საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, 2024 წლის 22-23 აპრილს ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაში მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-6327/24
29-04-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 22-23 აპრილს სამსახურეობრივი მივლინებით, როგორც
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარე,
ვიმყოფებოდი
ქ.ბრიუსელში (ბელგიის სამეფო), სადაც მონაწილეობა მივიღე მიმწვევი მხარის მიერ 23
აპრილს გამართულ მრგვალ მაგიდაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 1 (ერთი) ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს განათლების, მეცნიერების და
ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის,
გივი მიქანაძის
ქ.ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) მივლინების ანგარიში
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 22-23 აპრილს მივლინებით, როგორც ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და
იურიდიული საზოგადოებების გაერთიანების (CCBE) მიწვევით ვიმყოფებოდი ქ.ბრიუსელში
(ბელგიის სამეფო), სადაც მონაწილეობა მივიღე მიმწვევი მხარის მიერ 23 აპრილს გამართულ
მრგვალ მაგიდაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ CCBE-ის ვიცე პრეზიდენტი რომან ზავრსეკი, CCBE-ის ყოფილი
პრეზიდენტი პიერს გარდნერი, ბელგიის სამეფოს ადამიანის უფლებათა ევროპის
სასამართლოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სახელმწიფოს სახელით იზაბელ
ნიდლიშპახერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე რაპორტიორი კონსტანტინოს
აფსტათიო, იურიდიული მიმართულების აკადემიური წრეების წარმომადგენლები
სხვადასხვა ქვეყნებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
მრგვალ მაგიდაზე განხილულ იქნა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება დგას. ჩემს გამოსვლაში,
განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის როლზე
აღსრულების საკითხებში. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გავაცანი ქართული გამოცდილება,
რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ყოველი წლის 31 მარტის ჩათვლით
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე სპეციალური ანგარიშის
წარდგენას, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საჯარო
მოსმენის გამართვასა და ნებისმიერი მოქალაქისა ან იურიდიული პირის მიერ
პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადების წარდგენასა და მისი კომიტეტების მიერ
სავალდებულო განხილვას ეხებოდა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ
ქვეყნებში მსგავსი გამოცდილება და პრაქტიკა არ არსებობს და რომ ქართული გამოცდილება
ამ მხრივ საყურადღებოა.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა აქტიური კოორდინაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეასა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულებით არიან დაკავებული.
გივი მიქანაძე
29.04.2024წ.