საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 18-20 მარტს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში (დელეგაციის ხელმძღვანელი - მაკა ბოჭორიშვილი, დელეგაციის წევრები: მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-6305/24
26-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს
2024 წლის 18-20 მარტს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ
ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში
მონაწილეობის შესახებ.
დანართი: 6 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 ყოველწლიურ პლენარულ სესიაში
18 – 20 მარტი, 2024
ევროპარლამენტი
ბრიუსელი, ბელგია
18-20 მარტს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური, რიგით მეთერთმეტე, პლენარულ სესია.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით მიიღო მონაწილოება:
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელი
მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან ქარუმიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თამარ კორძაია - უფრაქციო პარლამენტის წევრი
გიორგი ვაშაძე - საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“
ანა წითლიძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
გიორგი ბოტკოველი - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
პლენარული სესია წარიმართა თანაპრეზიდენტების, ევროპარლამენტის მხრიდან ანდრიუს კუბილიუსის (EPP, ლიეტუვა) და უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელ, ივან კრულკოს თანათავმჯდომარეობით. სესიის ფარგლებში გაიმართა პლენარული სხდომა, ასამბლეის ოთხი კომიტეტის, სამუშაო ჯგუფების და ბიუროს სხდომები.
19 მარტს გაიმართა ასამბლეის ოთხივე კომიტეტის სხდომა.
პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე, ომის პირობებში აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკის სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულების გაძლიერებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ინდექსზე. კომიტეტმა დაამტკიცა ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორისა და მოლდოვის პარლამენტის წევრის, ვიტალი ჟაკოტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი რუსეთის აგრესიული ომის შემდგომ: ახალი უსაფრთხოების კონტექსტი რეგიონში“. ტექსტში აისახა მ. ბოჭორიშვილის მიერ წარდგენილი ცვლილებები საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის დასრულების საკითხთან დაკავშირებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა სფეროებში ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარებისთვის დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით (პარაგრაფი 7,18,19). რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მიმართავს ევროკომისიას მოხდეს ამ ქვეყნების გაწევრიანებისთვის განკუთვნილ ფინანსურ მექანიზმებში ჩართვა, ახალი რეალობის საფუძველზე მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განახლებისკენ და გმობს კანდიდატი ქვეყნების ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას და ოკუპაციას.
ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ პროცესებზე. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პერსპექტივებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. კომიტეტმა დაამტკიცა ლუდას მაზილის (ლიეტუვა, ევროპარლამენტი) და ივან კრულკოს (უკრაინის უმაღლესი რადა) თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გავლენა აღმოსავლეთ სამეზობლოზე“, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის წევრების მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდის მნიშვნელობას.
სოციალური კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ ევროპაში დევნილ ბავშვთა მდგომარეობა, ასევე სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემატიკა. კომიტეტმა დაამტკიცა მარტინა მიხელსის (ევროპარლამენტი) და მარია კარაპეტიანის (სომხეთის პარლამენტი) თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დევნილ ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის შესახებ“. დოკუმენტში აისახა საქართველოს დელეგაციის მიერ შეტანილი დამატება (პარაგრაფი 20). რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ღონისძიებებს უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებიც ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაციისთვის დაწესებულ შეღავათებს და საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით სარგებლობის შესაძლებლობებს.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მაია ბითაძის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, რომელზეც განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები და ენერგეტიკის სფეროში საკანონმდებლო დაახლოების გეგმები. აღნიშნულ სესიაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუცია ვერ იქნა შემუშავებული, თანაავტორების მიერ ერთობლივ ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო.
მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით გაიმართა ასევე ასოცირებული ქვეყნების - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა ევროკომისიის წარმომადგენელმაც მიიღო და განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომო ნაბიჯები. ამასთან, ბიუროს გადაწყვეტილებით, ამიერიდან აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ახალი სახელწოდებით განაგრძობს მუშაობას და ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის ნაცვლად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სახელწოდებით იმუშავებს.
20 მარტს გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა. სხდომაზე გაიმართა დებატები ევროკავშირის გაფართოების გავლენის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროინტეგრაციის პროცესში და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე. მან ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.
მეთერთმეტე პლენარულ სხდომაზე მიღებულ იქნა ოთხი რეზოლუცია:
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი რუსეთის აგრესიული ომის შემდგომ: ახალი უსაფრთხოების კონტექსტი რეგიონში“
„უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გავლენა აღმოსავლეთ სამეზობლოზე“
„ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დევნილ ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის შესახებ“
უკრაინის დელეგაციის მიერ ინიცირებული საგანგებო რეზოლუცია „უკრაინაში რუსეთის აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით“ .
მომავალ პლენარულ სესიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა უმასპინძლებს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ კომპონენტის დელეგაციების არაფორმალური შეთანხმებით, საპარლამენტო ასამბლეაში თანამდებობები როტაციის წესით განაწილდება ანბანის მიხედვით. შეთანხმების თანახმად მომავალ წელს ასამბლეის თანაპრეზიდენტი გახდება სომხეთი (იმ შემთხვევაში თუ ყველა დელეგაცია თანახმა იქნება როტაციის შეთანხმებული წესის გაგრძელებაზე). ამავე შეთანხმებით საქართველო უხელმძღვანელებს სოციალურ საკითხთა კომიტეტს.
დანართი
EURONEST PARLIAMENTARY ASSEMBLY
ASSEMBLÉE PARLEMENTAIRE EURONEST
PARLAMENTARISCHE VERSAMMLUNG EURONEST
ПАРЛАМЕНТСКАЯ AССАМБЛЕЯ ЕВРОНЕСТ
Plenary session
NEST_OJ(2024)0320
DRAFT AGENDA
Meeting
Wednesday 20 March 2024, from 09.30 to 12.00, from 13.30 to 15.30
and from 16.00 to 18.00
Brussels
Room: Spaak 3C50
Wednesday 20 March 2024
09.30 - 11.30
Address by Mr Andrius KUBILIUS, Co-President of the Euronest PA
Address by Mr Ivan KRULKO, Co-President of the Euronest PA
Address by Mr Olivér VÁRHELYI, Commissioner for Neighbourhood and Enlargement - by
video message
Address by Mr Luc DEVIGNE, Deputy Managing Director for Eastern Europe and Central
Asia, European External Action Service
Address by Mr Alen SIMONYAN, Speaker of National Assembly of the Republic of Armenia
Address by Ms Sviatlana TSIKHANOUSKAYA, Head of the United Transitional Cabinet of
Belarus
OJ\1296757EN.docx
EN
AP103.426v02-00
EN
Addresses by the observers of the Euronest PA:
Representative of the European Committee of the Regions / CORLEAP
Ms Ana Otilia NUŢU, Co-Chair of the Steering Committee of the Eastern Partnership
Civil Society Forum
11.30-12.00
Opening by Mr Othmar KARAS, Vice-President of the European Parliament
12.00-13.30
Lunch break
13.30-15.30
First Working Session of the Euronest Parliamentary Assembly
1.
Adoption of draft agenda
2.
Approval of minutes of the Tenth Ordinary Session, held on 20 and 21 February in Chisinau,
Moldova
3.
Key debate on "EU support to Ukraine and prospects for the EU enlargement in the light
of the 14-15 December 2023 European Council decision. Impact of the future EU
enlargement on the Eastern Partnership (EaP)"
Addresses by:
The Co-Presidents of the Euronest PA
Ms Adrienn KIRALY, Director for Neighbourhood East, European Commission
Mr Lionel RAPAILLE, Director at EIB Global Directorate, European Investment Bank
Mr Luc DEVIGNE, Deputy Managing Director for Eastern Europe and Central Asia,
European External Action Service
Ms Olga CHYZHOVA, Head of Brussels office of the Ukrainian Prism
15.30-16.00 Break
AP103.426v02-00
EN
2/3
OJ\1296757EN.docx
16.00-18.00
Second Working Session of the Euronest Parliamentary Assembly
4.
Presentation by the Co-Rapporteurs of the Standing Committees and adoption of the
draft resolutions contained in the Standing Committees' reports
5.
Urgencies - Vote on draft resolutions (if any)
6.
Briefing by the Co-Chairs of the Working Groups
7.
Concluding remarks by the Co-Presidents of the Euronest Parliamentary Assembly
8.
Adoption of the working plans for 2024 and 2025
9.
Any other business
OJ\1296757EN.docx
3/3
AP103.426v02-00
EN