლო ერთ ნივთიერებაზე განისაზღვრება ახალი ოდენობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მთელს მსოფლიოში კლასიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს ანაცვლებენ ახალი ნივთიერებები,
რომლებიც თავისი ხასიათით და მოქმედებით მიმსგავსებული არიან კლასიკურ ნივთიერებებს,
მაგრამ წარმოადგენენ უფრო ძლიერმოქმედ და იაფფასიან ანალოგებს, გამონაკლისს არც
საქართველო წარმოადგენს და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოშიც აქტიურად
გამოჩნდა ისეთი ახალი ნივთიერებები, როგორიცაა:
გამა-ოქსიერბო მჟავა GHB
დმტ (დიმეთილტრიფტამინი)
ალფა-პვპ α-PVP
ბენზილპიპერაზინი N-BENZYLPIPERAZINE (Benzylpiperazine, BZP)
მდპვ MDPV (3,4-Methylenedioxypyrovalerone)
მეფედრონი MEPHEDRONE (4-methylmethcathinone)
აბ-პინაკა AB-PINACA
აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენენ კლასიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს. ისინი არიან
სინთეზური გზით მიღებული ძლიერი ფსიქოაქტიური საშუალებები. მათი მოხმარებით
გამოწვეული შედეგები მიჩნეულია, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს გამოწვევად. მათი
გამოყენებით მიღებული შედეგები ხშირ შემთხვევაში არის ფატალური და ხოლო მკურნალობის
კუთხით - მედიცინა არის უძლური.
საქართველოში წლების განმავლობაში შეინიშნება ამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა
და ამოღების სტატისტიკური მატება.
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების
ოდენობები (გრამი)
წლები
α - PVP
MEPHEDRONE
დმტ (DMT)
2019
21201
56
2,97
2020
2102
2124
0,02
2021
2886
310
0
2022
2483
476
0,29
2023
20209
3840
5,6
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ზემოაღნიშნული ნივთიერებები არ
მიეკუთვნება საშიშ ნივთიერებს და თავისი ხასიათით და მოქმედებით ადამიანის ჯანმრთელობას
არ აყენებენ ზიანს, რის გამოც ისინი მოიხსენიება როგორც ე.წ. „კლუბური“ და „მსუბუქი“
ნარკოტიკული საშუალებები, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ მათდამი
უფრო ადვილად ყალიბდება წამალდამოკიდებულება, თავისი მოქმედებით უფრო მეტ ზიანს
აყენებენ ადამიანის ფსიქიკას და ჯანმრთელობას, ვიდრე აქამდე გავრცელებული კლასიკური
ნარკოტიკული საშუალებები.
წარმოდგენილი ცვლილებები ეხება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა:
აბ-პინაკა AB-PINACA - წარმოადგენს სინთეზურ კანაბინოიდს. სინთეზური კანაბინოიდები
საქართველოში ცნობილია, როგორც „ბიო მარიხუანა“. შავ ბაზარზე გამოჩენისას მომხმარებლებს
შეექმნათ მცდარი შეხედულება, თითქოს ის არის ბიოლოგიურად სუფთა და უვნებელი
პროდუქტი, რეკრეაციული ნარკოტიკი. აღნიშნულის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ მათი
მოხმარება არის მაღალი რისკის შემცველი. სინთეზურ კანაბინოიდებს ახასიათებს შემდეგი
სიმპტომები:
მატულობს არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე; ახასიათებს შენელებული მეტყველება;
შენელებული მოტორული კოორდინაცია; თავბრუსხვევა; ხშირია გულისრევა-ღებინება, ხოლო
უგონო მდგომარეობაში არის გაგუდვის რისკი; კატატონია (უცნაური და მოუხერხებელი პოზა);
ბოდვა ან არათანმიმდევრული აზროვნება, რომელიც მოწყვეტილია რეალობას, ძლიერი
აღგზნება, გარემო პირობების და ობიექტების აღქმის დარღვევა; უკიდურესი მოუსვენრობა;
გაურკვევლობა; პარანოია - სხვების უკიდურესი და დაუსაბუთებელი უნდობლობა; სუიციდური
ფიქრები; მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები. კანაფისგან განსხვავებით, სინთეზური
კანაბინოიდების მომხმარებლები აღნიშნავენ ნაბახუსევის მსგავს მდგომარეობას. სინთეზურ
კანაბინოიდებს დამოკიდებულების უფრო მაღალი პოტენციალი აქვს, ვიდრე კანაფს და მის
პროდუქტებს.
სინთეზური კათინონები, ამინო ფენილ ეთანონის და პიპერაზინის ჯგუფის ნარკოტიკები (aPVP,
Mephedrone, MDPV, BZP) - მაღალი დოზით ან ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს
პარანოია, აგრეთვე, თავი იჩინოს ფსიქოზმა. შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები, რომლებიც
უბიძგებს აგრესიისკენ ან/და თვით-დაზიანებისაკენ. ეს ნარკოტიკული საშუალებები
დაკავშირებულია ზედოზირების და სიკვდილის მაღალ რისკთან, რადგან დოზის მცირედ
გადაჭარბებასაც შეუძლია გამოიწვიოს ფატალური შედეგები. ცნობილია ის ფაქტი, რომ ალფა-პვპს მომხმარებლებში ფიზიკურ დამოკიდებულება ვითარდება სწრაფად და ძლიერად. მისი
მოხმარებით გამოწვეული ფიზიკური დამოკიდებულება ჰეროინზე დამოკიდებულებასაც
აჭარბებს.
გამა-ოქსიერბო მჟავა (GHB) არის ანესთეზიური მოქმედების ცენტრალური ნერვული სისტემის
დეპრესანტი. GHB-ს ასევე ეძახიან სექსუალური ძალადობის ნარკოტიკს, ვინაიდან მისი
მომხმარებელი არის პარალიზებული, ადვილად მართვადი, მას არ გააჩნია წინააღმდეგობის
გაწევის უნარი. მომხმარებელს გააჩნია მომატებული ლიბიდო და სიამოვნების შეგრძნება;
კოორდინაციის დარღვევა; სუნთქვის პრობლემა; კარდიალური არითმია; თავბრუსხვევა;
თავისტკივილი; გულისრევა; გაურკვეველი მეტყველება; სისუსტის შეგრძნება კუნთებში;
უკონტროლო ძილიანობა; მაღალი დოზით მოხმარებისას ხშირია ღრმა ჩაძინებები და რთულია
გამოფხიზლება. მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში GHB ცნობილია, როგორც კომისმაგვარი
ძილის გამომწვევი საშუალება. GHB-ის მოხმარებისას ზედოზირება ხშირია, განსაკუთრებით
ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად კომბინაციაში. შესაძლოა ამ დროს
მომხმარებელი ჩავარდეს უგონო
მდგომარეობაში და განვითარდეს სერიოზული
რესპირატორული (სუნთქვის) პრობლემები. ზედოზირებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს
სიკვდილი.
GHB-ს რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ფიზიკური, ასევე,
ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარება.
დმტ (დიმეთილტრიფტამინი) არის უკიდურესად ძლიერი ფსიქოდელიური და ჰალუცინოგენური
საშუალება. მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი უარყოფითი
რეაქციები, როგორიცაა - უკონტროლო შფოთვა, ბოდვები და რაც ყველაზე ხშირია ფსიქოზი,
განსაკუთრებით, იმ ადამიანებს შორის, ვინც მიდრეკილია ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემებისადმი. მსგავსი ჰალუცინაციები ხშირად თვითმკვლელობის ან მომატებული
აგრესიის გამომწვევი მიზეზია.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების და ახალი სინთეზური ნარკოტიკული
ნივთიერებების გამოჩენამ გამოიწვია შეფერხებები სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიებში. არ
არსებობდა შესაბამისი მეთოდოლოგია და სტანდარტული ნიმუშები, რომლებიც საჭიროა მსგავსი
ნივთიერებების შესწავლისათვის, თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის ჩატარებისათვის.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური
დეპარტამენტისათვის ამ გამოწვევასთან ბრძოლა გახდა პრიორიტეტული და მოძიებული იქნა
შესაბამისი მეთოდოლოგია, განახლდა მონაცემთა ბაზები და შეძენილი იქნა ახალი
სტანდარტული ნიმუშები. აღნიშნულის შედეგად დღეს შესაძლებელია პროექტით
გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე შესაბამისი ოდენობების განსაზღვრა.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ნარკოტიკული
საშუალებების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს, რის საფუძველზეც ხდება პირის
მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ არის
დადგენილი დასახელებული ნივთიერებების მცირე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
საწყისი ოდენობა, ასევე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რის გამოც ნებისმიერი
ოდენობით ფლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დგება როგორც სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობის ფლობის შემთხვევაში. მაგალითისათვის, ნარკოტიკული
საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემთხვევაში იდენტური პასუხისმგებლობა დგება 0,1 გრამისა და 15
კილოგრამის ფლობის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ
ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.
კანონპროექტი შეიცავს ასევე გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის
არსებობისას,
როდესაც
ამ
კანონში
განხორციელებული
ცვლილება
გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით, იმავდროულად,
აღნიშნული წესიდან კეთდება გამონაკლისი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის
გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვის ვადასთან დაკავშირებით. განხილვის ვადად
განისაზღვრება შუამდგომლობის მიღებიდან 1 თვე, რაც მათ შორის მოიცავს შუამდგომლობის
დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმებისათვის დადგენილ ორკვირიან ვადასაც.
სასამართლოს ასევე ენიჭება უფლებამოსილება გადასინჯოს განაჩენი, თუ მას შესაბამის
ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური ან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტით გათვალისწინებული ნივთიერებების ოდენობების
განსაზღვრამ შესაძლოა ზოგიერთი მსჯავრდებულისთვის გამოიწვიოს შეფარდებული სასჯელის
შემსუბუქება, რა დროსაც კანონი გავრცელდება უკუძალის წესით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საკითხის პრობლემატურობისა და დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის
მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. იმ პირთა საქმეების განხილვა და
გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება ამ კანონის მოქმედება, მოხდება არსებული ადამიანური
და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა და სხვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ამ კანონის
მიღების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. შესაბამისად,
აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს, ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაც შემოსავლის
სახით აისახება ბიუჯეტზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგება ის სახსრები, რომელთა
გაღებაც თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნას
უკავშირდება.
ამ კანონის მიღების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის შედეგად შესაძლოა გარკვეული
კატეგორიის პირები გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებებიდან და ამდენად,
სახელმწიფო დაზოგავს აღნიშნული პირების სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ
ხარჯებს. დღეს არსებული ინფორმაციით, ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ
დღეში იხარჯება 54 ლარი და 64 თეთრი.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ასევე გამოიწვევს არასაპატიმრო
სასჯელების აღსრულების კუთხით გასაწევი დანახარჯების დაზოგვა იმ მსჯავრდებულებთან
მიმართებაში, რომლებიც იხდიან არასაპატიმრო სასჯელს და ამ კანონის ამოქმედების შედეგად
შესაძლოა გაუქმდეს ან შემსუბუქდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ მიერ
ჩადენილი ქმედებისთვის.
კანონპროექტის გავლენის მოცულობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის შემცირებაზე
დამოკიდებულია იმ მსჯავრდებულ პირთა რაოდენობასა და მათთვის დანიშნული სასჯელის
აღუსრულებელ ნაწილზე, რომელთა მიმართ გამოტანილი განაჩენები გადაისინჯება ამ კანონის
მიღების შედეგად. ეს მონაცემი თითოეული მსჯავრდებული პირის შემთხვევაში შეიძლება
განსხვავებული იყოს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს სააპელაციო სასამართლოებს შესაძლოა
მოემატოს განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ
ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსრულება არ
გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან მისი აღსრულება მოხდება არსებული
ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შესაბამისი უწყებებისთვის
გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე
ოდენობით შეძენა, შენახვა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც წარმოადგენს სისხლის
სამართლის დანაშაულს, ამ კანონის მიღების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს, ნაცვლად
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განაჩენის
გადასინჯვის შედეგად შესაძლოა გაუუქმდეთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და
შესაბამისად, აღუდგეთ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები, მათ შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანობის
უფლება, რასაც ამ კატეგორიის პირებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ფინანსური შედეგი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დიმიტრი ხუნდაძე,
რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზაალ მიქელაძე, ანრი ოხანაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, ქეთევან ჩარკვიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დიმიტრი ხუნდაძე,
რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზაალ მიქელაძე, ანრი ოხანაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, ქეთევან ჩარკვიანი.