საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია 2024 წლის 29 აპრილის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის თენგიზ შარმანაშვილის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 72
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2835?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
თარიღი
29 აპრილი 2024 16:00
2024 წლის 29 აპრილი, 16:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
ცვლილების
კანონების
შეტანის
პროექტები:
თაობაზე“
და
„იარაღის
შესახებ“
„ლიცენზიებისა
და
საქართველოს
კანონში
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/348; 13-12-2023) წამყვანი
კომიტეტი; მესამე მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „თურქეთის
რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების
უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი,
თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების
ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა
გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU)“ (07-2/377; 29.03.2024) წამყვანი
კომიტეტი;
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე.
5/1/2024, 2:57 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
ოქმი N72
2024 წლის 29 აპრილი, 16:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ალექსანდრე ტაბატაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი კირცხალია
(გია ბენაშვილის უფლებამონაცვლე), რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი, ხატია
წილოსანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი, სალომე ჯინჯოლავა, არმაზ
ახვლედიანი;
სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა.
ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა.
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/348; 13-12-2023)
წამყვანი კომიტეტი; მესამე მოსმენა
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „თურქეთის
რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა
ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC)
(ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო
ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების
საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU)“ (072/377; 29.03.2024)
წამყვანი კომიტეტი;
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე;
1. სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ
1
წარმოადგინა თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურა. კომიტეტის წევრებს კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურასთან დაკავშირებით შენიშვნები არ
გამოუთქვამთ.
კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანდიდატურას.
2. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს, კომიტეტმა საქართველოს
პარლამენტის იურდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების
გათვალისწინებით მხარი დაუჭირა და მომზადებულად ცნო პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე მესამე მოსმენისათვის განსახილველად.
3. მესამე საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა განმარტა, რომ აღნიშნული
მემორანდუმის დადება მიზნად ისახავს, ერზრუმის კონტროლისა და შეტყობინების
ცენტრსა და საქართველოში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო
ოპერაციების ცენტრს შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის
კავშირის დამყარებისა და ფუნქციონირებისთვის სახელმძღვანელო პრინციპებისა და
პროცედურების განსაზღვრას. ამჟამად მხარეებს შორის ძალაშია საჰარო ვითარების
მონაცემთა გაცვლის შესახებ 2008 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის
საფუძველზე ხორციელდება არასაიდუმლო მონაცემების
გაცვლა.
ნატოსთან
თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთთავსებადობის ამაღლების პროცესში
მიზანშეწონილი გახდა საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლა. აღნიშნული
მემორანდუმის დადების შემდეგ ზემოაღნიშნული 2008 წლის ურთიერთგაგების
მემორანდუმი
შეწყვეტს
მოქმედებას.
აღსანიშნავია,
რომ
ურთიერთგაგების
მემორანდუმის დადება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნატოს შორის
თანამშრომლობის გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და
ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების
ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის
საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების
საიდუმლო
მონაცემთა
გაცვლის
შესახებ“
ურთიერთგაგების
მემორანდუმის
(MOU)“ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირება.
(კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად
იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
ალექსანდრე ტაბატაძე
მაია კომლაძე
2