ა(ა)იპ. „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ 2023 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 75
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2814?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
სპორტის კომიტეტის სხდომა
თარიღი
22 აპრილი 2024 12:00
2024 წლის 22 აპრილი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
ა(ა)იპ. „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ 2023
წელს
განხორციელებული
და
მიმდინარე
წელს
დაგეგმილი
საქმიანობის
შესახებ
ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ფედერაციის პრეზიდენტი, კონსტანტინე ამირეჯიბი.
4/22/2024, 6:08 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის
ოქმი N75
2024 წლის 22 აპრილი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე,
დავით კაჭარავა, მანუჩარ კვირკელია, ირაკლი ქადაგიშვილი (ზაზა ლომინაძის
ნაცვლად), შოთა ხაბარელი, გენრიეტა წიწავა (ლევან კობიაშვილის ნაცვლად), იმედა
ნიკურაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, იაგო ხვიჩია, როსტომ ჩხეიძე,
ანა წითლიძე (ცეზარ ჩოჩელის ნაცვლად);
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ: გივი მიქანაძე, კახაბერ ოქრიაშვილი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ:
ლალი
კალანდაძე
საქართველოს
განათლების,
ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი;
მეცნიერებისა
და
გიორგი არაბული - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს
წარმომადგენელი;
კონსტანტინე ამირეჯიბი - ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი;
დავით ილურიძე - ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული
ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტი;
სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტის კომიტეტის 13 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი
ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“
მიერ 2023 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის
შესახებ ინფორმაციის მოსმენა
/მომხსენებელი: ფედერაციის პრეზიდენტი, კონსტანტინე ამირეჯიბი/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე მოისმინეს: ა(ა)იპ.
,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“
პრეზიდენტის კონსტანტინე ამირეჯიბის მოხსენება.
მომხსენებლის ინფორმაციით, ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაციის“ მიზანს წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდობის
ცნობიერებასა და ყოველდღიურ ყოფაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაცია. მოსწავლეების ფიზიკურ აქტივობაში მასობრივი
ჩართვა, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის ნიჭიერი მოზარდების
აღმოჩენაში ხელშეწყობა“. ფედერაციის მიერ შემუშავებულია და ხორციელდება
პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობს როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე
მიზნობრივად ლოკალურად და მოიცავს სასკოლო სპორტის განვითარების შემდეგ
პროგრამებს: მხიარული სტარტები (I-VI კლასები), საქართველოს სასკოლო ლიგა საქართველოს თვისუფლების თამაშები (VI-VII-VIII კლასები), სასკოლო სპორტული
ოლიმპიადა (IX-X-XI კლასები), სასკოლო სპორტის კვირეული (I – XII კლასები),
სპორტულ-შემეცნებითი პროგრამები (V-XII კლასები), ნიჭიერ მოსწავლეთა და
პედაგოგთა პოპულარიზაციის პროგრამა (I-XII კლასები), საქართველოს სკოლების
მონაწილეობა სასკოლო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა და გიმნაზიადებში.
რაც შეეხება სპორტის სახეობებს, რომლებსაც მოიცავენ სასკოლო სპორტის პროგრამები
ესენია: მინი ფეხბურთი (გოგონები, ვაჟები), 3x3 კალათბურთი (გოგონები, ვაჟები),
ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები), ხელბურთი (გოგონები, ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი
(გოგონები, ვაჟები), ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები), მძლეოსნური გეზრბენი (გოგონები,
ვაჟები).
კონსტანტინე ამირეჯიბმა, აგრეთვე წარმოადგინა ფედერაციის მიერ 2023 წელს
ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობრივი შედეგები. მისი
ინფორმაციით გასულ წელს ჩატარდა 14 000 სპორტული შეჯიბრი, აქედან:
მუნიციპალური თამაშები - 10 000-მდე შეჯიბრი (ოქტომბერი - დეკმებერი ყოველ შაბათკვირას, 140 შეჯიბრი თითოეულ მუნიციპალიტეტში,სულ 64 მუნიციპალიტეტი);
რეგიონული თამაშები - 800 შეჯიბრი; აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს
თამაშები - 137 შეჯიბრი; შიდასასკოლო თამაშები - 3000 შეჯიბრი.
როგორც მომხსენებლემა აღნიშნა, 2023 წელი განსაკუთრებული იყო საერთშორისო
ასპარეზზე, კერძოდ: აგვისტოში - ბრაზილიაში გაიმართა 15 წლამდელთა სასკოლო
მსოფლიო ოლიმპიადა - გიმნაზიადა სპორტის 22 სახეობაში, სადაც მონაწილეობა მიიღო
ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე 8 მოსწავლემ. გიმნაზიადაზე
მოასპარეზე 8 სპორტსმენიდან რვავემ წარმატებით იასპარეზა და აიღო მედალი, აქედან
-7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი. ასეთი რაოდენობისა და სინჯის მედლების
მონაწილეთა რაოდენობასთან პროცენტული თანაფარდობის მიხედვით საქართველოს
საუკეთსო შედეგი ჰქონდა მონაწილე 40 ქვეყანას შორის.
მომხსენებელმა, დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნო 2024 წლის მიმდინარე
პროგრამები და სამომავლო გეგმები, ეს პროგრამებია:
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024, რომელიც დასკვნითი თმაშების ფაზაშია.
ივნისში
გამოვლინდებიან
სასკოლო
სპორტული
ოლიმპიადა
2024-ის
გამარჯვებული სკოლები, რომლებიც მოიპოვებენ სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადის
- გიმნაზიადის საგზურებს;
მარტიდან მიმდინარეობს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025-ის
მოსამზადებელი სამუშოები;
საქართველოს სასკოლო ლიგა - საქართველოს თავისუფლების თამაშები - პილოტის
სახით მიმდინარეობს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარდა თბილისისა
და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი მუნიციპალიტეტებისა;
მიმდინარეობს სასკოლო სპორტის კვირეულის მოსამზადებელი სამუშოები,
რომლის ფარგლებშიც შედგება სპეციალური საორგანიზაციო გზამკვლევები
როგორც სკოლებისთვის, ისემუნიციპალიტეტებისთვის;
19 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, სერბეთში, ფრენბურთში სასკოლო მსოფლიო
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს
საჯარო სკოლის ვაჟთა და ქუთაისის 22-ესაჯარო სკოლის გოგონათა გუნდები.
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე
მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის შეფასებით,
ფედერაციას დიდი წვლილი შეაქვს ბავშვების სპორტში ჩაბმისა და დიდი
სპორტული მიღწევებისთვის მომზადების საქმეში.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად შეაფასა ა(ა)იპ. ,,საქართველოს
ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ 2023 წელს
განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე
წარმოდგენილი ინფორმაცია.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი
სხდომის მდივანი
ნინო ქურდაძე