ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 6
შენიშვნა 2024 წლის 12 აპრილი, 11:00 საათი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზი
ქალაქი მცხეთა, ანტიოქიის ქუჩა N7
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2794?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
12 აპრილი 2024 11:00
2024 წლის 12 აპრილი, 11:00 საათი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზი
ქალაქი მცხეთა, ანტიოქიის ქუჩა N7
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი
ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაიას, რამინა(რიმა) ბერაძის, ირაკლი
მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ
ობოლაშვილის,
ზაალ
დუგლაძის,
ვლადიმერ
კახაძის,
შალვა
კერესელიძის,
ირმა
ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ
მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის, ზაალ
მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის, გოდერძი
ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის,
ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ (07-3/401; 06.12.2023) (კომიტეტი
წამყვანია; მეორე მოსმენა);
მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
2. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითრების სააგენტოს დირექტორი.
4/8/2024, 3:25 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N6
2023 წლის 12 აპრილი, 11 საათი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
საკონფერენციო დარბაზი
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გელა სამხარაული
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
(დაჩი) ბერაია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ
მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ დუგლაძე, სუმბატ
კიურეღიანი, გიორგი სოსიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი
ცაგარეიშვილი,
აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, ნინო ქორიძე, ირმა ქიტიაშვილი, ნინი ჟღენტი.
მოწვეული სტუმრები: თენგიზ ნასარიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ფანცულაია - ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე,
ნატალია ხარატიშვილი - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს
დირექტორის მოადგილეები, დავით ნოზაძე - სახელმწიფო რწმუნებული
მცხეთა-მთიანეთის
მხარეში,
დიმიტრი
ზურაბიშვილი
მცხეთის
მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის
მერი, მანანა ნარიმანიძე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ ჩიტაური
- დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან წიკლაური - თიანეთის
მუნიციპალიტეტის მერი, სოსო მამულაშვილი - თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ კიკნაველიძე - სოფლის მეურნეობის
სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამსახურის უფროსი, მცხეთამთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის,
გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაიას, რამინა(რიმა)
ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას,
ზაზა ლომინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ
კახაძის, შალვა კერესელიძის, ირმა ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის,
შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ
კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის, ზაალ მიქელაძის,
ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის, გოდერძი
ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშილის, ედიშერ თოლორაიას,
ირაკლი
ჩიქოვანის,
მგალობლიშვილის
ირაკლი
(დაჩი)
ბერაიას,
მიერ
საკანონმდებლო
ბეჟან
წაქაძის,
ინიციატივის
ლევან
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების შესახებ“ (07-3/401; 06.12.2023). (კომიტეტი წამყვანია;
მეორე მოსმენა).
(მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე).
2.
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული
საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
(მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითრების სააგენტოს
დირექტორი).
დღის წესრიგის პირველი საკითხის - საქართველოს პარლამენტის წევრების
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
შესახებ“ - განხილვა გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით,
კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით (ერთხმად), გადაიდო.
კომიტეტის წევრებმა, გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, ერთხმად
დაამტკიცეს დღის წესრიგი.
2
I.მოისმინეს:
დავით წითლიძის ინფორმაცია - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს
მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს
გააცნო ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოს სტრუქტურაზე. მან
ისაუბრა გადამხდელი სააგენტოს ინსტიტუციურ რეფორმასა და
განხორციელების
პროცესზე. ევროკავშირის
დაფინანსებით, UNDP
მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
პოლიტიკის მართვის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზნით,
2020 წელს შეიქმნა შიდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. 2021 წელს
დაიწყო ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების
პროცესში ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვას. დამტკიცდა
სააგენტოს
პროგრამებით/პროექტებით
განსაზღვრული
გადახდების
აღსრულების პროცედურისა და გადახდის აღსრულების სამუშაო პროცესის
ნაკადური სქემა. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა
პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით
ხორციელდება, მათ შორისაა: შეღავათიანი აგროკრედიტი; დანერგე
მომავალი;
გადამამუშავებელი
და
შემნახველი
საწარმოების
თანადაფინანსების პროექტი; აგროდაზღვევა; მოსავლის ამღები სასოფლოსამეურნეო
ტექნიკის
თანადაფინანსება;
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების
სახელმწიფო პროგრამა; ტექნიკური დახმარების პროგრამა; საპილოტე
რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა; ჩაის პლანტაციების
რეაბილიტაციის პროგრამა; ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა; თხილის
წარმოების ხელშეწყობის პროგრამა; მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის
და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DIMMA); საპილოტე პროგრამა
ქალებისათვის; მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის
ხელშეწყობის პროგრამა; პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება
საქართველოს სოფლის მეურნეობაში; მრავალმხრივი საფრთხეების
ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან
დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში და სხვა.
საერთაშორისო გამოფენები: 2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს
ორგანიზებით 8 საერთაშორისო გამოფენაზე მიიღეს მონაწილეობა ქართული
აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიებმა.
3
აზრი გამოთქვეს:
1. გელა სამხარაული: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს
წარმოდგენილი საინტერესო ინფორმაციისთვის, სახელმწიფო რწმუნებულს
მცხეთა-მთიანეთის
მხარეში
და
ადგილობრივი
ხელისუფლების
წარმომადგენლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის და დაინტერესდა
რამდენიმე საკითხით. რა პროგრამები/პროექტები ხორციელდება აღნიშნულ
რეგიონში, როგორია მოთხოვნა, დინამიკა და მომართვიანობა. კომიტეტის
თავმჯდომარემ
აღნიშნა,
რომ
გაცხადებული
პოლიტიკა
აქვთ,
მაქსიმალურად დაეხმარონ მაღალმთიან რეგიონებს, უნდათ მოსახლეობის
სოფლად დაბრუნება, დამაგრება, ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა.
დონორებს სთხოვენ დახმარებას, თუმცა მათ სახსრებზე დიდი ზემოქმედება
არ შეუძლიათ, მაგრამ რაც სახელმწიფოსია, კარგი იქნება იქ დახმარება
მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. მისი თხოვნაა, რომ შესაბამისი
უწყებები აქტიურად იყვნენ ჩართული საძოვრების საკითხებში, სამუშაოა
გადასარეკ ტრასებთან დაკავშირებითაც. მათთან გაკეთდეს შეხვედრა, რაღაც
მექანიზმები დასახონ, რადგან გადასარეკი ტრასები თუ იქნება
გასხვისებული და ალტერნატივა აღარ იქნება, ძნელი მისახედი იქნება
სამომავლოდ.
2. დავით წითლიძე: რომელმაც განმარტა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი არ
გამოირჩევა დიდი ფართობებით, უფრო მეტად სამრეწველო ზონაა და
არსებული საწარმოებიდან ბევრი, სააგენტოს ბენეფიციარია. მათ შორის არის
სასათბურე მეურნეობებიც. გეგმაში აქვთ მაღალმთიან რეგიონებზე
მცირემიწიანი ნაკვეთებისთვის მცირე მექანიზაციის მიმართულებით
პროგრამის გამოცხადება.
3. ნიკოლოზ კიკნაველიძე: რომელმაც განაცხადა, რომ დონორი ორგანიზაციები
სხვა რეგიონებში ახორციელებენ პროექტებს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
ქვემო ქართლთან და შიდა ქართლთან შედარებით დაბალი აქტივობაა.
დიდი ხანია დონორი ორგანიზაცია არ შემოსულა მათთან სოფლის
მეურნეობის მიმართულებით. „დანერგე მომავალი“ ძირითადად მუშაობს
მცხეთის მუნიციპალიტეტში, რადგან სავარგულები აქ არის თავმოყრილი.
მეცხოველეობის ზონაა დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი და ამ კუთხით სოფლის
მეურნეობის პროგრამა არ განხორციელებულა. მათი თხოვნაა, თუ
სამინისტრო საპილოტედ დაიწყებს ამ მიმართულებით მუშაობას, მათი
რეგიონი
გაითვალისწინონ.
შემდეგი
თხოვნა
იყო
საძოვრების
პასპორტიზაცია, რომელიც დღემდე ვერ დასრულდა. 120000 ჰექტარი
დუშეთის, 23000 თიანეთის, 42000 ჰექტარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს
აქვთ
საძოვრები,
მიდის
გატყევება,
აუცილებელია
დასრულდეს
პასპორტიზაციის პროცესი. ასევე, გადასარეკი ტრასები დღემდე
4
4.
5.
6.
7.
დაურეგისტრირებელია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
დღეისათვის უსისტემოდ ხდება ცხვრის გაშვება და ძოვება.
დავით წითლიძე: რომელმაც აღნიშნა, რომ დონორების მიერ
დაფინანსებული საპილოტე მუნიციპალიტეტებს შორის არ იყო მცხეთამთიანეთი გათვალისწინებული, გასულ წელს დაამატეს აღნიშნული რეგიონი
ბიუჯეტის დაფინანსებით, თუმცა, შესაძლოა მოთხოვნა მეტი იყოს.
თენგიზ ნასარიძე: რომელმაც განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ამზადებს ახალ კანონის პროექტს საძოვრების
მართვის შესახებ. აქვთ კომუნიკაცია და კონსულტაციები რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროებთან. დღეისათვის არ არსებობს საკანონმდებლო
რეგულაცია საძოვრების მართვის მიმართულებით, რაც განაპირობებს
არსებულ პრობლემებს. სამინისტროს გეგმაა, დაიწყონ საჯარო შეხვედრები
რეგიონებში იმ პრინციპების გასაცნობად, რაზეც აეწყობა საძოვრების
მართვის რეგულაცია და თუ მოხერხდება, საშემოდგომო სესიაზე, აქტიური
კომუნიკაციის და კონსულტაციების შემდეგ, შესაძლებელია, წარმოადგინონ
კანონპროექტი.
გელა სამხარაული: რომელიც დაინტერესდა, რა მდგომარეობაა მცხეთამთიანეთის რეგიონში სისტემური რეგისტრაციის პროცესებთან მიმართებით.
კარგი იქნება გამოკვეთოს შესაბამისმა სამსახურმა საზღვრები, გადასარეკი
ტრასები დაარეგისტრირონ, განახლდეს სამუშაო და საბოლოოდ მხოლოდ იმ
ადამიანებმა მიიღონ აუქციონში მონაწილეობა, ვისაც მსხვილფეხა ან/და
წვრილფეხა საქონელი ყავს, რეგისტრირებულია სურსათის ეროვნულ
სააგენტოში, ატარებს გეგმიურ აცრებს, სხვა შემთხვევაში მონაწილეობის
უფლება არ ქონდეთ.
დავით ნოზაძე: რომელმაც განაცხადა, რომ არაერთი შეხვედრა ქონდათ
სამინისტროსთან მეცხოველეობის, საძოვრების საკითხებზე. თუმცა
ადგილებზე არის პრობლემები, ადგილობრივებს არ უნდათ საძოვრების
გაიჯარება. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს ექნება ეს საკითხები
მოსაგვარებელი. მუნიციპალიტეტებს რომ ქონდეთ წაღებული, ეს მათ
დამატებით შემოსავალს მისცემდა. უმნიშვნელოვანესია გადასარეკი ტრასები.
რწმუნებულმა განაცხადა, რომ მზად არიან მერების, საკრებულოების
წარმომადგენლები ჩაერთონ აღნიშნული საკითხების განხილვებში. მათ
რეგიონში დიდი ადგილი უჭირავს გადამამუშავებელ საწარმოებს, თუმცა არ
აქვთ დიდი სავარგულები. მიუხედავად ამისა, რეგიონს აქვს მეცხოველეობის
განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. დავით ნოზაძემ თხოვნით
მიმართა სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მსგავსი სახის პროექტებსა და
პროგრამებში პრიორიტეტებში იყვნენ გამოტანილი. მისი განცხადებით,
ყველა რეგიონი მნიშვნელოვანია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათთან
შეიძლება სხვა მიმართულებას არ ქონდეს დიდი პოტენციალი, თხოვნაა,
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ერთ-ერთ პრიორიტეტში იყოს განხილული.
5
8. გელა სამხარაული: რომელიც დაინტერესდა მოსავლის ამღებ ტექნიკასთან
დაკავშირებით სერვერის გამართულად მუშაობის თემით, როგორ მუშაობს
სერვერი, რადგან ხშირად არის უკმაყოფილება, რომ ხარვეზების გამო, ზოგი
ვერ ახერხებს დარეგისტრირებას და განაცხადების გაკეთებას. კომიტეტის
თავმჯდომარე
ასევე
დაინტერესდა
ბიოსერტიფიცირების
თემით,
საინტერესოა, გაერთიანების პრინციპით თუ არის შესაძლებელი გაიცეს
სერტიფიკატები. მან ისაუბრა გადამამუშავებელ-შემნახველ საწარმოებზე,
რამდენი საწარმო იყო დაფინანსებული, რამდენი ფუნქციონირებდა, რა
მდგომარეობაა ამ მიმართულებით, კარგი იქნება შემდეგი შეხვედრისთვის
ამის მონიტორინგი გაკეთდეს.
9. დავით წითლიძემ: რომელმაც სერვერის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით
განაცხადა, რომ ყველა პროცესი პროგრამულად ხდება, განაცხადების მიღება,
შევსება, დოკუმენტების ატვირთვა და სხვა. ბიუჯეტის შევსებისთანავე,
განაცხადების მიღება წყდება. მათ აქვთ შესაბამისი სამსახური, თუმცა
სამინისტრო აკეთებს პროცესების კოორდინაციას. ბოლო პერიოდში
პრობლემები იყო საიტის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით და იმედი
გამოთქვა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ამ პრობლემას გადაწყვეტენ,
რომ სისტემა გამართული იყოს. რაც შეეხება ბიოსერტიფიცირებას, უწყების
ხელმძღვანელის განმარტებით გაერთიანების შესაძლებლობა არის, რადგან
ჯგუფური ბიოსერტიფიცირების მექანიზმი არსებობს.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე:
გელა სამხარაული
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
6