საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-645/24; 25.01.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-6262/24
26-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა,
2024 წლის 26 აპრილს კომიტეტის სხდომაზე, განიხილა საქართველოს მოქალაქე
ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (N1-645/24;
25.01.2024).
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
ცვლილების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის
მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრს შესაძლებლობა ექნება პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და
ხმა მისცეს განსახილველ საკითხს, როგორც წინასწარ, წერილობითი ფორმით
საქართველოს პარლამენტი ბიუროს, პლენარული სხდომის თავმჯდომარის ან
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის წარდგენილი მიმართვის
საფუძველზე,
ასევე
მივლინებაში
ქალაქის
ყოფნისას
ან
ქვეყნის
ფარგლებს
კვალიფიციური
გარეთ,
სამსახურებრივ
ელექტრონული
ხელმოწერის
განხორციელებით წარდგენილი განცხადებით დააფიქსიროს თავისი პოზიცია
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს
კონსტიტუციითა
პარლამენტის
და
საქმიანობა
საქართველოს
წარიმართება
პარლამენტის
საქართველოს
რეგლამენტით
გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რომელთა თანახმად, საქართველოს
პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპი საკითხის კოლეგიური განხილვისა
და გადაწყვეტილების მიღების წესს ითვალისწინებს, რა მიზნითაც პარლამენტი
იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო
საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. იგი ვალდებულია დაესწროს პარლამენტის
პლენარულ სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში. საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
91-ე
მუხლის
მე-2
და
მე-8
პუნქტების
თანახმად, პლენარული სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის
წევრთა
რეგისტრაცია.
პარლამენტის
წევრი
ვალდებულია
რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. ამასთანავე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის
წევრი ხმას აძლევს პირადად. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის
პროცედურის ჩატარებისას პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზის
დატოვება დაუშვებელია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც
საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი პირადად მონაწილეობს პლენარულ
სხდომაზე საკითხის განხილვასა (მოისმინოს მომხსენებლის გამოსვლა, დასვას
შეკითხვები და მიიღოს მათზე პასუხი) და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გადაწყვეტილება, კენჭისყრის ფორმით, სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრების
მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით
მიიღება
პლენარულ
შესაბამისად,
სხდომაზე
წინასწარ
ხმის
საკითხის
მიცემა
და
განხილვის
დასრულების
წერილობითი
ფორმით
შემდეგ.
პოზიციის
დაფიქსირება საკითხის განხილვამდე შეუძლებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ
როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ
მივლინებაში
ყოფნისას
უფლებამოსილებებს,
მონაწილეობას
პარლამენტის
რაც
ცხადია
პლენარულ
წევრი
ახორციელებს
გამორიცხავს,
სხდომაზე
საკითხის
აღნიშნულ
სამსახურებრივ
პერიოდში
განხილვასა
და
მის
ასევე,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერის განხორციელებით წარდგენილი განცხადების მეშვეობით. ამასთან,
გასათვალისწინებელია, რომ ხმის მიცემა ხორციელდება უშუალოდ კენჭისყრის
მიმდინარეობისას, შესაბამისი დროის მონაკვეთში. პარლამენტის წევრს უფლება არა
აქვს საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკანონმდებლო წინადადებით
გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება კომიტეტს მიზანშეუწონლად
მიაჩნია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი