„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 22.02.2023,
სარეგისტრაციო კოდი: 220.010.000.04.001.003.616) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის შ) პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შ1) ქვეპუნქტი:
,,შ1) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს აღმასრულებელი წევრი:
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შემავალი წევრი,
რომელიც იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის
თანამდებობას.’’
2. მე-2 მუხლის შ) პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შ2) ქვეპუნქტი:
,,შ2) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი:
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგელობაში შემავალი წევრი,
რომელიც არ იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის
თანამდებობას.’’
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის თ2) პუნქტი:
,,თ2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს და დაამტკიცოს ,,ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’
საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებული ღონისძიებების
გატარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების საკითხები, თუ
კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.’’
4. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,4. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ეროვნული ბანკის საბჭოს
სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს
მხოლოდ სხდომის მონაწილე წევრს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში
გადამწყვეტია ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების
უმეტესობის ხმა. არააღმასრულებელ წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის
შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ წევრთა ნაწილის ხმას, რომელშიც არ არის
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.’’
5. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,6. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
,,ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
1) კანონპროექტი გამიზნულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
ინსტიტუტის გასაძლიერებლად, რათა ხელმძღვანელ რგოლში თავიდან იქნეს
არიდებული
ერთპიროვნული
ან
პოლიტიკურად
მიკერძოებული
გადაწყვეტილებების მიღება, რამაც შეიძლება დააზარალოს სახელმწიფოს
ინტერესები. დღეისათვის, ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედებს სისტემა, რომლის
საფუძველზეც ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის ხმა. აღნიშნული წესი უპირატეს მდგომარეობაში აყენებს
ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს საბჭოს ერთ კონკრეტულ წევრს, მაშინ როცა
გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კოლეგიალურობის პრინციპს. აქედან
გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში ხმების
ქვორუმის გამოთვლის ახლებურ წესს, რომლის საფუძველზეც ხმების თანაბრად
გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი გახდება საბჭოს არააღმასრულებელი წევრის ხმა.
2) კანონპროექტი ასევე შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუტის გაძლიერებას
იმ თვალსაზრისით, რომ საბჭო შეიკრიბება უფრო ხშირად, ვიდრე კვარტალში
ერთხელ, როგორც ამას კანონის მოქმედი რედაქცია აწესებს. კერძოდ: ეროვნული
ბანკის საბჭო კანონპროექტის მიღების შემდგომ შეიკრიბება თვეში ერთხელ, რითიც
მოხდება
აღნიშნული
ორგანოს
ფუნქციონირების
გაუმჯობესება
და
დამოუკიდებლობის გაზრდა.
3) კანონპროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციებში დაემატება
,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებული ღონისძიებების
გატარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების საკითხების თავისი კომპეტენციის
ფარგლებში განხილვისა და დამტკიცების უფლებამოსილება.
აღნიშნული საკითხის დამატება განპირობებულია იმ გახმაურებული ფაქტით,
როდესაც აშშ-ის მთავრობის მიერ მოხდა საქართველოს ყოფილი გენერალური
პროკურორის - ოთარ ფარცხალაძისათვის სანქციების დაწესება. ამის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გამოსცა საგამონაკლისო ბრძანება, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა
შეცვალა სანქციების შესრულების წესი, რის საფუძველზეც ოთარ ფარცხალაძემ
მოახერხა ანგარიშებზე წვდომა და სანქციებისგან თავის არიდება. აღნიშნული
ბრძანების საფუძველზე სანქციები საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია
საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები, რომლებსაც შეეხება კანონპროექტი, განეკუთვნება ,,საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით რეგულირებულ
სფეროს. შესაბამისად, ამ საკითხების მოსაწესრიგებლად საჭიროა სწორედ ამ კანონში
ცვლილებების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1) კანონპროექტის მიღების შედეგად, გაძლიერდება საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭო, როგორც ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო. საბჭოში გადაწყვეტილების
მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება ეროვნული
ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების უმეტესობის ხმა. ხოლო
არააღმასრულებელ წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში - უპირატესობა
მიენიჭება იმ წევრთა ნაწილის ხმას, რომელშიც არ არის ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.
2) გარდა ამისა, საბჭო ნაცვლად სამთვიანი პერიოდისა, რაც გულისხმობს კვარტალში
ერთხელ შეკრებას, შეიკრიბება ყოველ თვეში ერთხელ.
3) კანონპროექტის თანახმად ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებებში
დაემატება ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებული
ღონისძიებების გატარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების საკითხების თავისი
კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და დამტკიცება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1) კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ,,საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ’’ კანონის მე-12 მუხლში. კერძოდ: აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი
ჩამოყალიბდება შემდეგი შინაარსით: ,,ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება
მიიღება ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო
უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის მონაწილე წევრს. ხმების
თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის საბჭოს
არააღმასრულებელი წევრების უმეტესობის ხმა. არააღმასრულებელ წევრთა ხმების
თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ წევრთა ნაწილის ხმას,
რომელშიც არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ხოლო მისი არყოფნის
შემთხვევაში - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.’’
აღნიშნული ცვლილების შედეგად მოხდება ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუტის
დამოუკიდებლობის და ეფექტიანი ფუნქციონირების გაზრდა, რაც თავიდან
აარიდებს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკურად მიკერძოებული
გადაწყვეტილებების მიღებისგან.
2) კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ამავე მუხლის მე-6 პუნქტში,
რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი შინაარსით: ,,ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა
ტარდება თვეში ერთხელ მაინც.’’ ამ ჩანაწერის საფუძველზე, კანონით სავალდებულო
გახდება ეროვნული ბანკის საბჭოს ყოველთვიური სხდომის მოწვევა, რითიც
მოხდება ეროვნული ბანკის ფუნქციონირების გაუმჯობესება, რადგანაც კანონის
მოქმედი რედაქცია საბჭოს მხოლოდ კვარტალში ერთხელ ავალდებულებს სხდომის
მოწვევას, რის საფუძველზეც პრაქტიკულად პასიურ რეჟიმში ხორციელდება საბჭოს
ფუნქციონირება.
კანონპროექტის მიხედვით ასევე მოხდება ,,ეროვნული ბანკის საბჭოს
აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრის’’ მნიშვნელობის დაზუსტება, რის
საფუძველზეც მოცემული კანონის მე-2 მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის შ1 და შ2
ქვეპუნქტები: ,,შ1) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს აღმასრულებელი წევრი:
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შემავალი წევრი,
რომელიც იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის
თანამდებობას.’’ შ2) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი
წევრი: საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგელობაში შემავალი წევრი,
რომელიც არ იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის
თანამდებობას.’’
3) კანონპროექტის თანახმად, ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად
გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების
ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების
საკითხების თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და დამტკიცება დაევალება
ეროვნული ბანკის საბჭოს. კერძოდ: ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’
საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლს (ეროვნული ბანკის საბჭოს
უფლებამოსილებები) დაემატება თ2) პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი
შინაარსით: ,,თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს და დაამტკიცოს
,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებული ღონისძიებების
გატარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების საკითხები, თუ კანონით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.’’
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც ქვეყანაში
მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით,
მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის საბჭოს დამოუკიდებლობის დროული გაზრდა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე