საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 17-18 მარტს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ბრიუსელში, ბელგიის ფლამანდიის პარლამენტში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში (დელეგაციის ხელმძღვანელი - მაკა ბოჭორიშვილი, დელეგაციის წევრი მაია ბითაძე)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-6306/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-6306/24 26-04-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2024 წლის 17-18 მარტს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ ბრიუსელში, ბელგიის ფლამანდიის პარლამენტში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო სხდომაში მონაწილეობის შესახებ. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მონაწილეობის შესახებ ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საპარლამენტთაშრისო სხდომაში 17-18 მარტი, 2024 ბრიუსელი, ბელგია 18 მარტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭირიშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტთაშრისო სხდომაში ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე. ღონისძიება გაიმართა ბელგიის ფლამანდიის პარლამენტში ევროკავშირის წევრებისა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ევროკომისარმა გარემოს დარგში და ფლამანდიის ეკონომიკის მინისტრმა. მოწვეულ იქნენ ცირკულარული კომპანიების წარმომადგენლები და სფეროში მომუშავე ექსპერტული წრეები. მონაწილეების მიერ განხილულ იქნა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას, რომლის მიზანიცაა ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. მსჯელობა შეეხო ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების პრობლემატიკას და ცირკულარული ეკონომიკის ფორმაზე გადასვლის დადებით გავლენებს გარემოსა და წარმოებაზე. მაია ბითაძემ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებით, ნარჩენების გადამუშავების პრინციპის გამართულად დანერგვასა და წარმოების და რესურსების მოპოვების პროცესში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განათლების ამაღლების მნიშვნელობაზე.