ა(ა)იპ. „საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ მიერ 2021-2023 წლებში განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 76
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა
2024 წლის 24 აპრილი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
ა(ა)იპ. ,,საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ მიერ 2021-2023
წლებში განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის მოსმენა
/მომხსენებელი: ფედერაციის წარმომადგენელი, ანა კაკაბაძე/
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის
ოქმი N76
2024 წლის 24 აპრილი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე,
მანუჩარ კვირკელია, გენრიეტა წიწავა (ზაზა ლომინაძის ნაცვლად), შოთა ხაბარელი,
გოდერძი ჩანქსელიანი (ლევან კობიაშვილის ნაცვლად), გივი მიქანაძე, იმედა ნიკურაძე,
მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, იაგო ხვიჩია, როსტომ ჩხეიძე.
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ: დავით კაჭარავა, კახაბერ ოქრიაშვილი, ცეზარ
ჩოჩელი.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ:
გიორგი არაბული - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
წარმომადგენელი;
ანა კაკაბაძე - ა(ა)იპ. ,,საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“
წარმომადგენელი;
შოთა ბერუაშვილი - ა(ა)იპ. ,,საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“
წარმომადგენელი;
სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტის კომიტეტის 12 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი
ა(ა)იპ. ,,საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ მიერ 2021-2023
წლებში განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის მოსმენა
/მომხსენებელი: ფედერაციის წარმომადგენელი, ანა კაკაბაძე/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე მოისმინეს: ა(ა)იპ.
,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“
წარმომადგენლების ანა კაკაბაძის და შოთა ბერუაშვილის მოხსენება.
მომხსენებლის ინფორმაციით, ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაცია” დაარსდა 1993 წელს და მისი წევრები არიან საქართველოში
აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლები. მასშტაბიდან გამომდინარე ფედერაცია
მასობრივი სპორტის ერთერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა.
ფედერაციის მიერ ყოველწლიურად ორგანიზდება სხვადასხვა სპორტული ტურნირები
და ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას იღებს 50 000-მდე სტუდენტი. ეს
რეგულარული ტურნირებია:
1. საქართველოს უნივერსიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში (20 მდე სპორტული
მიმართულება, მათ შორის ექსტრემალური და ინტელექტუალური სპორტული
მიმართულებები);
2. ზამთრის უნივერსიადა (სამთო სპორტი, თოვლის ფრენბურთი, თოვლის რაგბი);
3. კალათბურთის სტუდენტური ბ ლიგა, რომელიც კალათბურთის ფედერაციასთან
ერთობლივი თანამშრომლობით საუნივერსიტეტო გუნდებს შესაძლებლობას აძლევს
პროფესიონალურ სპორტში გადაინაცვლონ;
4. ფუტსალის სტუდენტური ლიგა;
5. ფრენბურთის სტუდენტური ჩემპიონატი გოგონებსა და ვაჟებს შორის;
6. სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც გაერთიანებულია
კულტურული, სპორტული და შემეცნებითი მიმართულებები;
საგანმანათლებლო,
7. საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც არის შესარჩევი ეტაპი ევროპის
უნივერსიადის.
როგორც მომხსენებლემა აღნიშნა, ფედერაცია არის ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის
ასოციაციის (EUშA)-ს და საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის
(FIშU)-ს წევრი და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორ
ორგანიზაციებთან
მომხსენებელის ინფორმაციით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის
ეგიდით 2022 წლიდან დღემდე EUშA-ს და FIშU-ს მიერ ორგანიზებულ 10-მდე
ღონისძიებაში სპორტსმენმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა და აღიარება მოიპოვეს
მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ:
ევროპის უნივერსიადა 2022 (EUშA) (პოლონეთი)
1. ძიუდო- 2 ოქროს, 1 ბრინჯაოს მედალი.
2. ჭადრაკი- 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი.
მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატი საბრძოლო სპორტში (FIშU) (თურქეთი)
1. სამბო- 2 ოქროს, 1 ვერცხლის მედალი
2. თავისუფალ სტილში ჭიდაობა- 3 ვერცხლის მედალი
3. ბერძნულ-რომაულ სტილში ჭიდაობა- 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი
ევროპის ჩემპიონატი საბრძოლო სპორტში (EUშA) (ხორვატია)
1. ძიუდო- 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი
მსოფლიო უნივერსიადა 2023 (FIშU) (ჩინეთი)
1. ძიუდო- 2 ბრინჯაოს მედალი
2. წყალში ხტომა- 1 ვერცხლის მედალი
3. წყალბურთი- 1 ბრინჯაოს მედალი
მომხსენებელმა აგრეთვე განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველოს საუნივერსიტეტო
სპორტის ფედერაცია დარეგისტრირებულია "ევროპის უნივერსიადა 2024"-ზე, რომელიც
ტარდება უნგრეთში, 11-27 ივლისს. ქართველი სპორტსმენი სტუდენტები მონაწილეობას
მიიღებენ ძიუდოში, ტაეკვანდოსა და კიკბოქსში. ასევე, მონაწილეობა იგეგმება
მსოფლიო სტუდენტურ ჩემპიონატში ქვიშის სახეობებში, რომელიც ჩატარდება
მიმდინარე წლის სექტემბერში ბრაზილიაში.
ამ დროისათვის ფედერაციის მიმდინარე პროექტებია: საქართველოს უნივერსიადა 2024
(17 სახეობა); ფუტსალის სტუდენტური ჩემპიონატი; კალათბურთის სტუდენტური ბ
ლიგა; ფრენბურთის სტუდენტური ჩემპიონატი.
აღსანიშნავია, რომ ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს
ადმინისტრაციებთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
უნივერსიტეტების
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე
მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა ფედერაციას
გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით,
საერთაშორისო უნივერსიადაზე სტუდენტების მონაწილეობას ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად შეაფასა ა(ა)იპ. ,,საქართველოს
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ მიერ 2021-2023 წლებში განხორციელებული
და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაცია.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი
სხდომის მდივანი
ანნა მაისურაძე