„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.04.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/385/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სტანდარტიზაციის უპირატესობას;“; სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების პროცესების საერთაშორისო და ევროპული სისტემის შესაბამისად წარმართვას;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. შესაბამისობის შეფასება (შშ) - პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ სპეციფიკური მოთხოვნები დაკავშირებული პროდუქტთან, პროცესთან, მომსახურებასთან, ფიზიკურ პირთან (პერსონალთან) ან ორგანიზაციასთან დაკმაყოფილებულია;“; ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – იურიდიული პირი, რომელიც წარმართვას შესაბამისობის შეფასების საქმიანობას, მათ შორის, დაკალიბრებას, გამოცდას, სერტიფიცირებას და ინსპექტირებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანო.“; გ) მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი - ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტისა და შესაბამისი სტანდარტების დასახელებას აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.“. 3. 191 მუხლის: ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშების შესყიდვის ხარჯს ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშის აღება ხდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებში.“ ბ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშის აღება ხდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებში, სააგენტოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში.“ გ) მე-15-მე-19 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღისა. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი. 16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან/და განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილების შესრულების ფაქტი. თუ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურმა ოპერატორმა არ შეასრულა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად. 17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ. 18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, შეიცავს და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ. 19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის განადგურების შესახებ.“ დ) 22-ე და 23-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ მუხლის მე-14, მე-15, მე-17-მე-20 და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით და მათი შესრულება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაწილით განსაზღვრული დადგენილების ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება, დადგენილება ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. ამ ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას. 23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის თაობაზედაც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.“ 4. 193 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 193. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი ამ კოდექსის 421−425-ე და 427-ე მუხლების შესაბამისად დაკისრებული შესაბამისი ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დამრღვევმა ამ კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.“. 5. 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინსპექტირების ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.“. 6. 422-426 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 422. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500-დან 3 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. მუხლი 423. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 8 000 ლარამდე. მუხლი 424. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 7 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 10 000 ლარამდე. მუხლი 425. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 9 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000-დან 12 000 ლარამდე. მუხლი 426. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. ამ კოდექსის 421−425-ე და 427-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს. 2. ამ კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგეს შემოწმების ადგილზე. ოქმი გადაეცემა ან ეგზავნება სამართალდამრღვევს, ხოლო თუ ოქმის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება, ოქმი ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კოდექსის 421−425-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 4. ამ კოდექსის 421−425-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკონომიკურ ოპერატორს არ ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შესრულების ვალდებულებისგან. 5. ამ კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. 7. 426 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 427 მუხლი: „მუხლი 427. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევა 1. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა: ა) რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ბ) რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. გ) რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შეიცავს სერიოზულ საფრთხეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. დ) რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გულისხმობს ერთი და იგივე ტექნიკური რეგლამენტით დაფარული პროდუქტის მიმართ, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში, ერთი და იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მას უკვე შეეფარდა პასუხისმგებლობა იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება, დადგენილება ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.“ 8. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით შეუძლია შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.“. 9. 65-ე მუხლის: ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ევროპული სტანდარტი - სტანდარტების ევროპული ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი, მათ შორის ჰარმონიზებული სტანდარტი, რომელიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე ერთიან ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოყენებისთვის; დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) - საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც მიიღება საერთაშორისო, ევროპული ან ეროვნულ დონეზე შემუშავებული სტანდარტის ან მათი პროექტის საფუძველზე;“. ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.“. 10. 66-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე.“. ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. სტანდარტის შემუშავებისას თანამედროვე მიღწევები.“. გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 11. 67-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებისათვის ამ კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტები, რომლის მიღებას ახორციელებს სააგენტო; ბ) საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნეს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის ქართულ ვერსიას განიხილავს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი;“; ბ) მე-5-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს სტანდარტად უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელსაც დაინტერესებული პირი გამოიყენებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი შედგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად. რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს (ლათინურად - “GES”), მომდევნო ასოები აღნიშნავს იმ ევროპული ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტების აბრევიატურას, რომლის სტანდარტი მიიღება საქართველოს სტანდარტად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის მიღების წესის შესაბამისად. 6. სააგენტო არ განიხილავს სტანდარტის პროექტს იმ სფეროში, სადაც არსებობს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები. 7. სააგენტო განსახილველად არ გადასცემს შესაბამის ტექნიკურ კომიტეტს სტანდარტის პროექტს: ა) იმ სფეროში, სადაც არსებობს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები; ბ) იმ სფეროში, სადაც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე. 8. საქართველოს სტანდარტად საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი მიიღება სტანდარტის „თავფურცლის“ თარგმნის მეთოდითაც.“. 12. 68-ე მუხლის: ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესაბამისი ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ და წარუდგენს სააგენტოს გადაწყვეტილების მისაღებად. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს სტანდარტის მიღებაზე. 4. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.“. ბ) მე-6-მე-8 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 13. 70-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ცალკეულ სფეროში საჭიროების/პრიორიტეტულობის შესაბამისად, ქმნის სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებს (ტკ). ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით.“. 14. 70-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 701 მუხლი: „მუხლი 701. სტანდარტიზაციის საბჭო 1. სტანდარტიზაციის საბჭო არის სხვადასხვა დაინტერესებული მხარისაგან პარიტეტულ საწყისებზე შემდგარი სააგენტოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მონაწილეობს სტანდარტიზაციის სფეროს პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში. 2. სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 3. სტანდარტიზაციის საბჭო ფუნქციონირებს გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ღიაობისა და სტანდარტიზაციის სხვა პრინციპების საფუძველზე.“. 15. 72-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“. 16. მე-80 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა: ა) ალკომეტრებისათვის, ანალიზისთვის, – 6 თვე; რომლებიც ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის: ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი; ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი; სავალდებულო გამოიყენება სუნთქვის დამოწმებისათვის დროს ალკოჰოლის ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი; გ) ავტომატური სასწორებისათვის– 12 თვე; დ) არაავტომატური სასწორებისათვის და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 12 თვე; ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის (გაზომვის სისტემები სითხეების (წყლის გარდა) რაოდენობების დინამიური და უწყვეტი გაზომვისთვის),, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის – 1 წელი; ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი; ზ) გაზის მრიცხველებისათვის (მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობები): ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10მ3 /სთ – 10 წელი; ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10მ3 /სთ – 4 წელი; თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი; ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე; კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი; ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის (აქტიური ელექტროენერგიის მრიცხველები) – 12 წელი; მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი.“. ნ) თერმული ენერგიის მრიცხველებისათვის - 4 წელი; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ „ზ“, „თ“ „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით. 17. 88-ე მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნტქი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სერტიფიკაცია – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ პროდუქტის, პერსონის/პერსონალის ან ორგანიზაციის შესაბამისობის დადგენა/დადასტურება განსაზღვრულ მოთხოვნებთან;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ინსპექტირება – პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციის, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის დადგენილ მოთხოვნებთან ან პროფესიული განსჯის საფუძველზე, ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას.“. 18. 91-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; გ) ინსპექტირების სერტიფიკატი, ანგარიში ან ოქმი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ადასტურებს ან არ ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.“. 19. თავი IX ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IX. აკრედიტაცია მუხლი 96. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა 1. აკრედიტაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზეც აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ადასტურებს, რომ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით, სტანდარტით ან/და სექტორული სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა. 3. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (გარდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისა), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი ორგანოს) და სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში. 4. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე. 5. აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებულ პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე. 6. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. მუხლი 97. აკრედიტაციის სისტემის საფუძველი 1. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან მიზნებს, წესებსა და პრინციპებს. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ ორგანოთა აკრედიტაცია ხორციელდება და აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. 2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 3. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციას ახორციელებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა. მუხლი 98. აკრედიტაციის მოწმობა და ვადა 1. აკრედიტაციის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც საერთოა ყველა ტიპის აკრედიტებული ორგანოებისათვის. 2. აკრედიტაციის მოწმობის გაცემა ადასტურებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების კონკრეტულ სფეროში სპეციფიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. აკრედიტაციის სფერო, რომლის ფარგლებშიც აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, წარმოადგენს აკრედიტაციის მოწმობის განუყოფელ ნაწილს. 3. აკრედიტაციის მოწმობის ვადის განმავლობაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 99. აკრედიტაციის ცენტრი 1. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს არაკომერციულ საწყისებზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით. 3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს. 4. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების პირველად აკრედიტაციას, აკრედიტებული ორგანოების აკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, აკრედიტაციის შეჩერების ან გაუქმების მიზნით განსახორციელებელ შესაბამის ღონისძიებებს. 5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად, აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. აკრედიტაციის ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს უწევენ კონსულტაციას რეკომენდაციების/წინადადებების გაცემის გზით სპეციფიკური ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში. 7. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, განიხილავს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს. 8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 9. აკრედიტაციის ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობას. 10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმოადგენს საქართველოს შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში; ბ) თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა ქვეყნის აკრედიტაციის ორგანოებთან. 11. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი. ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის: ბ.ა) აკრედიტაციის სამუშაოების განხორციელებით მიღებული შემოსავალი; ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული სწავლებებიდან/ტრენინგებიდან მიღებული შემოსავალი; პირისთვის ჩატარებული ბ.გ) კონფერენციების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სხვა შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები. მუხლი 100. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო 1. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო არის სხვადასხვა დაინტერესებული მხარისაგან პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი, აკრედიტაციის ცენტრის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მონაწილეობს აკრედიტაციის სისტემის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში. 2. აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მუხლი 101. აკრედიტებულ ორგანოთა რეესტრი 1. აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს და მუდმივად აახლებს აკრედიტებულ ორგანოთა რეესტრს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. 2. აკრედიტებული ორგანოების რეესტრის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. მუხლი 102. აკრედიტაციის სიმბოლო 1. აკრედიტაციის სიმბოლო არის აკრედიტაციის ცენტრის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშანი, რომელიც რეგისტრირებული და დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების უფლება ეძლევათ აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს მხოლოდ აკრედიტაციის მოწმობის დანართით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობის სფეროში და დაუშვებელია არა აკრედიტებულ სფეროში საქმიანობისას აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან სხვაგვარი მითითება აკრედიტებულ სტატუსზე. 3. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან აკრედიტაციის სიმბოლოს მართებულ და სწორ გამოყენებაზე. აკრედიტაციის სიმბოლო არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ პირობებში, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს დამკვეთი ან/და მომხმარებელი აკრედიტებული სტატუსის შესახებ. 4. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებით აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აცხადებს, რომ მისი კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა დადასტურებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ და იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციისთვის დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. 5. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე მითითება არ გულისხმობს აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებლობას აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის, ანგარიშის ან ოქმის შინაარსის შედეგებზე. 6. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების დამატებითი წესები და პირობები და აკრედიტაციის სიმბოლოს არამართებულ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები დგინდება აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით. მუხლი 2. 1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის N539 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა; ბ) „არაავტომატური აწონვის საშუალებების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება; შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის გ) „გაზომვის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) „სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის N1-1/625 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4, მე-6 და მე-7, მე-12- მე-14 და მე-16 ნაწილებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4, მე-6 და მე- 7 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვარიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12-მე-14 და მე-16 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვარიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილ კანონის პროექტში ხორციელდება რიგი ცვლილებები, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი მიღებულ იქნა 2012 წელს და მას შემდეგ კოდექსის თავები, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ ხარისხის ინფრასტრუქტურასთან, სტანდარტიზაციასთან, აკრედიტაციასთან და მეტროლოგიასთან, ფაქტობრივად არ შეცვლილა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ 2012 წლის შემდეგ ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულმა სტანდარტებმა და სახელმძღვანელო დოკუმენტებმა განიცადეს მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, ტერმინოლოგიური თვალსაზრისითაც, ასევე, დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელო დოკუმენტები არის მეტად მკაფიო და პროგნოზირებადი აკრედიტაციის სფეროში მოღვაწე სუბიექტებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ რაც გაფორმდა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმება და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმება (DCFTA), ეროვნული ხარისხის ინფრასტრუქტურა სწრაფად განვითარდა და თითქმის სრულად ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირების, რაზეც ნათლად მეტყველებს ის გარემოებაც, რომ სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ საქართველოს მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და აკრედიტაციის სისტემებს გააჩნია ევროპული და საერთაშორისო აღიარება. 2017 წლიდან, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის აკრედიტაციის ორგანიზაცია - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი არის აღიარებული ევროპის აკრედიტაციის ორგანიზაციის EA-ს მიერ, რაც გარდა იმისა რომ საამაყოა, აღნიშნული ასევე მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრაციის გზაზე. აკრედიტაციის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ 2023 წლიდან აკრედიტაციის ცენტრი არის აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) და ლაბორატორიების საერთაშორისო აღიარების თანამშრომლობის (ILAC) სრული წევრიც. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციების წევრობით, ქვეყანას უჩნდება პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს აკრედიტაციის სისტემა მაქსიმალურად დაახლოებული იყოს ევროპის აკრედიტაციის სისტემასთან, რაც გულისხმობს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფას შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. ქვეყნის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროებისთვის უნდა აღინიშნოს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარებაც, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ასეთი სტატუსის მოპოვების კუთხით. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების წევრი (ISO, IEC, BIPM, OIML, CENCENELC, EURAMET). 2022 წლიდან სააგენტო არის ევროპული მეტროლოგიის ორგანიზაციის (EURAMET) ასოცირებული წევრი. სააგენტომ გაწევრიანებიდან მოკლე დროში (2023-2024წწ) წარმატებით გაიარა EURAMET–ის ექსპერტების მიერ განხორცილებული შემოწმება საერთაშორისო აღიარების მიზნით გაზომვის შემდეგ სფეროებში: მასა, მცირე მოცულობა, ელექტრობა, ტემპერატურა, ტენიანობა, გეომეტრია, წნევა, რადიაცია. 2023 წლის პირველი იანვარიდან საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო სტანდარტების ევროპულ ორგანიზაციებში (CEN, CENELEC) წარმოდგენილია აფილირებული წევრის სტატუსით, რაც იძლევა ევროპული სტანდარტიზაციის პროცესში ჩართულობის ზრდისა და ამ ორგანიზაციებში ინტეგრაციის გაღრმავების შესაძლებლობას. ახალი სტატუსიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა ადგილობრივი ექსპერტების წარდგენა სტანდარტიზაციის ევროპულ კომიტეტსა (СEN/TC 250) და ქვეკომიტეტებში. მიმდინარე პერიოდში, სააგენტო სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციებში სრული წევრობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების, მათ შორის, ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ზრდისა და სტანდარტების დეპარტამენტში ხარისხის მენეჯმენტის (ენ ისო 9001:2015) დანერგვისათვის აუცილებელ სამუშაოებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებების აუცილებლობა გამოწვეულია „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება). ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შეთანხმების მე-3 თავის 47-ე მუხლის მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შეთანხმების III-A და III-B დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. სექტორული რეგულაციებიდან და საჭიროებს კონკრეტული ნორმების გადმოტანას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამის თავებში და მუხლებში. კერძოდ, წინამდებარე ცვლილები მომზადებულია ევროკავშირის შემდეგ სამართლებრივ აქტებთან დაახლოების მიზნით: სექტორული ნაწილი ასოცირების შეთანხმებ III-A დანართის შესაბამისად: ა) 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/31/EU დირექტივა არაავტომატური საწონი საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია); ბ) 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/32/EU დირექტივა გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია). ჰორიზონტალური ნაწილი ასოცირების შეთანხმების III-B დანართის შესაბამისად: ა) 2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) N1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს (EU) N1025/2012 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2023 წლის 9 ივლისის მდგომარეობით (2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) No. 1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც ცვლის საბჭოს 89/686/EEC და 93/15/EEC დირექტივებს და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 94/9/EC, 94/25/EC, 95/16/EC, 97/23/EC, 98/34/EC, 2004/22/EC, 2007/23/EC, 2009/23/EC და 2009/105/EC დირექტივებს და აუქმებს საბჭოს 87/95/EEC გადაწყვეტილებას და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს No 1673/2006/EC გადაწყვეტილებას); ბ) 2008 წლის 9 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციისა და ბაზრის ზედამხედველობისადმი, პროდუქციის რეალიზაციასთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენს (EC) N765/2008 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2021 წლის 16 ივლისის მდგომარეობით (2008 წლის 9 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციის მიმართ და აუქმებს (EEC) N 339/93 რეგულაციას). გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილება ითვალისწინებს ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. ბაზარზე ზედამხედველობას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) იმ პროდუქტებზე, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრული არის სააგენტო. ბაზარზე ზედამხედველობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაცვას, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების თუ საკუთრების დაცვა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შექმნა და განვითარება. შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტები რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, ასევე, ხელს უშლის სამართლიან კონკურენციას კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, აუცილებელია ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება, ეკონომიკური ოპერატორებისთვის მკაფიო, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი წესების დადგენით, შესაბამისობის კონტროლის გაძლიერებითა და აღმასრულებელი ორგანოების შესაძლებლობების განვითარებით. აღნიშნული მიზნით, სააგენტო, კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილია, გამოიყენოს შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, ბაზრიდან გამოთხოვის ან/და განადგურების შესახებ შემზღუდველი ღონისძიებები. აღნიშნული შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორებისთვის, თუმცა ჯარიმების არსებული განაკვეთი იმდენად დაბალია, რომ უმეტეს შემთხვევაში ვერ განიხილება დარღვევის სიმძიმის პროპორციულად და ეკონომიკური ოპერატორებისათვის შემაკავებელი ეფექტის მქონედ. ამასთან, კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს საზედამხედველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას და ბაზარზე ზედამხედველობის მიზნის მიღწევას. შედეგად კი, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი დაუცველი რჩება შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების წინაშე. შესაბამისად, აუცილებელია, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სამართლებრივი შესაძლებლობები გაძლიერდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს პროდუქტებიდან მომდინარე საფრთხეების პროპორციული ღონისძიებების გატარება. კანონპროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ იქნა პოლონეთის, ლიეტუვის რესპუბლიკის, გერმანიისა და ესტონეთის გამოცდილება ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში საჯარიმო პოლიტიკის მიმართულებით, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის კუთხით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი პროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, პირველი, როგორც უკვე აღინიშნა განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა.“ ქვეპუნქტში, შემოთავაზებული კანონის პროექტით, ცვლილებები ძირითადად შეეხება ტერმინოლოგიურ თანხვედრას როგოც მითითებული ჰორიზონტალური, ისე შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან (ისო/იეკ 17024, ისო/იეკ 17020, ისო/იეკ 17011) და უზრუნველყოფილი იქნება მეტი მკაფიოობა აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სისტემის მონაწილე სუბიექტებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია შინაარსობრივი დაახლოება. ამასთან, შესაძლებელია ითქვას, რომ მუხლობრივი დაახლოება რომელიც გამომდინარეობს სექტორული რეგულაციებიდან მნიშვნელოვნად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის სისტემებთან. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, სტანდარტიზაციის სფეროში იქმნება სტანდარტიზაციის ეროვნული საბჭო, რომელიც სავალდებულო პირობაა სტანდარტიზაციის ნაწილში ევროპულ სისტემებთან სრულად დაახლოების მიზნით. კოდექსში ცვლილების შეტანის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ წარმოადგენს საკმარისად ქმედით ბერკეტს არასასურსათო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად და კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის მიზნების განსახორციელებლად, აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა. მეტროლოგიის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, გათვალისწინებულია დაკანონებული გაზომვის საშუალებებთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმატიული აქტები (ტექნიკური რეგლამენტების) მომზადება, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში (RIA), რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა გამოკითხვები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. განხორციელებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მეწარმე სუბიექტები ემხრობიან კანონმდებლობის დაცვის კონტროლის გაძლიერებას, მათ შორის, ზედამხედველი ორგანოს მიერ მეტი კონტროლის განხორციელებას პროდუქტის ხარისხის მიმართულებით და სახიფათო პროდუქტების შემცირებით მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მიღწევის უზრუნველყოფას. ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფითა და ნორმების დარღვევის ადეკვატური საჯარიმო პოლიტიკის შემოღებით, მოსალოდნელია შესაძლო დარღვევის შემთხვევების შემცირება და პრევენცია, ისე, რომ სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ მიზნობრივად, ნაკლები დანახარჯებით განახორციელოს შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტების მაქსიმალური მოცვა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები ასევე დადებითად არის შეფასებული თავად ბიზნეს სექტორისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვინაიდან კანონპროექტი, ასევე, უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაზრდას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აკრედიტაციის ნაწილში - კანონპროექტის მიღების შედეგად, მკაფიოდ განისაზღვრება აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები, აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა და ა.შ. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში - კანონპროექტის მიღების შედეგად, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება და სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან შემდგომი ინტეგრაცია და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და შეამცირებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება:  კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში, რომელიც განსაზღვრავს კოდექსის ზოგად პრინციპებს. დღეს არსებული რედაქციით „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს „სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების უპირატესობას“, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით „დ“ ქვეპუნქტი განისაზღვრება შემდეგი რედაქციით:  „სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების უპირატესობას“. კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს კოდექსის ზოგად პრინციპებს. დღეს არსებული რედაქციით „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს - „შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო სისტემასთან ჰარმონიზებული პროცედურების დადგენას“. ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით „ვ“ ქვეპუნქტი განისაზღვრება შემდეგი რედაქციით - „აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების პროცესების საერთაშორისო  და ევროპული სისტემის შესაბამისად წარმართვას“. კოდექსის მე-4 მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ეს მუხლი განსაზღვრავს კოდექსის ტერმინთა განმარტებებს და ცვლილება შეეხება შესაბამისობის განმარტებების დახვეწას.    შეფასებისა და შესაბამისობის შემფასებელი პირის კოდექსის მე-4 მუხლის მე-18 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, მითითებულ მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტებები კოდექსის მიზნებისათვის და სწორედ ამ მიზნით ხდება ტერმინის ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტის განმარტების დახვეწა. იზრდება კოდექსის 42-ე - 426 მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები და შემოდის სიახლე, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე: o ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 1500 ლარამდეა, განისაზღვრება - 1500 ლარიდან - 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე. o ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 3000 ლარამდეა, განისაზღვრება - 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 5000 ლარიდან - 8000 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 891-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. ცვლილების შემდეგ (191 მუხლის 23-ე ნაწილში მომზადებული ცვლილების საფუძველზე) აღნიშნული მოხდება სუბიექტის განმეორებით დაჯარიმების შემდეგ. o ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 5000 ლარამდეა, განისაზღვრება - 5000 ლარიდან - 7000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 7000 ლარიდან - 10 000 ლარამდე. o ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 7000 ლარამდეა, განისაზღვრება - 7000 ლარიდან - 9000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 9000 ლარიდან - 12 000 ლარამდე. ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა და შესაბამისი 427 მუხლი: პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის და დგინდება აღნიშნულის ჩადენაზე შესაბამისი ჯარიმების ოდენობები, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვითაა დიფერენცირებული და 500 ლარიდან - 5000 ლარამდე განისაზღვრება.       კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ეს მუხლი განსაზღვრავს სტანდარტიზაციის ზოგად დებულებებს. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით შეუძლია შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული. კოდექსის მე-65 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, კოდექსში არ არსებობდა ევროპული სტანდარტის განმარტება. მოცემული ცვლილებით შემოდის ტერმინი „ევროპული სტანდარტი“, რამაც გამოიწვია ცვლილება 65-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში. აღნიშნული ქვეპუნქტები ყალიბდება შემდეგნაირად: „გ) ევროპული სტანდარტი - სტანდარტების ევროპული ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი, მათ შორის ჰარმონიზებული სტანდარტი, რომელიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე ერთიან ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოყენებისთვის. დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) - საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც მიიღება ევროპული, საერთაშორისო ან ეროვნულ დონეზე შემუშავებული სტანდარტის ან მათი პროექტის საფუძველზე. კოდექსის მე-65 მუხლს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განიმარტება ტერმინი „სტანდარტების ეროვნული ორგანო“. დღეს არსებული რედაქციით კოდექსი არ შეიცავდა აღნიშნულ ტერმინს. კოდექსის 65-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ სტანდარტების ეროვნული ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.“ კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ხორციელდება დაახლოება სტანდარტიზაციის საერთაშორისო და ევროპული პრინციპებთან: 2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე. კოდექსის 66-ე მუხლის მე-5 ნაწილი ყალიბდება პროექტით წარმოდგენილი რედაქციით იმ მიზნით, რომ დაუახლოვდეს სტანდარტიზაციის ძირითად პრინციპს, ტექნოლოგიური პროცესის გამოყენებას სტანდარტების შემუშავებაში: 5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევები. 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი სტანდარტი შეიძლება მიღებულ იქნას საქართველოს სტანდარტად. მოცემული ცვლილება გამოიწვია ასევე, კოდექსში ტერმინის - „ევროპული სტანდარტის“ განმარტების შემოტანამ. შესაბამისად, აღნიშნული ნაწილები ყალიბდება შემდეგნაირად: 4. საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნეს: ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებისათვის ამ კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტები, რომლის მიღებას ახორციელებს სააგენტო. ბ) საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნეს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის ქართულ ვერსიას განიხილავს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი.        67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც განპირობებულია სტანდარტების რეგისტრაციის პროცესის და საქართველოს სტანდარტებად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების აღრიცხვის წესის გადახედვით. „5. საქართველოს სტანდარტად უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელსაც დაინტერესებული პირი გამოიყენებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი შედგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად. რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს (ლათინურად - “GES”), მომდევნო ასოები აღნიშნავს იმ ევროპული ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტების აბრევიატურას, რომლის სტანდარტი მიიღება საქართველოს სტანდარტად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის მიღების წესის შესაბამისად. 67-ე მუხლის მე-6 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, იმისათვის რომ კიდევ უფრო მკაფიოდ იქნას ხაზგასმული, რომ საქართველოში საქართველოს სტანდარტად მიიღება მხოლოდ საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი: „6. სააგენტო არ განიხილავს სტანდარტის პროექტს იმ სფეროში, სადაც არსებობს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები. 67-ე მუხლის მე-7 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც გამოწვეულია ამავე მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილი ცვლილებიდან: 7. სააგენტო განსახილველად არ გადასცემს შესაბამის ტექნიკურ კომიტეტს სტანდარტის პროექტს: ა) იმ სფეროში, სადაც არსებობს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები; ბ) იმ სფეროში, სადაც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე. 67-ე მუხლის მე-8 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს ევროკავშირის სტანდარტების საქართველოს სტანდარტად მიღების პროცესის გაუმჯობესებიდან: საქართველოს სტანდარტად საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი მიიღება სტანდარტის „თავფურცლის“ თარგმნის მეთოდითაც. კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ყალიბდება ახალი რედაქციით. მე-3 ნაწილით სტანდარტის მიღებაზე შესაბამისი იურიდიული აქტის გამომცემ ორგანოდ განისაზღვრება სააგენტოს გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, ვინაიდან, 68-ე მუხლის მე-6 ნაწილის შინაარსი გადავიდა 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში, ხოლო 68-ე მუხლის მე-7 ნაწილი - ამავე მუხლის მე-4 ნაწილში, 68-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილები ამოღებულ იქნა წარმოდგენილი რედაქციით. კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით. დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, ტექნიკური კომიტეტი იქმნებოდა სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ცვლილების განხორციელების შემდგომ, სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ცალკეულ სფეროში საჭიროების/პრიორიტეტულობის შესაბამისად განახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ასევე ცვლილებას 70-ე მუხლის მე-3 ნაწილში და ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დადგინდება სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით. კოდექსს დაემატება ახალი 701 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და ფუნქციონირების ზოგადი დებულებები. სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნა და მისი ფუნქციონირება სააგენტოს შემადგენლობაში გამოწვეული ევროკავშირის რეგულაციის მოთხოვნების ასახვით საქართველოს კანონმდებლობაში.     კოდექსის 72-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით. აღნიშნული ქვეპუნქტის ცვლილება განპირობებულია კოდექსში ტერმინის „ევროპული სტანდარტი“ დამატებით. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგნაირად: „ვ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში„ კოდექსის მე-80 მუხლის მეორე ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, დაკანონებული გაზომვის საშუალებების ჩამონათვალს ემატება ისეთი გაზომვის საშუალება, როგორიც არის: თერმული ენერგიის მრიცხველები. კოდექსის მე-80 მუხლის შენიშვნა ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ „ზ“, „თ“ „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით. კოდექსის 88-ე მუხლის (კოდექსის თავი VIII შესაბამისობის შეფასება - ტერმინთა განმარტება) „ე“ და „თ“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახლებურად. კერძოდ, „სერტიფიკაციისა“ და „ინსპექტირების“ განმარტებები და შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტების ისო/იეკ 17020 და ისო/იეკ 17065 ის განმარტებებთან, იმის გათვალისწინებით რომ აკრედიტაციის ცენტრი ინსპექტორებისა და სერტიფიკაციის ორგანოებისათვის აკრედიტაციას გასცემს სწორედ მითითებული სტანდარტების გამოყენებით, ისევე როგორც ყველა ევროპული ქვეყანა.   კოდექსის 91-ე მუხლის („შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები“) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ცვლილება შეეხება „შესაბამისობის სერტიფიკატისა“ და „ინსპექტირების სერტიფიკატის“ განსაზღვრებებს. პროექტში წარმოდგენილი ფორმულირება გადმოტანილია ევროკავშირის რეგულაციიდან 765/2008, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ევროკავშირის ქვეყნებში ისე საქართველოშიც, დეფინიცია შესაბამისობის სერტიფიკატის უნდა იყოს ერთი და იგივე. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების მიერ სერტიფიკატთან და ოქმთან ერთად გაიცემა ასევე, ინსპექტირების ანგარიში და სწორედ აღნიშნულის დაზუსტება ხდება მითითებული ჩანაწერით. კოდექსის თავი IX („აკრედიტაცია“) ყალიბდება ახალი რედაქციით. ვინაიდან ამ თავში მოცემულია სულ 7 მუხლი, რომელიც აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს და ცვლილება შეეხება ყველა მუხლს, შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული თავის ახლიდან ჩამოყალიბება. კერძოდ:  96-ე მუხლი (აკრედიტაციის ეროვნული სისტემა) - აღნიშნულ მუხლში, გარდა იმისა რომ დაზუსტდა აკრედიტაციის ცნება, ასევე დაზუსტდა აკრედიტაციის ცენტრის როლი აკრედიტაციის ეროვნულ სისტემაში და ა.შ. რაც მნიშვნელოვანია აკრედიტაციის საერთაშორისო სისტემასთან თავსებადობის გათვალისწინებით.  97-ე მუხლი (აკრედიტაციის სისტემის საფუძველი) - მუხლის სათაური შეიცვალა და დაზუსტდა და წარმოდგენილია, როგორც „აკრედიტაციის სისტემის საფუძველი“ (იყო - აკრედიტაციის საფუძველი). ამასთან მუხლის ნაწილების შინაარსი დაიხვეწა ტერმინოლოგიურად.  98-ე მუხლი (აკრედიტაციის მოწმობა და ვადა) - აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე ნაწილი დაიხვეწა ტერმინოლოგიურად. ამასთან, პირველ ნაწილში დაზუსტდა, რომ აკრედიტაციის მოწმობა არის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამავე მოწმობის დანართით განსაზღვრული კონკრეტულ აკრედიტაციის სფეროში აკრედიტებული სტატუსით საქმიანობისთვის.  99-ე მუხლი (აკრედიტაციის ცენტრი) - მე-3 ნაწილში დაზუსტდა სამართლებრივი აქტის სახეები, თუ რისი გამოცემის უფლებამოსილება აქვს გენერალურ დირექტორს. მე-4 ნაწილში ამოღებულ იქნა ტერმინი მონიტორინგი და აკრედიტაციის შენარჩუნების მექანიზმები იქნა ჩამოთვლილი. მე-5 ნაწილიდანაც ტერმინი „მონიტორინგი“ იქნა ამოღებული. მე-6 ნაწილში ტერმინი „კონსულტაცია“ ჩანაცვლდა რეკომენდაციებითა და წინადადებებით. მე-10 ნაწილში განხორციელდა მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებები. მაგ. ნახსენები იყო რომ აკრედიტაციის ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის „აკრედიტებულ ორგანოებთან“, რაც თავისი შინაარსით არასწორია და უნდა იყოს „სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტაციის ორგანოებთან“.  მე-100 მუხლი (აკრედიტაციის ეროვნული საბჭო) - აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში დაზუსტდა რომ აკრედიტაციის საბჭო მონაწილეობს „აკრედიტაციის სისტემის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში“ და არა აკრედიტაციის სფეროსი, როგორც ეს არსებულ რედაქციაში არის მოცემული.  101-ე მუხლი (აკრედიტებულ ორგანოთა რეესტრი) - ცვლილება ეხება სათაურს და ნაცვლად აკრედიტებულ პირთა რეესტრისა, იქნება აკრედიტებულ ორგანოთა რეესტრი. იგივე შინაარსის ცვლილებაა მოცემული აღნიშნული მუხლის ნაწილებშიც.  102-ე მუხლი (აკრედიტაციის სიმბოლო) - ცვლილება ეხება მათ შორის, მუხლის სათაურსაც და ახალი რედაქციით იქნება - „აკრედიტაციის სიმბოლო“ ნაცვლად „აკრედიტაციის ეროვნული ნიშანი (ლოგო))“, ვინაიდან დღეს არსებული სათაური არ არის თანხვედრაში მუხლის შინაარსთან, გამომდინარე იქედან, რომ აკრედიტაციის ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო სხვადასხვა დატვირთვის მქონე ტერმინებია აკრედიტაციის სისტემაში. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, განხორციელდა ამ მუხლის უფრო მეტად განვრცობა, დახვეწა და უფრო მეტი აქცენტის გაკეთება აკრედიტაციის სიმბოლოს დატვირთვაზე და მნიშვნელობაზე, ცნებაზე და მის სწორად გამოყენებაზე, ვინაიდან აკრედიტაციის სისტემის მართებულად ფუნქციონირებისთვის აღნიშნული საკითხი, კერძოდ, აკრედიტაციის სიმბოლოს სწორად გამოყენება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.  კანონპროექტის საფუძველზე, იზრდება არსებული ჯარიმების ოდენობა პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის და პროდუქტის განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისთვის. შესაბამისად, ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 422-425-ე მუხლები. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების დიაპაზონს, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს სამართალდამრღვევ პირს დააკისროს პროპორციული ოდენობის ჯარიმა, სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით. კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდილ ოდენობას სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობისათვის.  კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ასევე ემატება 427-ე მუხლი, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კერძოდ, ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსების ან ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სანქციის ოდენობა განისაზღვრება საფრთხის ხარისხის მიხედვით, რაც შესაძლოა შეუსაბამო პროდუქტით მიადგეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს. აღნიშნული ჯარიმები ასევე კლასიფიცირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიხედვით - კანონპროექტი პროდუქტის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიმართ ითვალისწინებს უფრო მკაცრ სანქციას, ვინაიდან ისინი ახდენენ პროდუქტის პირველად განთავსებას საქართველოს ბაზარზე და ეკისრებათ ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პრინციპი შესაბამისობაშია როგორც ბაზარზე ზედამხედველობის ზოგად პრინციპებთან, ასევე, ევროკავშირის საუკეთესო მიდგომასთან. კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.  ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით იცვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმის დაკისრების წესი და ოდენობა, ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება მე-191 მუხლის მე-15-მე-19 და 22-ე-23-ე ნაწილები, მე-193 და 426-ე მუხლები. ასევე, ზუსტდება პროდუქტის ნიმუშის აღების ღირებულების გადახდის წესი და ამ მიზნით, ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება მე-191 მუხლის მე-11 და მე-13 ნაწილები.  კანონპროექტი, ასევე, დადებითად შეფასდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მოწვეული ევროკავშირის ექსპერტის მიერ, რომლის ანგარიშითაც დგინდება კანონპროექტის შესაბამისობა ევროკავშირის სამართლის პრინციპებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან. მოწვეული ექსპერტის შეფასებით, კანონპროექტით გათვალიწინებული ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის უფრო ეფექტიანად განხორციელებას ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ცვლილებების მომზადების ვალდებულება მომდინარეობს საქართველოსა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA‐ის) განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმიდან სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ნაწილში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-12, მე-14 და მე-16 ნაწილებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, რაც ერთის მხრივ, დაკავშირებულია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან, კერძოდ, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებისა და დირექტივების იმპლემენტაციასთან ეროვნულ კანონმდებლობაში, ასევე, საკანონმდებლო ხარვეზების, ბლანკეტური და ე.წ „მკვდარი ნორმების“ ამოღებასა და ტერმინოლოგიური ცვლილებების ასახვასთან. კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ჯარიმების ოდენობების ზრდასა და ახალი სამართალდარღვევის დამატებასთან, ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, აღნიშნული ვადა დაკავშირებულია ცვლილებით შემოთავაზებული გამკაცრებული საჯარიმო პოლიტიკის დანერგვასა და მის ეფექტურ აღსრულებასთან. კანონის პირველი მუხლის მე-12, მე-14 და მე-16 ნაწილები, რაც დაკავშირებულია სტანდარტის შემუშავებასა და მიღებასათან, ასევე, სტანდარტიზაციის საბჭოსა და დაკანონებული გაზომვის საშუალებების მარეგულირებელ დებულებებთან - ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ცვლილებების შესაბამისად, სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გასაწევი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იზრდება როგორც არსებული ჯარიმების ოდენობა, ასევე, ხდება ახალი სანქციების დაწესება პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისათვის. სააგენტოს მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა დაეკისრება ეკონომიკურ ოპერატორს და ჯარიმის სახით გადახდილი თანხა სრულად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლის გავლენის ოდენობა დამოკიდებულია სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევათა რაოდენობაზე და ეკონომიკური ოპერატორების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმების ოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ ჯარიმები გათვალისწინებულია მოქმედი რედაქციითაც სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 2022-2023 წლების განმავლობაში სააგენტოს მიერ სამომხმარებლო პროდუქტების შემთხვევაში გამოიცა 143 დადგენილება. აღნიშნულთაგან ეკონომიკური ოპერატორების მიერ არ შესრულდა 26 დადგენილება, რომელთა ძირითადი ნაწილი ეხებოდა პროდუქტის რეალიზაციის შეჩერებას. დაკისრებული ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 25 000 ლარი (მინიმალური ოდენობა 200 ლარი, მაქსიმალური - 3000 ლარი), ეს ტენდენცია მზარდია. ამასთან, ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ახალი სანქციების დაწესებასთან ერთად, იზრდება არსებული ჯარიმების ოდენობა და, ასევე, სააგენტოს უფლებამოსილებები ფართოვდება, სავარაუდოა, რომ შემდეგ წლებში გაიზრდება ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობაც. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფითა და ნორმების დარღვევის ადეკვატური საჯარიმო პოლიტიკის შემოღებით, მოსალოდნელია შესაძლო დარღვევის შემთხვევების შემცირება და პრევენცია. აღნიშნული ცვლილებები ასევე დადებითად არის შეფასებული თავად ბიზნეს სექტორისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვინაიდან კანონპროექტი, ასევე, უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაზრდას. ცვლილების პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2024 წელს საშემოსავლო თანხა საშუალოდ შეადგენს - 15 523 ლარს, 2025 წელს - 62 093 ლარს, 2026 წელს - 82 790 ლარს, ხოლო 2027 წელს - 82 790 ლარს. ამასთან, არაავტომატური სასწორების სავალდებულო დამოწმების პერიოდის 18 თვიდან 12 თვემდე შემცირებით არაავტომატური სასწორის მფლობელი პირი შემცირებულ ვადაში მიმართავს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს დამოწმების მომსახურების მისაღებად ამასთან, თერმული ენერგიის მრიცხველებისთვის სავალდებულო დამოწმების ვადად განისაზღვრა 4 წელი, რაც გაზრდის სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს შემოსავლებს. ზემოხსენებული ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაზომვის საშუალებების სახეობაზე, რაოდენობაზე და სასწორების შემთხვევაში აწონის ზღვარზე. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა მის მიერ 2024 წელს მობილიზებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, ზემოხსენებული გაზომვის საშუალებების დამოწმებიდან მიღებული შემოსავლის 10% მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიხედვით, აკრედიტაციის ორგანო ახორციელებს, მათ შორის სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას, რაც განხორციელდება არსებული რესურსების ფარგლებში. შესაბამისად ცვლილების პროექტი ამ მხრივ ფინანსურ გავლენას არ გამოიწვევს. ამასთან მოქმედი რედაქციის მიხედვით, ინსპექტირების ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ან აკრედიტაციის გაუქმება, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან აკრედიტაციის გაუქმება სხვა პროცედურით მიმდინარეობს და დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციასთან და არა სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენციასთან. მოცემული ხარვეზი გამოსწორდა და სახდელის ფორმად განისაზღვრა მხოლოდ ჯარიმა. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ფინანსურ გავლენას არ იწვევს. ცვლილების პროექტით იქმნება ახალი ორგანო - სტანდარტიზაციის საბჭო (შემდგომში საბჭო), რაც გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო. სტანდარტიზაციის საბჭოს ფუნქციონირების წესი და წევრების უფლებამოსილებები დადგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. საბჭოს წევრობის საქმიანობის ფინასური ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის, ხოლო სამუშაო სივრცის, შესაბამისი გარემოს და სხვა საჭირო აღჭურვილობასთან დაკავშირებულ საკითხების ეფექტიან წარმართვას უზრუნველყოს სააგენტო უკვე არსებული რესურსების ფარგლებში. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ფინანსურ გავლენას არ იწვევს. ამასთან, ევროკავშირის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პროექტში აისახა, რომ აკრედიტაციის ორგანო ფუნქციონირებს, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია. იმავე მიზნით დაიხვეწა მუხლი, რომელიც ადგენს, რომ აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების პირველად აკრედიტაციას, აკრედიტებული ორგანოების აკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, აკრედიტაციის შეჩერების ან გაუქმების მიზნით განსახორციელებელ შესაბამის ღონისძიებებს. შესაბამისად, ამ ნაწილში ცვლილება არის მხოლოდ ტექნიკური და ფინანსური გავლენას არ იწვევს. ევროკავშირის სამართლებრივი აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პროექტის მიხედვით, აკრედიტაციის ცენტრი მონიტორინგის ნაცვლად ახორციელებს ყოველწლიურ შეფასებას, რაც ფინანსურ გავლენებთან დაკავშირებული არ არის. ამასთან, აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროდ სწავლებებიდან მიღებული შემოსავალის გარდა, ასევე განისაზღვრა ტრენინგებიდან მიღებული შემოსავალი, რაც მხოლოდ ტერმინოლოგიურს დაზუსტებას ისახავს მიზანს და ფინანსურ გავლენას არ იწვევს. აღსანიშნავია, რომ დაიხვეწა ნორმა, რომელიც აკრედიტებული პირის მიერ აკრედიტაციის პირობების დაკმაყოფილების ვალდებულებას ადგენდა და განისაზღვრა, რომ ზემოხსენებული პირი ვალდებულია აკრედიტაციის მოწმობის ვადის განმავლობაში აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოცემული ცვლილება არ იწვევს ფინანსურ გავლენას. ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, იზრდება სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილება, მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, დგება სააგენტოს ახალი ადამიანური რესურსით (თავდაპირველად, სავარაუდოდ, 12 ახალი თანამშრომელი, მე-3 და მე-7 წელს - 4-4 თანამშრომელი) აღჭურვის საჭიროება. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირის შრომითი ანაზღაურება თვიურად შეადგენს საორიენტაციოდ 2200 ლარს, 10 წლიან პერიოდში წმინდა მიმდინარე სარგებელი (NPB), რაც მოიცავს, სააგენტოში დასაქმებულთა მიერ საშემოსავლო გადასახადიდან მიღებულ სარგებელს, დაახლოებით, 655.9 ათას ლარს გაუტოლდება. სტანდარტული ხარჯების შეფასებით, ზედამხედველი ორგანოს მიერ ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო იქნება ახალი თანამშრომლების აყვანა, მათი გადამზადება, ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და წინასწარი შეფასებით, დანახარჯი პირველივე წელს ნომინალში, საშუალოდ 480,6 ათას ლარს მიაღწევს. როგორც აღინიშნა, 2024 წელს ზედამხედველ ორგანოში დამატებით დასაქმდება 12 პირი, ხოლო მათი შრომის წლიური ანაზღაურება იქნება 316,800 ლარი. ამასთან დამატებით ხარჯებს გამოიწვევს მანქანის, საწვავის, თანამშრომელთა ტრენინგების, დაზღვევის, ტექნიკური აღჭურვილობის, კომუნიკაციის, პენსიის, მანქანის მომსახურების და სხვა ხარჯები. სტანდარტული ხარჯების შეფასებით, 2024 წელს მთლიანი ხარჯი შეადგენს 480,552 ლარს, 2025 წელს - 387,552 ლარს, ხოლო 2026 წელს - 574,316 ლარს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღია 2024 წლის მეორე ნახევარი, ხოლო ცხრილში ხარჯები მთლიანი წლის მიხედვით არის დათვლილი. შესაბამისად, ივარაუდება რომ 2024 წელის ცხრილში წარმოდგენილი მთლიანი ხარჯი არ იქნება გასაწევი. უფრო დეტალურად ინფორმაცია ასახულია შემდგომ ცხრილში: კანონპროექტის მიხედვით სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო საბაჟო კონტროლის ზონებში ნიმუშის აღებას შეძლებს უსასყიდლოდ და მას მოუწევს მხოლოდ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რაც ამცირებს სააგენტოს მიერ გასაწევ ხარჯებს. ამასთან, პროექტის მიხედვით კოდექს ემატება ახალი ნორმები ევროპული სტანდარტის შესახებ (რეგიონალური სტანდარტის შესახებ ჩანაწერები კოდექსში აღარ არსებობს). მოცემული ცვლილება არ იწვევს ფინანსურ გავლენებს, ვინაიდან სტანდარტების ევროპული ორგანიზაციები თავის მხრივ წარმოადგენენ სტანდარტების რეგიონულ ორგანიზაციებს ევროპის მასშტაბით და მოცემული ცვლილებით მხოლოდ სწორდება ხარვეზი. პროექტით კოდექსიდან ამოღებულ იქნა ნორმა, სხვა ქვეყანაში ნიშანდების განმსაზღვრელი აქტების საქართველოში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, საქართველო აღიარებს განსაზღვრული ქვეყნების მიერ გაცემულ “ნიშანდების აქტებს” დამატებითი პროცედურების გარეშე. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ფინანსურ გავლენას არ ახდენს პირებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ვალდებულებების წარმოშობას. სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პროექტით დაიხვეწა „შესაბამისობის შემფასებელი პირის“ განმარტება. კერძოდ მოქმედი რედაქციის თანახმად, შემფასებელი პირი შესაძლოა ყოფილიყო პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. ტერმინი - პირი, მოიაზრებს, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირს, რაც კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და არ ასახავს რეალობას, ვინაიდან აკრედიტაცია გაიცემა მხოლოდ იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, გამოსწორდა ხარვეზი და ცვლილების პროექტის მიხედვით, შესაბამისობის შემფასებელი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი. ამასთან, ზემოხსენებულ ტერმინში განხორციელებული სხვა ცვლილებები არ იწვევს ფინანსურ გავლენას. აღსანიშნავია, რომ როგორც მოქმედი რედაქციის, ისე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შესაბამისობის შემფასებელი პირი ასევე შეიძლება იყოს კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი. შესაბამისად, პროექტი ამ მხრივ ფინანსურ გავლენას არ იწვევს. დაკანონებული გაზომვის საშულებების პერიოდული დამოწმების ვადის ცვლილების უპირველესი მიზანია გაზომვების მოწესრიგება სახელმწიფოში არსებული არაავტომატური და ავტომატური სასწორების ბაზა მოძველებულია და მნიშვნელოვანია რომ აქტიურად (მოკლე პერიოდულობის დაცვით) ხდებოდეს მათი მეტროლოგიური დამოწმება, იმისათვის უზრუნველყოფილი იყოს კანონით განსაზღვრულ მიზნების შესრულებისათვის ზუსტი წონის/მასის განსაზღვრა საბოლოო მომხმარებლისათვის. შესაბამისად, ავტომატური სასწორებისათვის და არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის სავალდებულო დამოწმებისათვის განსაზღვრული 18 თვიანი ვადა შემცირდა 12 თვემდე. კოდექსის მიხედვით, სავალდებულო დამოწმების განხორციელება შეუძლი, როგორც სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ისე, აკრედიტირებულ პირს, შესაბამისად ზემოხსენებული გაზომვის საშუალების მესაკუთრე/მფლობელის მიერ აკრედიტირებული პირისთვის/სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში გაიზრდება აკრედიტირებული პირის/სააგენტოს შემოსავალი. რაც შეეხება, არაავტომატური და ავტომატური სასწორების მფლობელ პირებს, მათთვის გაიზრდება სავალდებულო დამოწმების მომსახურების მიღების ხარჯი. ამასთან, თერმული ენერგიის მრიცხველებისთვის სავალდებულო დამოწმების ვადად განისაზღვრა 4 წელი, რაც ასევე გაზრდის ზემოხსენებული მრიცხველების მესაკუთრე/მფლობელის ხარჯებს და გაზრდის აკრედიტირებული პირების შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ პასუხიმგებლობა და აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები დადგენილია აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით. კერძოდ, ზემოხსენებული ბრძანების მიხედვით სახდელად გათვალისწინებულია მხოლოდ აკრედიტაციის სტატუსის შეჩერება, გაუქმება და შემცირება. შესაბამისად, მოცემულ ცვლილება ფინანსურ გავლენას არ იწვევს. ამასთან, გაიზრდება იმ ეკონომიკურ ოპერატორთა ხარჯი, რომელთა პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისთვის აღება განხორციელდება საბაჟო ზონაში, ვინაიდან პროექტის მიხედვით, ამ პროცედურას სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს უსასყიდლოდ. აღსანიშნავია, რომ საბაჟო ზონაში აღებული ნიმუშის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი აღარ აანაზღაურეს ნიმუშის ხარჯებს, შესაბამისად ეს შეამცირებს მათ ხარჯებს. კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის 422-425-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის არსებული ჯარიმების გაზრდას, ხოლო 427-ე მუხლი აწესებს ახალ სანქციებს პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის. შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ეკონომიკური ოპერატორის (კანონპროექტი პროდუქტის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიმართ ითვალისწინებს უფრო მკაცრ სანქციას) ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა, ცვლილების ფინანსური გავლენა დამოკიდებულია ეკონომიკური ოპერატორების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განსაზღვრულია მხოლოდ დარღვევის არსებობის შემთხვევაში. როგორც აღინიშნა, კანონპროექტით დგინდება სამართალდარღვევის ახალი სახე, რომელიც გათვალისწინებულია 427-ე მუხლში. ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლისა და იმპორტიორის მიმართ ითვალისწინებს უფრო მკაცრ სანქციას. შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებას სავარაუდო გავლენა ექნება ეკონომიკური ოპერატორების ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა, ცვლილების ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება ეკონომიკური ოპერატორების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განსაზღვრულია მხოლოდ დარღვევის არსებობის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფითა და ნორმების დარღვევის ადეკვატური საჯარიმო პოლიტიკის შემოღებით, მოსალოდნელია შესაძლო დარღვევის შემთხვევების შემცირება და პრევენცია. აღნიშნული ცვლილებები ასევე დადებითად არის შეფასებული თავად ბიზნეს სექტორისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვინაიდან კანონპროექტი, ასევე, უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაზრდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის 422-425-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის არსებული ჯარიმების გაზრდას. ამასთან, კოდექსს ემატება 427 მუხლი, რომელიც აწესებს ჯარიმებს პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმების 47-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებასთან, რომლის თანახმად, სხვადასხვა სექტორებში დაახლოების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები ევროკავშირის მხარის ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების სისტემებთან და ბაზრის ზედამხედველობის სისტემასთან ეტაპობრივი დაახლოების მიზნით და იღებს ვალდებულებას დაიცვას ევროკავშირის მხარის შესაბამის კანონმდებლობაში გაწერილი პრინციპები და მეთოდები (საორიენტაციო ნუსხა მოცემულია ასოცირების შეთანხმების III-B დანართში და დაახლოებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალი მოცემულია ასოცირების შეთანხმების III-A დანართში). აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საკუთარი პრიორიტების გათვალისწინებით, საქართველომ ეტაპობრივად უნდა დაუახლოოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის მხარის შესაბამის კანონმდებლობას: • სექტორული ნაწილი ასოცირების შეთანხმების III-A დანართის შესაბამისად: ა) 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/31/EU დირექტივა არაავტომატური საწონი საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია); ბ) 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/32/EU დირექტივა გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია). • ჰორიზონტალური ნაწილი ასოცირების შეთანხმების III-B დანართის შესაბამისად: ა) 2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) N1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს (EU) N1025/2012 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2023 წლის 9 ივლისის მდგომარეობით (2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) No. 1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც ცვლის საბჭოს 89/686/EEC და 93/15/EEC დირექტივებს და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 94/9/EC, 94/25/EC, 95/16/EC, 97/23/EC, 98/34/EC, 2004/22/EC, 2007/23/EC, 2009/23/EC და 2009/105/EC დირექტივებს და აუქმებს საბჭოს 87/95/EEC გადაწყვეტილებას და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს No 1673/2006/EC გადაწყვეტილებას); ბ) 2008 წლის 9 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციისა და ბაზრის ზედამხედველობისადმი, პროდუქციის რეალიზაციასთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენს (EC) N765/2008 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2021 წლის 16 ივლისის მდგომარეობით (2008 წლის 9 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციის მიმართ და აუქმებს (EEC) N 339/93 რეგულაციას). გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების III-A დანართი და III-B დანართით გათვალისწინებულ შემდეგ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან: • სექტორული ნაწილი ასოცირების შეთანხმებ III-A დანართის შესაბამისად: ა) 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/31/EU დირექტივა არაავტომატური საწონი საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია); ბ) 2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/32/EU დირექტივა გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია). • ჰორიზონტალური ნაწილი ასოცირების შეთანხმების III-B დანართის შესაბამისად: ა) 2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) N1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს (EU) N1025/2012 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2023 წლის 9 ივლისის მდგომარეობით (2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EU) No. 1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც ცვლის საბჭოს 89/686/EEC და 93/15/EEC დირექტივებს და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 94/9/EC, 94/25/EC, 95/16/EC, 97/23/EC, 98/34/EC, 2004/22/EC, 2007/23/EC, 2009/23/EC და 2009/105/EC დირექტივებს და აუქმებს საბჭოს 87/95/EEC გადაწყვეტილებას და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს No 1673/2006/EC გადაწყვეტილებას); ბ) 2008 წლის 9 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციისა და ბაზრის ზედამხედველობისადმი, პროდუქციის რეალიზაციასთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენს (EC) N765/2008 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2021 წლის 16 ივლისის მდგომარეობით (2008 წლის 9 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციის მიმართ და აუქმებს (EEC) N 339/93 რეგულაციას). დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ - აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ - აკრედიტაციის ცენტრმა და სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.