საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/325; 24.05.2023) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-6271/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-6271/24 26-04-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/325; 24.05.2023). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 29 მაისის N257/3 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე წამყვანი კომიტეტია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 2 თებერვლის N320/25 გადაწყვეტილებით პროექტის განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2024 წლის 8 მაისი. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში რეგლამენტის პროექტის განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, აღნიშნულ პროექტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 2024 წლის 8 მაისიდან 90 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge